x
მეტი
  • 24.06.2018
  • სტატია:78085
  • ვიდეო:330822
  • სურათი:434093
"თქვენ მე ვეღარ გამანადგურებთ" - ზაზა სარალიძის განცხადება

image

ზაზა სარალიძე ეხმაურება შსს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომელიც მან გუშინ ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. სარალიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს:


"შ.ს.ს. მინისტრის მოადგილე, ქალბატონი მეზვრიშვილი ადანაშაულებს მოსამართლე ქალბატონ ეკა არეშიძეს, რომ მოსამართლემ არასწორი განაჩენი გამოიტანა.
ამავდროულად ამტკიცებს მეზვრიშვილი, რომ ჩემი შვილი ერთმა ბავშვმა მოკლა.

ფაქტია შ.ს.ს–ც მეუბნება

ჩვენ სისტემა ვართ და შეგვეშვი, თუ არა, გაგანადგურებო.

მინდა მადლობა გადავუხადო შ.ს.ს.–ს და ყველა ძალოვან სტრუქტურას კიდევ ერთი გაფრთხილებისთვის.

მაგრამ მინდა შეგახსენოთ

2017 წლის 1 დეკემბერს სადისტურად მოკლეს ჩემი შვილი და მასთან ერთად მეც.

თქვენ მე ვეღარ გამანადგურებთ

მკვდარი მეორედ აღარ კვდებააააააა"


image

0
59
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0