x
მეტი
  • 24.06.2018
  • სტატია:78085
  • ვიდეო:330822
  • სურათი:434093
„ყველა დაბლა იწვა ქუჩაში... ბავშვები ეყარნენ და ზედ აწვა ხალხი“ - ორმხრივი ინტენსიური სროლა ვაკეში

image
სროლა ვაკეში - მოსეშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ერთმანეთს 7 შეიარაღებული პირი დაუპირისპირდა.


შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს. ორ მხრივ სროლას ვაკეში პანიკა მოჰყვა. გამვლელებმა თავი მიმდებარე კაფეებსა და მაღაზიებს შეაფარეს. შეიარაღებულმა პირებმა ტერიტორია ავტომობილებით დატოვეს და მიიმალნენ.


„ისეთი სროლა იყო, რომ რა ვიცი. ვიღაცეები ვიღაცას ესროდნენ. ისიც ესროდა და მერე გაიქცნენ მანქანებით. ორმხრივი სროლა იყო. ყველა დაბლა იწვა ქუჩაში. ბავშვები ეყარნენ და ზედ აწვა ხალხი, “ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.


არსებული ინფორმაციით, ორმხრივ სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების შესახებ.


ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამოღებულია 9 მასრა.


შსს-ში აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

1
81
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
81
  
13 ივნისი, 8:01
ძველი დრო ბრუნდება. ქუჩური გარჩევები,პერესტრელკები და ძალაუფლებისთვის ბრძოლა.მერე ვიღაც გამოვა იტყვის,რომ თურმე ქვეყანა წინ მიდის. წინ წარსულში ნამდვილად მივდივართ. სხვადასხვა დღესასწაულებზე ატომატის ჯერედის ხმა ხშირად ისმის და ახლა ვაკეშიც ორმხრივი სროლა "გამოცხვა". აი ეს არის ნამდვილი ეხროპული სახელმწიფოს დამახასიათებელი ნიშნები და ამ ევროპის გაგვკვირვებია რატომ არ გვიღებენ ევროკავშირში. კანონები მიიღეს და ის მხოლოდ ფურცელზეა. ჩვენნაირ ქვეყანას ევროკავშირში კი არა დედამიწაზეც არ ეკუთვნის ადგილი. ნაცქოცური სიყვარულის ისტორიები,გაბითურებული მოსახლეობა,პოლიტიკაში წასული შვილ მოკლული მამა, ტერორისტის მამა,რომელიც მთავრობის გადადგომა ითხოვს,ქუჩაში ორმხრივი სროლააა,შიმშილით უფრო მეტი ადამიანი იღუპება,ვიდრე მოწევით, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან მარცხდება,მოჭიდავეები ერთმანეთს ხოცავენ სკამის გამო,მღვდელი ჯიპიდან გვოლოცავს,პარლამენტარი 4000 ლარს იღებს ანაზღაურებას და ომის ვეტერანი 22 ლარს, ყოფილ სამხედროს იტაცებენ,კლავენ და ჩვენ გეი აღლუმს ვგეგმავთ და გულზე ხელი დაიდეთ,მითხარით ამ ქვეყანას მომავალი გააჩნია?
0 1 1