x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81858
  • ვიდეო:333854
  • სურათი:439125
კარგად დააკვირდით ფოტოს და აირჩიეთ ის შესასვლელი, რომელიც ყველაზე მეტად გაშინებთ. ახლა კი, ვნახოთ და გავიგოთ ყველაფერი თქვენი პიროვნების შესახებ

image
1. თუ პირველი ფოტო აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ჭკვიანი ხართ და გაქვთ ანალიტიკური აზროვნების უნარი - თქვენ შეგიძლიათ მოვლენების ზუსტად შეფასება. ღირებულებები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სხვებისგანაც მოელით, რომ ამ ღირებულებებს პატივი სცენ. გამოირჩევით ემოციური მდგრადობით, რაც საშუალებას გაძლევთ, მიაღწოთ რთულ მიზნებს, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კედლის დანგრევა, ასევე შეგიძლიათ თავგანწირვა უახლოესი ადამიანებისათვის. გსურთ, ურთიერთობა გქონდეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებთანაც იპოვით არა მხოლოდ ინტელექტუალურ კავშირს, არამედ ემოციურსაც.


2. თუ მეორე ფოტო აირჩიეთ, თქვენ ხართ თავისუფალი ნატურა, თავისუფალი სული - თქვენ ცხოვრობთ ისე, რომ ტკბებით ყოველი დღით, ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი გაქვთ. უშიშარი ხართ. არ გეშინიათ იმის, თუ რა შეიძლება მოხდეს, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს ქმედებებს, თქვენი ქმედება სიკვდილსაც რომ მოასწავებდეს, მაინც უშიშრად გააკეთებთ ჩაფიქრებულ საქმეს. მიუხედავად თქვენი უშიშარი ბუნებისა, თქვენს ქვეცნობიერს სურს, იყოთ უფრო ჯანმრთელი, თქვენ გსურთ ხანგრძლივი ცხოვრება. სიცოცხლე ყველაზე მეტად გიყვართ.


3. თუ მესამე ფოტო აირჩიეთ, ეს თქვენს დამოუკიდებლობაზე და ამავდროულად, გულცივობაზე მეტყველებს - თქვენ გეშინიათ მწუხარების, იმედგაცრუების, ამიტომაც ამჯობინებთ, რომ ადამიანებთან ურთიერთობებში იყოთ გულგრილები და იყოთ მარტო საკუთარ თავთან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უბედური ხართ - შესანიშნავად იცით, რა გსურთ ცხოვრებისგან და რას მოაქვს თქვენთვის ბედნიერება. თქვენთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ყველაფერია.


4. თუ მეოთხე ფოტო აირჩიეთ, თქვენ ერთგული და პატიოსანი ხართ - გულწრფელი ადამიანი ხართ და ყოველთვის, როცა რამეს აკეთებთ, ფიქრობთ სხვებზე. სახლი, რომელიც თქვენ აირჩიეთ, ალბათ ერთ დროს სიყვარულისა და დაცულობის სიმბოლო იყო, თუმცა ახლა მხოლოდ ნანგრევებია - ეს მიუთითებს, რომ აღარც დაცულია და აღარც სიყვარულია იქ. ამ სახლის შიში ნიშნავს, რომ თქვენი ძლიერი სურვილია, იპოვოთ სიყვარული, თავს გრძნობდეთ დაცულად და გახდეთ ძალიან მდიდარი. იცით, რომ ამ ყველაფრის მისაღწევად ბევრი შრომა გჭირდებათ.


5. თუ მეხუთე ფოტო აირჩიეთ, ანუ თუ გეშინიათ გვირაბში შესვლის, ეს მიუთითებ, ს რომ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ემოციები - გაქვთ მაღალი ემოციური ინტელექტი და ხართ ძალიან ჭკვიანი, თუმცა თქვენს გონებას გაწმენდა, გასუფთავება სჭირდება იმისთის, რომ უკეთ გაუგოთ საკუთარ ფიქრებს. უნდა შეწყვიტოთ წუხილი პრობლემებზე და დაიწყოთ მათი გადაჭრის გზების ძებნა. თქვენ ადამიანებში ნდობას ეძებთ, გჭირდებათ გვერდით ისეთი ადამიანი, ვისაც თქვენს გრძნობებზე დაელაპარაკებით. გახსოვდეთ, რომ გვირაბის ბოლოს ყოველთვის არის სინათლე.


6. თუ მეექვსე ფოტო აირჩიეთ, ეს მეტყველებს რომ კრეატიული ხართ და პრობლემების მარტივად გადაჭრა შეგიძლიათ - ფოტოზე ჯაჭვებით ჩაკეტილი ცისფერი კარია აღბეჭდილი. ცისფერი სტაბილურობის სიმბოლოა და მიუთითებს იმაზე, რომ ხართ პროდუქტიული და შეგიძლიათ ყველაზე რთულ მიზნებსაც კი მიაღწიოთ. პრობლემების გადაჭრის საოცარი უნარით გამოირჩევით და ხართ კარგი ლიდერი. ის, რასაც ეძებთ - კომფორტია.

1
121
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
121
  
25 ივლისი, 15:10
მე-6 კარი ავირჩიე მაგრამ მისი ფერი არც მიმიღია მხედველობაში. ძალიან ბევრი ჯაჭვით არის დაკეტილი და ვიფიქრე, რომ არ ღირს ამდენი ჯაჭვის ახსნა. დანარჩენი სურათები ნაკლებად საშიშია მე-6 სურათთან შედარებით.
0 1 1