x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
სხეულის ენა ყოველთვის გეტყვით, ხომ არ შეცდით პარტნიორის არჩევაში

image

სხეულის ენა უნივერსალური საშუალებაა, რომლესაც უამრავი მეცნიერი თუ ფსიქოლოგი იკვლევს და სწავლობს. ზოგჯერ ჩვენი ქვეცნობიერი სწორედ სხეულის ენით გვაძლევს მინიშნებას, რომ არასწორი პარტნიორი ავირჩიეთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ამ მინიშნებებს უყურადღებოდ ვტოვებთ.

თუ სხეული ასეთ სიგნალებს გაძლევთ, გახსოვდეთ, არ ღირს მათი იგნორირება, მით უფრო, თუ პარტნიორთან ურთიერთობის თაობაზე რაღაც ეჭვები გაწუხებთ.


ერთმანეთისგან დაშორება

image

ზოგი თვლის, რომ დაშორება უფრო ამყარებს სიყვარულს და გრძნობებს. სხვებს სჯერათ, რომ სწორედ დაშორება ანგრევს ურთიერთობებს. იდეალური ინტიმური ზონა 45 სმ-მდე ფარგლებში მერყეობს. თუ პარტნიორი ამაზე მეტადაა თქვენგან დაშორებული, არ ცდილობს მოახლოებას, თქვენთან შეხებას, ხელის ხელზე ჩაკიდებას - ეს უკვე საკმარისი მიზეზია, რომ დაფიქრდეთ, გააგრძელოთ თუ არა მასთან ურთიერთობა.


თავს იტყუებთ

image

ჯანსაღი ურთიერთობა ნამდვილად არ მოითხოვს, თქვენი და თქვენი პარტნიორის თითოეული ნაბიჯი გააანალიზოთ. როგორც კი ეჭვები გაგიჩნდებათ ან საკუთარი თავის დარწმუნებას დაიწყებთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი სწორად მოიქცა, უკვე დროა, თქვენი მომავალი ურთიერთობის პერსპექტივაზეც დაფიქრდეთ.


სიარულის სხვადასხვა ტემპი

image

ერთი შეხედვით წვრილმანია, თუმცა სიარულის ერთნაირი ტემპი პარტნიორების შინაგან სინქრონიზაციაზე მიუთითებს. მოსიყვარულე წყვილები ქვეცნობიერად ცდილობენ, სიარულის ტემპი შეუწყონ ერთმანეთს. როცა ეს ჰარმონია ირღვევა, ეს წყვილს შორის პრობლემაზე მიუთითებს.


ქედმაღლური ღიმილი

image

ლაპარაკია სწორედ პარტნიორის მიმართ გამოვლენილ ქედმაღლურ, შემწყნარებლურ ღიმილზე. ამ დროს პარტნიორი ქვეცნობიერად ამტკიცებს, რომ თქვენზე უპირატესი, აღმატებულია. ჯანსაღ ურთიერთობაში კი წყვილები ყოველთვის ერთმანეთის თანაბრად გრძნობენ თავს. ამიტომ, თუ თქვენი პარტნიორის მხრიდან თქვენი მისამართით ასეთ ღიმილს ხშირად ამჩნევთ, ნამდვილად ღირს დაფიქრება.


ჩაკეტილი პოზა

image

ფეხის ფეხზე გადადება მიანიშნებს, რომ ადამიანი თავის თავს სიტუაციიდან ან უარესი, თქვენგან მოწყვეტილად გრძნობს.

თუ ხელები გულზეა დაკრეფილი, ფეხები ერთმანეთთან ახლოს დგას, ზურგში კი მოხრილი, ეს პარტნიორის ინტერესის არქონაზე მიანიშნებს თქვენდამი.


წარბების შეჭმუხვნა

image

ფსიქოლოგიის პროფესორის, ჯონ გოტმანის კვლევებით ჩანს, რომ სიძულვილი გაყრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მოღუშული სახე და წარბები კრიტიკის და განკიცხვის მაჩვენებელია. როცა პარტნიორის სახეზე ასეთ გამომეტყველებას ვხედავთ, ქვეცნობიერად თავდაცვისთვის ვემზადებით, რაც კიდევ ახალი პრობლემების გაჩენას უწყობს ხელს.


გულგრილობის გრძნობა

image

როცა პარტნიორი ზურგს გაქცევთ, თვალებში არ გიყურებთ და არ გისმენთ. იწყებს ტელეფონზე ლაპარაკს მანამ, სანამ თქვენ მასთან ლაპარაკს დაამთავრებდეთ - ეს ყველაფერი თქვენდამი გულგრილობაზე მიანიშნებს.

პარტნიორის სურვილი - არ გაითვალისწინოს და არ მიაქციოს ყურადღება თქვენს სურვილებსა და თხოვნებს, პირდაპირი მინიშნებაა, რომ გვერდით “არასწორი" ადამიანი გყავთ.


კისერზე შეხება საუბრისას

image

ემოციურ სიტუაციებში ყველა ადამიანი ეხება საკუთარ თავს. როცა ადამიანი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, შეშინებულია, ან ნერვიულობს, ცდილობს, კისერი დაიფაროს. გარდა ამისა, ასეთი ჟესტი შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ის რაღაცას მალავს. ყელი ხომ “სიტყვების კარიბჭეა" და ამიტომ ერთ-ერთ მოწყვლად ადგილად ითვლება ამ თვალსაზრისით.


ზურგზე მეგობრულად დარტყმა

image

ასე მეგობარს შეუძლია თავისი გრძნობა და მხარდაჭერა გამოხატოს. თუმცა, როცა რომანტიულ ურთიერთობაში მყოფი მამაკაცი ასეთ ჟესტს მიმართავს, ეს უკვე საეჭვოა. თქვენ ხომ არც სპორტული გუნდის წევრები ხართ და არც ძმაკაცები, ამიტომ - სადაა რომანტიკული ჩახუტება?!





0
149
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0