x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის დაბრუნებას "დიდ რვიანში" დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა,მეი წინააღმდეგია

image
„დიდი რვიანში" რუსეთის დაბრუნება მანამდეა შეუძლებელი, სანამ რუსეთი სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას არ შეწყვეტს. ასეთი განცხადება გააკეთა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს.


"იყო მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ G8(დიდი რვიანი) G7" -გახდა"-განაცხადა ტერეზა მეიმ 11 ივნისს პარლამენტის სხდომაზე.


"ნებისმიერი საუბარი იმის შესახებ, ექნება თუ არა რუსეთს მრგვალ მაგიდასთან დაბრუნების საშუალება, არ არის მიზანშეწონილი, სანამ რუსეთი არ შეიცვლის ქცევებს"-აღნიშნა მეიმ.

აღსანიშნავია, რომ სამიტის პირველივე დღეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "დიდი შვიდიანის“ შეხვედრას რუსეთი უნდა დაუბრუნდეს. რუსეთის უკან დაბრუნებას არ ეთანხმებიან სხვა ქვეყნები, ტრამპის წინადადებას მხოლოდ იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა დაუჭირა მხარი.


შეგახსენებთ, რუსეთი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან(G8) 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს.


0
75
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0