x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83745
  • ვიდეო:334507
  • სურათი:441825
გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

გორნაია შორია არის მთა, რომელიც მდებარეობს რუსეთში, ციმბირში, კემეროვოს რაიონში. ამ მთის ტერიტორიაზე არის ნაგებობა, რომელიც უპრეცედენტოდ დიდი მეგალითია, და იქნება დედამიწაზე უდიდესი, თუკი ოფიციალურად დამტკიცდა, რომ ის ადამიანის მიერაა შექმნილი. ადგილობრივებს და მთელ რუს ხალხს სჯერა, რომ ეს არის აგებული ადამიანის მიერ. ეს ფორმაცია ბევრად უფრო ძველია, ვიდრე 100, 000 წელია, მაგრამ ჯერჯერობით ამ რიცხვს ასახელებენ. ოფიციალურ დონეზე ეს ნაგებობა მიჩნეულია, რომ არის ბუნებრივი წარმონაქმნი. ოლქის რუკაზეც ასევეა აღნიშნული და როდესაც მკვლევრებმა ჰკითხეს ოლქის გამგებელს, თუ რატომ აღნიშნეს ასე, მან უპასუხა, რომ ჩვენ ვიცით რაც არის ეს, მაგრამ ზემოდან ასე აღნიშვნა დაგვავალეს. ასეთი იყო ცენტრალური მთავრობიდან მითითებაო.

ყველა სპეციალისტი, რომელიც ნახულობს ამ ნაგებობას, რწმუნდება, რომ ეს არის ადამიანის მიერ ხელოვნურად აგებული სისტემა, მაგრამ გამაოგნებელია ბლოკების სიდიდე და გაუგებარია, ისეთი ბლოკები, რომლის გადადგილება ახლაც კი შეუძლებელია, როგორ მოახერხეს მათი ერთმანეთზე დაწყობა 100 ათასზე მეტი წლის წინ და რა ტექნოლოგიებით?! სწორედ ამის გამო, ვინაიდან ვერ ხსნიან ამ ყველაფერს, და არც გარშემო არაა ნაპოვნი რაიმე არქეოლოგიური არტეფაქტები, რომელიც მიანიშნებდა აქ ჩატარებულ სამუშაოზე, მაგალითად, არაა ქვის დასამუშავებელი იარაღები აღმოჩენილი და ასე შემდეგ, ამიტომ თვლიან ბუნებრივ წარმონაქმნად, მაგრამ ეს თვალის დაბრმავებაა. დიახ, რა თქმა უნდა ბუნებას შეუძლია წარმოქმნას გარკვეული ფორმები, რომელიც შესაძლოა ემსგავსებოდეს ხელოვნურად შექმნილს, მაგრამ არა ამ დონეზე.

მთავარი კედლის სიმაღლე 40 მეტრამდეა, ხოლო გავრცელების არეალი 200 მეტრამდე. ზოგიერთი ცალკეული ბლოკის სიგრძე 20 ეტრს აღწევს, ხოლო სიმაღლე 7 მეტრამდეც კია. ბლოკების ნაწილი დამსხვრეული და მიმოფანტულია და როგორც ფიქრობენ, ეს შეიძლება დიდ აფეთქებას გამოეწვია. ეს გრანიტის დიდი ქვებია, რომელიც ერთმანეთზეა დაწყობილი. ზოგ ადგილას კი გამოყვანილია სათავსოების მსგავსი სივრცეები. ქვების წონა 2000 - 4000 ტონამდე(!) მერყეობს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ცნობილი უდიდესი ბაალბეკის მეგალითი 1500 ტონას იწონის. ეს დღემდე აღმოჩენილ მეგალითებს შორის უდიდესია და უდავოდ, გამაოგნებელი. ამხელა გრანიტის ქვების დამუშავება დღევანდელი ტექნოლოგიებისთვისაც კი იქნებოდა ურთულესი, რომ აღარაფერი ვთქვათ გადაადგილებაზე და ერთმანეთზე დაწყობაზე.

შემოგთავაზებთ ამ საოცარი მეგალითების ფოტოებს და თავად შეაფასეთ, რასთან გვაქვს საქმე:

გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

ასე გამოიყურება გორნაია შორიას მეგალითის სატელიტური ფოტო, რომელიც ასევე აშკარად დაგეგმარებულს ჰგავს:

გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

გორნაია შორია - 100 ათასზე მეტი წლის მეგალითი რუსეთში

ავტორი: თორნიკე ფხალაძე

3
491
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
491
  
12 ივნისი, 17:32
ჰიპერბორეის ცივილიზაციაზე ამბობ ლალი? :) ცივილიზაცია რომელმაც მერე სათავე დაუდო ლემურიელებს და მერე ატლანტებს.. ხო მგონი პირამიდებიც ამ ტექნოლოგიითაა აშენებული, ანტიგრავიტაციული ტექნოლოგიით.
12 ივნისი, 15:54
იმ დროს დედამიწაზე ციკლოპები ცხოვრობდნენ, ადამიანი გიგანტებ. თან დედამიწის გრავიტაციის ძალა ბევრად ნაკლები იყო. ეს ქვები ჩვენს პირობებში არის მძიმე, თორემ მიზიდულობა თუ შემცირდება, ქვებიც დამსუბუქდება. გარდა ამისა, მაგ., ატლანტებს სპეციალური მოწყობილობა ჰქონდათ, რომლითაც გრავიტაციის გათიშვა შეეძლოთ და... მოკლედ, მაშინ სულ სხვა პირობები იყო და სხვანაირი ტექნიკა არსებობდა.
12 ივნისი, 11:33
SEV.GE - თანამედროვე ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

0 1 3