x
მეტი
  • 21.06.2018
  • სტატია:78017
  • ვიდეო:330770
  • სურათი:433967
ქალაქი-მოჩვენებები ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე

ამ ქალაქებში ოდესღაც სიცოცხლე ჩქეფდა: ქუჩები და სახლები ხალხით იყო სავსე; საბავშვო მოედნებს, ბაღებსა და სკვერებს პატარების მხიარული ჟრიამული ავსებდა;ფაბრიკა-ქარხნები გუგუნებდა... დღეს კი აქაურობა უდაბურ ადგილად ქცეულა, ხალხის მაგივრად ქუჩებში გაველურებული ცხოველები დაძრწიან და ცარიელ სახლებში მხოლოდ ქარი დათარეშობს. მათ ადამიანებმა "ქალაქი-მოჩვენებები'' შეარქვეს, რადგან ქალაქები ადამიანების გარეშე მართლაც მოჩვენებასავით შემზარავია.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც არსებობს ქალაქები, რომლებიც მასიურად იქნა მიტოვებული მოსახლეობის მიერ სხვადასხვა გარემოებების გამო. მინდა მოგითხროთ რამდენიმე მათგანის შესახებ.


image

1. პრიპიატი


image


პრიპიატი ყველაზე ცნობილი ქალაქი-მოჩვენებაა ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე. ის დაარსდა 1970 წელს და მხოლოდ 9 წლის შემდეგ მიიღო ქალაქის სტატუსი, როცა აქ ევროპაში უდუდესი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აშენდა. სამწუხაროდ, ქალაქმა სულ შვიდიოდე წელი იარსება. 1986 წელს აქ მოხდა საშინელი ავარია, რომელიც კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ ადამიანებს და რომელმაც პრიპიატის აყვავებული მხარე უკაცურ უდაბნოდ აქცია. ქალაქში გამოცხადდა სასწრაფო ევაკუაცია და მისმა მცხოვრებლებმა ფაქტიურად ყველა ნივთი ხელუხლებლად დატოვეს სახლებში. დღეისათვის რადიაციის ფონი ქალაქში შედარებით ნაკლებია, მაგრამ იქ ცხოვრება მაინც არ შეიძლება.


2. კადიკჩანი



image



კადიკჩანი-ყველაზე ცნიბილი მიტოვებული პატარა დაბა-ქალაქია მაგადანის ოლქში. დაბა თავის დროზე იყო კოლიმის გულაგების დისლოკაციის ერთ-ერთი ადგილი. ის დაარსდა დიდი სამამულო ომის წლებში, როგორც ქვანახშირის მომპოვებელი რაიონი. დაბა და შახტები აშენებული იქნა პატიმრების მიერ. 1996 წელს შახტაში მოხდა ძლიერი ავარია, რის შედეგადაც დაიღუპა 6 ადამიანი. ამის შემდეგ მალე კადიკჩანი დახურულ ქალქად გამოცხადდა, ადამიანები გამოასახლეს და მათ მისცეს კომპენსაცია დატოვებული სახლების გამო. 2010 წლამდე აქ ჯერ კიდევ იყო ორი ცოცხალი ქუჩა, მაგრამ მალე დაბა საბოლოოდ დაიცალა. ამბობენ, რომ აქ მხოლოდ ერთი ხანდაზმმული მამაკაცი ცხოვრობს ორ ძაღლთან ერთად.



3. იულტინი



image


ქალაქის ტიპის დასახლება იულტინი ჩუკოტკის ოლქში მდებარეობს. ის იყო კალას მოპოვების ცენტრი ჩუკოტკაზე. დასახლება მოწყვეტილი იყო დიდ ქალაქებს და აქედან ნედლეულის ტრანსპორტირება ძალიან ჭირდა. 1994 წელს იულტინის საბადოები დაიკეტა და ქალაქიდან მოსახლეობა სასწრაფოდ გაიხიზნა. მომდევნო წლისათვის უკვე მან სრულებით შეწყვიტა ფუნქციონირება.

4. მოლოგა


image



ქალაქი მოლოგა განლაგებული იყო მდინარე მოლოგის ვოლგასთან შესართავის ადგილზე. ეს უძველესი ქალაქი ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში დაარსდა. 1935 წელს საბჭოთა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რიბინსკის ჰიდროელექტროსადგურის აშენებისა. ეს კი ითვალისწინებდა ასეულობით ჰექტარი მიწის წყლით დაფარვას, მათ შორის იყო 800-მდე სოფელი და ქალაქი მოლოგა. ლიკვიდაცია დაიწყო მაშინ, როცა ქალაქი აყვავების პერიოდში იყო. 1941 წელს ქალაქთან ახლოს მდებარე მდინარეები შეერთდნენ და ქალაქს წალეკვა დაემუქრა: სწრაფად დაიწყო რღვევა შენობებმა. ამიტომ გამოცხადდა სასწრაფო ევაკუაცია და დაიწყო მოსახლეობის გახიზვნა. ბევრს არ უნდოდა მშობლიური ქალაქის დატოვება, მაგრამ ასეთებს ძალის დახმარებით ატოვებინებდნენ აქაურობას და მაშინ ქალაქში მასიური თვითმკვლელობები დაიწყო. ცოცხლად დარჩენილები სასწრაფოდ გახიზნეს ქვეყნის სხვადასხვა მხარეში, ხოლო მოლოგა ყველასგან დავიწყებული ქალაქი-მოჩვენება გახდა თავის ი საშინელი ისტორიით.


5. ნეფტეგორსკი



image


ნეფტეგორსკი-ქალაქის ტიპის დასახლება იყო სახალინის ოლქში. პერსპექტივაში ის უნდა ყოფილიყო მენავთობეების ვახტიორი ქალაქი სახალინზე. აქ ძირითადად მენავთობეები და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ. 1995 წლის 28 მაისს აქ საშინელი ტრაგედია მოხდა: მიწისძვრამ მაგნიტუდით 7, 6 ბალი მთლიანად გაანადგურა დაბა. შენობების ნანგრევების ქვეშ დაიღუპა 2040 ადამიანი(სულ დაბის მოსახლეობა 3197 კაცს შეადგენდა). ამ ტრაგედიის შემდეგ ნეფტეგორსკი ფაქტიურად მთლიანად განადგურდა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ აღედგინა დაბა. გადარჩენილი მცხოვრებლები სახალინის სხვა დასახლებებში გადაანაწილეს. დღეს ნეფტეგორსკი საშინელი ქალაქი-მოჩვენებაა, რომელსაც მხოლოდ მოროდიორები თუ სტუმრობენ.


6. ტყვარჩელი



image



და ბოლოს, ყველა ქართველის ტკივილი: ქალაქი ტყვარჩელი სამწუხაროდ, ქალაქი-მოჩვენებების სიაში ნელ-ნელა იმკვირდებს ადგილს. ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი 1992-93 წლებ­ში ომის შემ­დეგ და­ცა­რი­ელ­და. ოდეს­ღაც ქვა­ნახ­ში­რის მო­პო­ვე­ბი­თა და ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტით გან­თქმულ ქა­ლაქ­ში დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 5 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, ადრე კი მათი რიცხვი 40 000-ს უტოლ­დე­ბო­და. სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში 2-3 სული ცხოვ­რობს, სახ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი ცა­რი­ე­ლია.

გული მოგიკვდებათ ამ მიტოვებული, გაუდაბურებული ადგილების ხილვისას.


imageimage

0
308
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0