x
image
ილია მარტყოფლიშვილი
ექსკურსიაზე გარდაცვლილ მოსწავლეს წესის აგებაზე უარი უთხრეს, რადგან მოუნათლავი იყო

image


თელავში, გომბორის გზაზე გარდაცვლილ თბილისის 175-ე სკოლის მოსწავლეს სამღვდელოება წესის აგებაზე უარს იმ მიზეზით ეუბნება, რომ ოჯახმა ამ დრომდე მისი მონათვლა ვერ მოახერხა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები წერენ.


image

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დღეს, 9 ივნისს, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი, 1981 წელს დაბადებული ბ. კ. დააკავეს.
.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან, ქალაქ თელავის მიმართულებით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა. საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
1
648
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
648
  
12 ივნისი, 23:46
როდიდან დაიწყეთ ძვირფასო სამღვდელოებავ გამოძიება მონათლულია თუ არა მიცვალებული? ადრე ყველა თქვენთვის ერთი არ იყო? წესს უგებდით ყველას მონათლულს და მოუნათლავს..კაი კაცს და არაკაცს. ყველა ერთი არ იყო თქვენთვის და იძიებდით საერთოდ ვინ რა იყო? რამდენ არაკაცს გამყიდველს ერის მოღალატეს აუგეთ წესი? რამდენი ადამიანი რომელიც საფლავის ღირსებიც კი არ იყვნენ აკურთხეთ და ვითომ სასუფეველში გაუშვით..ეს ხომ ფალშია მარაზმია. ატყუებთ გასაცოდავებულ ადამიანებს..ან საერთოდ ერთი მაგალითი მაინც გვაჩვენეთ რომ ქრისტე მკვდრებს წესს უგებდა აკურთხება და მშვიდობით სასუფეველში უშვებდა..გვაჩვენეთ ერთი მაგალითი მოციქულთა ცხოვრებიდან, რომ მკვდრებს წესს უგებდნენ..ატყუებთ უმეცარ ადამიანებს გამოგონილი რიტუალებით..ამ რიტუალს არც ქრისტე არც მოციქულები არც პირველი ქრისტიანები პირველი ღთის მსახურები არ ატარებდნენ.მაშინ რა დაღუპულან საცოდავი ის ხალხი არა? კი არ დაღუპულა არ იყო ეს წესი და არ დაუკანონებია ღმერთს..ადამიანებმა მოიგონეს დაარქვეს ამას გადმოცემები და იყენებდნენ თავიანთ სასარგებლოდ და ეხლაც იმიტომ არის შემორჩენილი რომ გაწყობთ ეს სიცრუე. გაწყობთ ხალხის გაბითურება...მე ვიზიარებ ამ ოჯახის ტკივილს..და შემიძლია უთხრა რომ ნუგეში და იმედი არსებობს ამ ბავშზე მიუხედავად იმისა რომ მოუნათლავმა დატოვა ეს წუთისოფელი..
0 1 1