x
image
alex999
Mediator image
კუნძული ჩრდილოეთ ევროპაში, სადაც მამაკაცებს შესვლა ეკრძალებათ!

იცით თუ არა, რომ ევროპის ჩრდილოეთით არსებობს კუნძული, სადაც მხოლოდ ქალებს აქვთ შესვლის უფლება. ბევრი თქვენგანისთვის ეს წარმოუდგენელია, თუმცა რეალურია. კუნძული მდებარეობს ფინეთში. მოდით, გავეცნოთ ამ საინტერესო კუნძულის შესახებ უცნაურ ფაქტებს...


image



ქრისტინა როთი - მეწარმე ქალბატონი, რომელმაც შეიძინა 8.47 ჰექტარიანი კუნძული, სპეციალურად ქალებისთვის. კუნძული ძალიან ახლოსაა დედაქალაქ ჰელსინკისთან და მდებარეობს უშუალოდ ბალტიის ზღვის შუაგულში. კუნძული მარადმწვანეა.


image


ქრისტინა როთი არის მილიონერი ქალბატონი, რომელიც 45 მილიონ დოლარიან ქონებას ფლობს. ერთ დღეს, მან თავისი 1 მილიონ დოლარიანი ბიზნესი გაყიდა და შეიძინა ეს კუნძული, სადაც მდიდრული განსახლების ცენტრი ააშენა, მხოლოდ ქალებისთვის!


image


SuperShe - არის კუნძულის სახელწოდება. კუნძული მიზნად ისახავს ქალბატონების მშვიდად დასვენებას, მამაკაცების ზედმეტი მზერისგან თავის დასაღწევად. ამ კუნძულზე, ქალბატონებს მაქსიმალური თავისუფლება ენიჭებათ. იოგა, საკვები, მასაჟები, ნუდისტური პლაჟი და აბსოლუტურად ყველაფერია იმისთვის, რომ ქალბატონები თავისუფლების უსაზღვროობით დატკბნენ.


image


ქრისთინა როთის თქმით, ქალბატონები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. მათაც აქვთ იმის უფლება, რომ მშვიდად დაისვენონ კომპლექსების გარეშე და არ იყვნენ სექსუალურად შევიწროებულები. როთი მამაკაცებს არ ემტერება, რადგან მასაც ჰყავს მეუღლე, თუმცა მის მეუღლესაც კი ეკრძალება ამ კუნძულზე სტუმრობა.



imageimageimage



კუნძულზე აშენებული სახლებიც ფინლანდიურ კულტურას ეკუთვნის. დიზაინერი თავად ქრისტინა როთია, თითოეულ ოთახში ყველაფერია, რაც ქალს ნამდვილად სურს. ღამით არსებობს მასაჟის სერვისი, რომელიც დამსვენებელს უფასოდ ემსახურება. რა თქმა უნდა მასაჟისტიც ქალბატონია.


imageimage


ახლა ვისაუბროთ ამ სასიამოვნო დასვენების შესახებ: SuperShe -ის სახელწოდების ახალ დასასვენებელ კომპლექსში, დასვენების სპეციალური პაკეტები უნდა შეიძინოთ. პაკეტების ფასები იცვლება 3500 - 7250 დოლარის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე დღეში ამდენი ფულის გადახდა გიწევთ, კუნძულის მფლობელი როთი, დასვენებიაგან მიღებულ თქვენს სიამოვნებაზე პასუხისმგებელია. ის დამსვნებლის სურვილებს მაქსიმალურად ასრულებს.


image


კუნძული მიმდინარე წელს ოფიციალურად გაიხსნა. ათობით ქალბატონმა უკვე შეიძინა პაკეტი და თვის მიწურულისკენ დაიწყება კუნძულზე სტუმრების მიღება. სასტუმროს თანამშრომლებიდან დაწყებული, იოგას ოსტატებამდე, სათანამშრომლო ეკიპაჟი მთლიანად ქალებისგან შედგება. რას ფიქრობთ თქვენ ამ კუნძულის შესახებ?!










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ინციდენტი ისანში - ეს პოსტი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

2. 10 ძალიან საინტერესო ფაქტი ბრიუს ლის შესახებ

3. 5 გიგანტური ზომის გველი, რომელიც დედამიწაზე ბინადრობდა!

4. "მიწისძვრა მადრიდის რეალში" - ზიდედინ ზიდანი რეალიდან წავიდა!

5. ჩვენთვის ცნობილი სუპერ გმირები, დუბლიორებთან ერთად...

6. 10 თურქული სერიალი, რომელსაც "ცრემლებიანი" დასასრული ჰქონდა!

7. დიდგულა(ანწლი) - გაზაფხულის მიწურულს ყვავილობს, ზაფხულში აუცილებლად მიირთვით!



1
2507
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2507
  
2018, 21 ივნისი, 23:41
სიამოვნებით წავიდოდი აქ:(
0 1 1