x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ოთარ ჭილაძის ციტატები
1. სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება, არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე.

2. დანაშაულია, როდესაც არ იცი და არც გაღელვებს შენი უვიცობა. კიდე უფრო დიდი დანაშაულია, როდესაც არ იცი და ჯიუტად გაიძახი ვიციოimage

3. ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. სიკვდილის მერეც ადამიანისგან მხოლოდ სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუკი რამე ყოფილა, სინდისი ყოფილა უკვდავი.

4. სახლი კი მხოლოდ იმ ადგილს ნიშნავს, სადაც სხეული ეშვება ხოლმე, ვით სულის ღუზა.


5. "რაც არ ყოფილა, ის არც იქნება, მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც: გზა გაიხსნება, ან შეიკვრება, მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა..."image

6. არავითარი მნიშვნელიბა არ აქვს, ვინ რას ფიქრობს გულში, მთავარია ვინ რას სჩადის შეგნებულად, თუ მისდაუნებურად. ორივე შემთხვევაში ღმერთის ნებით სჩადის, რადგან ღმერთი არა მარტო მსაჯულია, არამედ წარმმართველი ჩვენი გრძნობებისა. დავუჯერებთ - დაგვსჯის, არ დავუჯერებთ და უარესად. საოცარი და საწყენი სწორედ ის არის, დამჯერი გაცილებით უფრო მკაცრად რომ ისჯება. ასეთია ღვთაებრივი სამართალი, რასაც ჩვენ ( ბრმები, უმწეონი, სულელები) უსამართლობას ვეძახით და არც კი ვუკვირდებით, როგორი უსამართლონი ვართ თავად ღმერთის მიმართ.

7. სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა და დაპირისპირებისა, ოღონდ ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ ის, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების მეტი უნარი აღმოაჩნდება, ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს, მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ სრულებითაც რომ არ ცდილობს გასაგები გახდეს ვინმესთვის.image


0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0