x
მეტი
  • 21.08.2018
  • სტატია:79634
  • ვიდეო:332370
  • სურათი:436935
სასწრაფო დახმარების ოპერატორმა დასცინა მომაკვდავ გოგონას,რომელიც ტკივილებისგან კვნესოდა

image

22 წლის ნაომი მუსენგამ სტრასბურგიდან დაურეკა სასწრაფო დახმარებას და უთხრა, რომ ძლიერი ტკივილები ჰქონდა მუცლის არეში, მაგრამ სასწრაფო დახმარების ოპერატორმა დასცინა გოგონას და მასთან არ გააგზავნა ბრიგადა.


ჩანაწერში, რომელსაც ახლა სწავლობენ გამომძიებლები ისმის, რომ გოგონა ამბობს:"ძალიან მტკივა, მოვკვდები". ოპერატორი კი სიცილით პასუხობს:"რა თქმა უნდა მოკვდები, ისე როგორც სხვა ყველა დანარჩენი."საბოლოოდ ოპერატორმა რჩევა მისცა ნაომის, გამოეძახა ჩვეულებრივ უბნის ექიმი და ყურმილი დაუკიდა.


შედეგად გოგონა იძულებული გახდა, დაერეკა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მასთან ექიმები მხოლოდ 5 საათის შემდეგ მივიდნენ, ნაომი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის გარდაიცვალა გულის შეტევით, გვამის გაკვეთისას დადგინდა, რომ გოგონას ჰქონდა ძლიერი შიდა სისხლდენა, რომელმაც გამოიწვია პოლიორგანული უკმარისობა.

image

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებმა გამოაქვეყნეს ნაომის ოპერატორთან საუბრის ჩანაწერი, რამაც სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ოპერატორი სამსახურიდან დაითხოვეს, პროკურატურა საქმეს იძიებს.

image

0
318
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0