x
მეტი
  • 13.11.2018
  • სტატია:82693
  • ვიდეო:334241
  • სურათი:440280
გულის დაავადებების ნიშნები, რომლებიც გარეგნულად ვლინდება

კარდიოლოგები ხშირად ხუმრობენ, რომ ინფარქტის პირველი ნიშანი თვითონ ინფარქტია. საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ხუმრობაა. სინამდვილეში, ჩვენი ორგანიზმი პატარა მინიშნებებს გვაძლევს, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა პრობლემებს უკავშირდებოდნენ. მთავარია, დროულად შევამჩნიოთ ეს ნიშნები. მოდით, გავარკვიოთ, რა გარეგნული ნიშნები შეიძლება ჰქონდეს გულის დაავადებებს.


1. ქსანტომები

image

პატარა ცხიმოვანი გრანულები ქუთუთოებზე, დუნდულებზე, იდაყვებზე და მუხლებზე - ეს ქსანტომებია. თავისი ბუნებით ისინი საშიში არ არის, თუმცა ისინი ქოლესტერინის მაღალ დონეზე მიანიშნებენ. ამ დროს ქოლესტერინის ისეთი მაღალი შემცველობა ფიქსირდება, რომ სისხლძარღვები მას ვეღარ იტევენ და ბალასტს კანის ქვეშ გამოისვრიან. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ სისხლძარღვები ათეროსკლეროზითაა დაზიანებული, რასაც გულის სერიოზული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს.


2. მთქნარება ფიზიკური აქტივობისას

imageროცა სხეული ოფლიანდება, ის გაგრილებას ახდენს კანიდან ტენის აორთქლების საშუალებით. თუმცა, ჩვენს სხეულს გაგრილების სხვა საშუალებაც გააჩნია, მაგ: მთქნარება, რომლის დროსაც ორგანიზმი ჟანგბადით ჯერდება და თავში ტემპერატურა იკლებს. თუ თერმორეგულაციის ბუნებრივი მექანიზმები დარღვეულია, ფიზიკური აქტივობისას ადამიანს მთქნარება ეწყება. თერმორეგულაციის დარღვევის მიზეზებს შორის კი ერთ–ერთი გულის დაავადებებიცაა.


3. უსიამოვნო სუნი პირიდან

imageახალი კვლევების თანახმად, გულის დაავადებებსა და ღრძილების ანთებას შორის პირდაპირი კავშირია. საქმე ისაა, რომ დაავადებული ღრძილებიდან ბაქტერიები შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემაშიც მოხვდნენ და იქაც მოახდინონ ანთების პროვოცირება. ამიტომ, პაროდონტოზით დაავადებულებს გულით დაავადების შანსი 20%-ით მეტი აქვთ.


4. აკნეს არქონა გარდატეხის ასაკში

imageმართალია კვლევები მხოლოდ მამაკაცებს ეხებათ, მაგრამ შედეგი მაინც საინტერესოა. მათ, ვისაც მოზარდობის ასაკში აკნე აწუხებდათ, გულის იშემიური დაავადების რისკი 33%-ით უფრო მცირე აქვთ.


5. არათითის სიგრძე

imageთუ არათითის სიგრძე მნიშვნელოვნად პატარაა საჩვენებელ თითთან შედარებით, გულის დაავადებების რისკი მაღალია. ეს უცნაური ურთიერთკავშირი დიდ ბრიტანეთში იქნა აღმოჩენილი. თითის სიგრძეს ემბრიონად ყოფნის დროს ტესტოსტერონის დონე განსაზღვრავს, ჰორმონალური სისტემა კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზეც პოვებს ასახვას.


6. გალურჯებული ტუჩები

imageთუ სიცივეში ან დიდ სიმაღლეზე იმყოფება, ტუჩები ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება გაულურჯდეს, ეს სისხლის მიწოდების გართულების და ჟანგბადის დროებითი ნაკლებობის შედეგია. მაგრამ, თუ ტუჩები უმიზეზოდ გილურჯდებათ, ე.ი. ორგანიზმში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემაა. ამ დროს კარდიოლოგს უნდა მიმართოთ და გულის და სისხლძარღვების მდგომარეობა უნდა შეამოწმოთ.


7.ფრჩხილის ფორმის შეცვლა

imageთუ ფრჩხილები გასქელდა, დამრგვალდა, უყურადღებოდ არ დატოვოთ ეს ნიშანი. ეს ცვლილება სისხლძარღვების პრობლემასთანაა დაკავშირებული. ყველაზე უფრო სარწმუნოა, რომ თითის დაბოლოებებში საკმარისი რაოდენობის სისხლი არ მიეწოდება. ამ დროს ფრჩხილის პლასტირის უჯრედები ზრდას აძლიერებენ და ასე ცდილობენ პრობლემის გადაჭრას. ეს სიმპტომი უძველესი დროიდანაა ცნობილი “ჰიპოკრატეს თითების" სახელწოდებით.


8. ნაკეცები ყურის ბიბილოზე

image40-ზე მეტი კვლევით დადგინდა, რომ ნაკეცები ყურის ბიბილოზე, ცნობილი ასევე ფრენკის სიმპტომის სახელით, ათეროსკლეროზის განვითარების მაღალ რისკთანაა დაკავშირებული. ახალი კვლევები კი ამ ნაკეცებსა და ტვინის სისხლძარღვების დაავადებას შორის კავშირსაც ადასტურებენ, ამიტომ ამ სიმპტომის აღმოჩენისთანავე კომპლექსური გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ.


9. თმები ყურებში

imageყურებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყურის არხებში თმიანობის მკვეთრი ზრდა პირდაპირ კავშირშია კორონარულ სინდრომთან. განსაკუთრებით საშიშია, თუ ამ სიმპტომს ფრენკის სიმპტომიც ახლავს თან. ამ დროს აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.


10. კბილის ინფექციური დაავადებები

imageფინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი აპიკალურ პერიოდონტიტსა და კორონარულ სინდრომს შორის. კბილის ამ დაავადების მქონე ადამიანებს 2, 7-ჯერ უფრო მეტად აღენიშნებოდათ სისხლის მიმოქცევის კორონარულ წრესთან დაკავშირებული პრობლემები. ამასვე ადასტურებს ავსტრალიელი მეცნიერების კვლევა. სწორედ ამიტომ, სტომატოლოგთან დროული ვიზიტი გულის პრობლემებისგანაც გიხსნით.


11. გამელოტება

imageადრეული ან სწრაფი გამელოტება მამაკაცებში - გულის პრობლემებთან დაკავშირებული ერთ–ერთი უჩვეულო ნიშანია. ამ საკითხზე 800-ზე მეტი კვლევაა ჩატარებული, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ თმების დაკარგვა სისხლძარღვების პრობლემებთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული. გამელოტებას შესაძლოა ხელი შეუწყოს მომატებულმა მგრძნობელობამ ტესტოსტერონისადმი და დიაბეტმაც. ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ შესაძლოა გულის პრობლემებით იჩინოს თავი. ნაადრევი გამელოტების დროს გულის დაავადებათა რისკი 70%-ით იზრდება.


12. ჭაღარა

imageთმებმა შესაძლოა სხვაგვარადაც მიგვანიშნონ გულის პოტენციურ დაავადებებზე, კერძოდ კი იმით, რომ გაჭაღარავდნენ. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებამ წარმოადგინა თავისი კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც ჭაღარა თმები გულის პრობლემებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ჭაღარას და გულის პრობლემებს ერთი და იგივე ფაქტორები იწვევს: სტრესი, ფუნქციური უჯრედების დაბერება, ჰორმონალური ცვლილებები და სხვ.

რისკის ჯგუფში ის მამაკაცები არიან, რომელთაც იმდენივე ჭაღარა აქვთ, რამდენიც ბუნებრივი ფერის თმა, ან უფრო მეტი ჭაღარა, ვიდრე მუქი ფერის თმა.



0
420
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0