x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"მხოლოდ ქართული" ფინიშს უახლოვდება - სიახლე, რომელიც მაყურებელმა კონკურსანტებთან დარეკვისას უნდა იცოდეს

image


11 ივ­ნისს "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" სა­ფი­ნა­ლო შოუ გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც ერ­თმა­ნეთს 4 კონ­კურ­სან­ტი (საბა კე­მუ­ლა­რია, სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი, კონ­სტან­ტი­ნე კა­რა­ნა­ძე, ალექ­სან­დრე მრე­ლაშ­ვი­ლი) და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. თი­თო­ე­ულს 3 სიმ­ღე­რა აქვს წარ­მო­სად­გე­ნი, ერთი - ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან, მე­ო­რე - ფოლკ­ლო­რუ­ლი ტუ­რის ფარ­გლებ­ში და მე­სა­მე - ბენდთან ერ­თად.

რო­გორც მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ­ბობს, კონ­კურ­სმა ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მალე გა­ი­ა­რა, თუმ­ცა მათ პრო­ექ­ტში აჟ­ღე­რე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის მო­წო­ნე­ბა და შეყ­ვა­რე­ბა უკვე მო­ა­ხერ­ხეს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს კონ­კურ­სან­ტე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნომ­რე­ბი. ფი­ნა­ლის­თვის მა­ყუ­რე­ბელს ერთი მარ­ტი­ვი წესი აქვს და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, რის შე­სა­ხე­ბაც გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი (კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რი) გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სა­ფი­ნა­ლო შო­უ­ზე მა­ყუ­რე­ბელ­მა შემ­დე­გი რამ უნდა და­ი­მახ­სოვ­როს: უნდა მო­იქ­ცეს ისე, რო­გორც წინა ლა­ივ­ზე, რო­დე­საც ყვე­ლა სიმ­ღე­რას (თი­თო­ე­ულ კონ­კურ­სანტს ორი სიმ­ღე­რა ჰქონ­და) ცალ­კე აძ­ლევ­და ხმას, ასე­ვე იქ­ნე­ბა ახ­ლაც. ამი­ტომ, პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რის შემ­დეგ ხმის მი­ცე­მა გა­ნულ­და და ხმის მი­ცე­მა მე­ო­რე სიმ­ღე­რა­ზე თა­ვი­დან და­ი­წყო. მოკ­ლედ, ეს პრინ­ცი­პი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, ოღონდ, არა ორ­ჯერ, არა­მედ მა­ყუ­რე­ბელს იმა­ვეს გა­კე­თე­ბა 3-ჯერ მო­უ­წევს. პირ­ველ სიმ­ღე­რას, რო­მელ­საც სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად შე­ას­რუ­ლე­ბენ, ხმას ცალ­კე მის­ცე­მენ, ფოლკ­ლო­რის ტურს - ცალ­კე, შემ­დეგ კი უკვე ბენდთან ერ­თად ნამ­ღერს - ცალ­კე. მა­ყუ­რე­ბელს თითო ნამ­ღერ­ზე თითო ხმის მის­ცე­მა მო­უ­წევს. ცხა­დია, ჟი­უ­რიც თი­თო­ე­ულს ცალ-ცალ­კე შე­ვა­ფა­სებთ. სა­ბო­ლო­ოდ, ჟი­უ­რის და მა­ყუ­რებ­ლის შე­ფა­სე­ბე­ბი ერ­თად და­ჯამ­დე­ბა და გა­მოვ­ლინ­დე­ბა კი­დეც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. სა­ინ­ტე­რე­სო ფი­ნალს და სა­ფი­ნა­ლო შოუს ვე­ლო­დე­ბით და ვპირ­დე­ბით მა­ყუ­რე­ბელს. ფაქ­ტობ­რი­ვად, კონ­კურ­სან­ტებს გა­მოც­და მო­ვუ­წყვეთ, რად­გა­ნაც სხვა­დას­ხვა ჟან­რის სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევთ, რის­თვი­საც ახლა ემ­ზა­დე­ბი­ან.


- ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი სა­ჩუქ­რად ბი­ნას მი­ი­ღებს, და­ნარ­ჩე­ნი ფი­ნა­ლის­ტე­ბის­თვის რა სურპრი­ზია?

- პრო­ექტს სხვა­დას­ხვა სპონ­სო­რი ჰყავს, რო­მელ­თაც ცხა­დია, თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტე­ბი ჰყავთ, შე­სა­ბა­მი­სად, თუ რას გა­და­წყვე­ტენ ისი­ნი, ეს მათი საქ­მეა.

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0