x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
გიო ხუციშვილის დასამახსოვრებელი კინოროლები

image

გიო ხუციშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში საზოგადოება გიო ხუციშვილს იცნობდა უფრო როგორც მომღერალს, რომელმაც მსმენელს დაამახსოვრა ისეთი სიმღერებით თავი, როგორებიცაა "აყავდება როცა ნუში(ნატო გელაშვილთან ერთად)"სიყვარულის ქარმა დაუბერა", "ნეტა მართლა გყვარებოდი", "ჩიტო ჩიორა", "ზღვა ღელავს" და სხვა. თუმცა რამდენიმე დასამახსოვრებელი როლი გვახსოვს ფილმებიდან. მოდით, გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი:



1) "სიყვარული ყველას უნდა"(1980), სადაც გიო ხუციშვილი ეპიზოდურ როლს ასრულებს, თუმცა მის მიერ წარმოთქმული ფრაზები "ტაში ბარი" და "რადიოზე დაიყენე თმები?" სამუდამოდ დაამახსოვრდა მაყურებელს.

2) სანამ წვიმა გადივლიდეს(1984 წელი)-ხუციშვილი ირაკლის როლს ასრულებს

2)ხარება და გოგია-მეეტლე უტრუხუნე(1986)

3)ჩვენი ჯერია ბიჭებო-(1986)-ხუციშვილი გიორგის როლს ასრულებს, რომელსაც შეუძლია სავალდებულო სამხედრო სამსახური აიცილოს, თუმცა მშობლების გაუთავებელი კონფლიქტის და ოჯახური პრობლემების გამო ურჩევნია, ჯარში წავიდეს.(ციფრული ვარიანტი ინტერნეტში არ დევს)

image

4) ძაღლის ყნოსვა(მოკლემეტრაჟიანი ფილმი-1989), სადაც გიო ხუციშვილი მთავარ როლს ასრულებს, ფილმი გადაღებულია .ზოშჩენკოს მოთხრობის მიხედვით, რომელიც აშუქებს პარადოქსულ სიტუაციას, როცა საზოგადოების წევრები თავის მიერვე დადგენილი კანონების მიხედვით თავადვე აღმოჩნდებიან დამნაშავენი.(ციფრული ვარიანტი ინტერნეტში არ დევს)

image

5)ვეფხისტყაოსანი და კავკასიური მარყუჟი(2005) - ქართველი მძღოლი სომხეთში დაყაჩაღებას და დახვრეტას გადაურჩება, რადგან მკლავზე ვეფხისტყაოსნის სცენა აქვს ამოტვიფრული, მეთოდი აზერბაიჯანშიც გაამართლებს, სამშობლოში დაბრუნებული შვებით ამოისუნთქებს, სანთელს დაანთებს და...(ციფრული ვარიანტი ინტერნეტში არ იძებნება)

image

1
239
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
239
  
2018, 12 ივნისი, 0:09
ძალიან დამენანა :(
0 1 1