x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ზაზა სარალიძე გიორგი გახარიასა და თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა.
image

როგორც ზაზა სარალიძემ გუშინ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა, შსს ისევე განაგრძობს მის მოტყუებას, როგორც საქმის მიმდინარეობისას ახორციელებდა თავდაპირველად შსს და შემდეგ პროკურატურა.

"ლევან მორჩაძე არ ყოფილა შსს-ს აღმოჩენა. ეს პირი პროკურორებმა კარგად იცოდნენ და ხელისუფლება ამით ცდილობს კალანდიას საქმე გადაფაროს. სუბელიანი პირველივე დღიდან იყო ამ საქმეზე დასაკავებელი. არის თუ არა პრიკურატურა ამაში დამნაშავე?! მე ახლა გახარიას გადადგომას ვითხოვ, რადგან მან ფეხებზე დამიკიდა. ის ისევე განაგრძობს ჩემს მოტყუებას, როგორც ეს საქმის დასაწყისში ხდებოდა. არ შეეფერება ის ამ თანამდებობას. ამასთან, უნდა გადადგეს თეა წულუკიანი", - აღნიშნა ზაზა

0
4
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0