x
მეტი
  • 26.09.2018
  • სტატია:80959
  • ვიდეო:333233
  • სურათი:438347
ცივილიზაციების გზის გასაყარზე. ნასკას პლატო ისევ ყურადღების ცენტრშია

image
National Geographic–ის ცნობით, პერუში, ნასკას პლატოზე, სულ ცოტა ხნის წინ, 50-მდე ახალი გეოგლიფი (სხვადასხვა სახის ფიგურა დედამიწის ზედაპირზე) აღმოაჩინეს. ახალი აღმოჩენის გაკეთება ფოტოკამერით აღჭურვილი დრონით (უპილოტო აპარატი) და 3D-სკანერით გახდა შესაძლებელი. ეს ნახატები, ნიადაგის ეროზიის გამო, ისეთივ მკვეთრი არ არის, როგორც აქამდე ცნიბილი გამოსახულებები. მაგრამ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ამ რეგიონში გადაღებული ფოტოსურათების დეშიფრირება მაინც მოხერხდა. როგორც გაირკვა, გიგანტური ზომის გამოსახულებებს შორის, უმეტესობა ანთროპომორფული გეოგლიფია, ასევე არის ცხოველების და ბუნებრივი მოვლენების ამსახველი ფიგურები. გეოგლიფების ნაწილი აღმოჩენილია პალპას პლატოზეც, რომელიც, ნასკას პლატოდან, დაახლოებით, 20-30 კმ-ით არის დაშორებული.imageმკვლევარების უმეტესობა თვლის, რომ გეოგლიფები ნასკას კულტურის მიერ არის შექმნილი. თუმცა, ამავდროულად, ისეთი ნახატებიც იკითხება, რომლებიც სტილისტურად, უფრო პარაკასის კულტურისთვის იყო დამახასიათებელი. მაგ., პარაკასელი მეომრების გამოსახულებები.imageარქეოლოგების მტკიცებით, პარაკასელები ამ რეგიონში ძვ. წ. აღრ. 750 - 100 წწ. (ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ისინი პლატოზე, ბევრად უფრო ადრე, ძვ. წ. აღრ. 1800 წ. გამოჩნდნენ) ცხოვრობდნენ. ხოლო, ნასკას კულტურის წარმომადგენლები, ამ ტერიტორიაზე, ძვ. წ. აღრ. II საუკუნეში დასახლდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ორი კულტურის წარმომადგენლები, ერთი საუკუნის მანძილზე, ერთად ცხოვრობდნენ და არც ის არის გამორიცხული, რომ საკუთარი ცოდნა პარაკასელებმა ნასკას წარმომადგენლებს გადასცეს. ამიტომ, ამ ეტაპზე, უფრო მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ გააკეა ეს ნახატები, არამედ ის, თუ რა დანიშნულებით შექმნეს ისინი.

imageდღესდღეობით, მეცნიერებს ზუსტი და უტყუარი პასუხი არ გააჩნიათიმასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის ქმნიდნენ ძველი ცივილიზაციის წარმომადგენლები გამოსახულებებს, რომლის დანახვა მხოლოდ თვითმფრინავიდა არის შესაძლებელი. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ გეოგლიფების აღმოჩენა, მხოლოდ გასული საუკუნის 20-იან წლებში, საფრენი აპარატების შექმნის შემდეგ მოხდა. თუმცა, უდაბნოს ამ «გალერიამ», მეცნიერების და საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც 1939 წ. ამერიკელმა არქეოლოგმა პ. კოზოკმა, ფიგურებს თვითმფრინავიდან სურათები გადაუღო და პრესის ფურცლებზე გამოაქვეყნა. ამ უცნაურ, გიგანტურ ფიგურებს გეოგლიფები მაშინ დაარქვეს და კვლევა დაიწყეს.

ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, ყოველ გეოგლიფში რაღაც ინფორმაცია იყო დაშიფრული და მათი მეშვეობით, უძველეს დროში, ადამიანები ინფორმაციას უცხოპლანეტელებს აწვდიდნენ. რაც ნამდვილად არ არის გამორიცხული, თუ მხედველობაში იმ ფაქტს მივიღებთ, რომ პირველი მოსახლეობა რეგიონში, 10 ათასი წლის წინ გამოჩნდა, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ატლანტიდა (ძვ. წ. აღრ. 10 963 - 8 670 წწ) დაიღუპა.

უძველესი ცივილიზაციის ცენტრი რეგიონში, ძვ. წ. აღრ. IX ათასწლეულში , ქ. იკა იყო, რომლის გარეუბანში, 1961 წელს, პერუელმა ბიოლოგმა და მედიცინის პროფესორმა, ხუან კამბრერამ, მოხატული ქვები აღმოაჩინა. დღეს ამ ქალაქში, მუზეუმი არის 5 დარბაზით, რომლებშიც უამრავი მოხატული ქვა არის გამოფენილი. ქვებზე არის როგორც ცალკეული ნახატები, ისე ნახატების მთელი სერიები. როგორც ეს, თანამედროვე კომიქსებში. მაგრამ, ქვებზე არა კომიქსების გმირები, არამედ, იმ ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე უძველეს დროში ცხოვრობდნენ.

imageნახატებზე გამოსახულები არიან ადამიანები, რომლებიც გამადიდებელი ლუპით რაღაცას იკვლევენ, სხვები ტელესკოპით ცას აკვირდებიან. გამოსახულები არიან ქირურგები, ოპერაციის დროს. ნახატების მიხედვით ირკვევა, რომ იმ ცივილიზაციის ექიმებს შეეძლოთ არა მარტო გულის, არამედ ტვინის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებც. არის ქვები, რომლებზეც რუკები არის დახატული. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქვებზე შესრულებული ნახატებით გადმოცემულია ინფორმაცია, დედამიწაზე, უცხოპლანეტელების ვიზიტების შესახებ.

ასე, რომ, იმის მტკიცება, რომ ნასკას ფიგურებით ინფორმაციის გადაცემა კოსმოსში ხდებოდა, ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული. მით უმეტეს, რაც გაირკვა, რომ ფიგურის დანახვა, მისი განათების შემთხვევაში, კოსმოსიდანაც შესაძლებელია. imageimageimageimageყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გეოგლიფების ხაზებთან ახლოს (დღევანდელი მონაცემებით, 750-მდე ფიგურა, 13 ათასამდე ხაზი და ზოლია. ამ ფიგურებს, ხაზებს და ზოლებს, განსხვავებული ზომები აქვს. მაგ., კოლიბრი 50 მ-ია, ობობა - 46 მ, კონდორის სიგრძე - 120 მ-ია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გეოგლიფებს შორის, არის ერთი ფეგურა, რომელიც ძალიან ჰგავს ასტრონავტს. მისი სიგრძე 30 მ-ია.), მომრგვალებული ძირის მქონე, ათასობით ლარნაკის ნამსხვრევი აღმოაჩინეს. ყველა ლარნაკს მომრგვალებული ძირი აქვს და რადგან ბრტყელ ზედაპირზე დადგმა შეუძლებელია, გაჩნდა მოსაზრება, რომ მას მიწაში ათავსებდნენ და შიგნით ცეცხლს ანთებდნენ.

ფიგურების ხაზებზე ლარნაკების დალაგების და ცეცხლის დანთების შემთხვევაში, უდაბნოში არსებული კლიმატური პირობების გამო (დღე ცხელა, ღამე ცივა. დამახასიათებელია ტემპერატურის ინვერსიული განაწილება - ჰაერის ტემპერატურა სიმაღლის მატებასთან ერთად იზრდება), ზემო მირაჟები იქმნება.

ფიგურების კოსმოსთან კავშირის ვერსიის გასამყარებლად, იმის თქმაც საკმარისია, რომ როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, დედამიწაზე მდგომისთვის, ამ ფიგურების დანახვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია და თუ ვერ დაინახავ, ვერც გამოიყენებ...

imageimageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageიცით, რატომ აშენებდნენ პირამიდებს?

ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო
ბაბილონი — მხოლოდ ფაქტები და არანაირი მითოლოგია
სამყაროს და ჩვენი განვითარების ისტორია (დიდი აფეთქებიდან დღემდე)


6
243
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
243
  
11 ივნისი, 19:04
მე ვნახე ის შენი სტატია, ახლა დავამთავრე უკვე კითხვა და კი, ეგ ძალიან დამაფიქრებელი აღმოჩენებია რეალურად. მაგაზე თვლის დახუჭვა და თვალის დაბრმავება არამეცნიერულიც კია. მაგრამ მოდი 6000 წელზე და მის გაპრავებაზე ან კოსმოსში დროის არარსებობაზე საუბარი არ გვინდა, იმიტომ რომ დრო ჩვეულებრვივად გადის მთელ კოსმოსში ერთნაირად, ამიტომ ბერდებიან ვარსკვლავები და ფეთქდებიან. დრო-სივრცე და ფიზიკური კანონები მხოლოდ შავ ხვრელებში ირღვევა, თორემ სამყარო, რომელიც ფართოვდება - ჩვენი კონკრეტული უნივერსი არის 14 მილიარდი წლის. დედამიწა არის 5 მილიარდი წლის და დროც ნამდვილად არსებობს კოსმოსში და დრო არის საერთო ყველა პლანეტაზე. განსხვავება მხოლოდ პლანეტების ბრუნვის სისწრაფეში და მათ დაშორებაშია მზისადმი, თორემ თუ სადმე ერთი დღე გრძელდება ვთქვათ დედამიწის 5 დღის განმავლობაში ეს მხოლოდ იმიტომ რომ ბრუნვაა სხვანაირი თორემ დრო ერთნაირია ანუ იქ რომ დამსვა მე და შენ რომ აქ დაჯდე და დავიწყოთ აკრეფვა რამე ტექსტის მეც მოვასწრებ იგივეს აკრეფვას თითქმის რასაც შენ, თუ ერთნაირი ბეჭდვის სისწრაფე გვაქვს.
11 ივნისი, 17:49
მართალია, დინოზავრები 60 მლნ. წლის წინ გაქრნენ, მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანები დინოზავრების დროს, ანუ 60 მლნ. წლის წინ უკვე იყვნენ პლანეტაზე და ისინი, როგორც ოფიციალურად და საყოველთაოდ არის მიღებული, 2 მლნ. წლის წინ არ გაჩენილან.
მაგ თემაზეეც ვიმუშავე და სტატია დავწერე: ,,ადამიანები დინოზავრებზე ადრე ცხოვრობდნენ?!". ამიტომ, აქ იმ სტატიიდან კოპირებას არ მოვახდენ.
P.S. დარვინიზმი რომ სრული სისულელეა, ალბათ მეთანხმები :)
რაც შეეხება იმას, რომ დედამიწა მხოლოდ 6000 წლია, აქაც ყველაფერი შეფარდებითია. გააჩნია 1 წელში, რეალურად, დროის რა პერიოდი იგულისხმენა. კოსმოსში დრო არ არსებობს და რაც ჩვენთვის 1 წელია, სხვა პლანეტაზე, შეიძლება, მხოლოდ 1 დღე იყოს.
11 ივნისი, 16:42
როგორ ფიქრობ ლალი, ეგ რომ ნამდვილი ქვები იყოს, როდის ან ვის მიერაა დამზადებული და საიდან იცოდნენ მათ დინოზავრების არსებობის შესახებ, მით უმეტეს ადამიანებთან ერთად რატომ გამოსახავდნენ დინოზავრებს? :)) ჩვენ ხო კარგად ვიცით მეცნიერება, პალეონტოლოგია კერძოდ და ფაქტია, რომ 66 მილიონი წლის წინ მომდარი დიდი კატასტროფის შემდეგ ამოწყვეტის პროცესი დაიწყო დინოზავრების და ბოლო მათი ნაკვალევი საქართველოში, სათაფლიაშია აღმოჩენილი 55 მილიონი წლის წინ. მას მერე ფაფუ დინოები :) სტეგოზავრი დავგუგლე ეხლა და მერე მაგ ქვებს დინოზავრებს გადავხედე და ეგენი სხვა სახეობებია :) უბრალოდ მაღიზიანებს დედამიწა 6000 წლისაა მხოლოდო რომ იძახიან რელიგიური ტიპები და 5 მილიარდწლიან ისტორიას დიდ წითელ ხაზს უსვამენ და ასეთ რამეებს რომ კითხულობენ უფრო უმძაფრდებათ ხოლმე მერე ილუზიები და ამიტომ დავწერე ასეთი კომენტარი რომ წაიკითხონ და დაფიქრდნენ რომ არც მთლად ასეა საქმე რომ გონიათ :))) თორემ შენ იასნა უმაღლესი დონის სტატიებს წერ
11 ივნისი, 16:00
მართალია, იკას ქვებთან დაკავშირებით, მსგავსი ინფორმაცია მეც მქონდა. მაგრამ, რომ გადავამოწმე, აღმოჩნდა, რომ ქვებზე ზოგადად დინოზავრები კი არა, მისი ერთ-ერთი სახეობა, - სტეგოზავრია გამოსახული, რომლის არსებობის შესახებ, მხოლოდ 90-იან წლებში გაიგეს. ხოლო ქვები 60-იან წლებში აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ჯერ მარტო მუზეუმში 11 000-მდე ქვა არის და ეს ქვები იმდენად იაფად იყიდებოდა, რომ მისი ფასი, დამზადების თანხას ვერ ანაზღაურებდა. თან იმასაც ამბობენ, რომ ამ რაოდენობის ქვების მოხატვას, ერთი ან ორი ადამიანი ვერ შეძლებდა და მსგავსი სამუშაოს შესასრულებლად, საწარმოო იქნებოდა საჭირო. რაც იმ პერიოდში, შემჩნეული არ ყოფილა.
და ბოლოს, ამ ქვების ერთ-ერთმა პირველმა კოლექციონერმა, სანტიაგო კალბომ, იმაში დასარწმუნებლად, რომ ქვები გაყალბებული არ იყო, თვითონ მოაწყო ექსპედიცია, ქვების მოპოვების ადგილებში და 2 ქვა იპოვა კიდეც.

ასე, რომ, ასეთი არგუმენტების არსებობის პირობებში... თუმცა, ვინ იცის :)
კომენტარისთვის კი, მადლობა
11 ივნისი, 9:34
ვნახოთ აბა ამ სტატიას თუ დადებენ ყველაზე პოპულარულებში თუ ისევ გორში რომ ჩატარდა მინი ფეხბურთში შეხვედრა ისაა უფრო მნიშვნელოვანი :D :D :D :D
11 ივნისი, 9:31
მეტი ასეთი სტატია და ერთი რამის აღნიშვნაა საჭირო აქ, პირველი ნაწილი, რომელიც შეეხებოდა ნასკას გეოგლიფებს და მის აღმოჩენას და ახალ კვლევას და იმასაც რომ ეს გეოგლიფები ბევრად უფრო ძველი ყოფილა, დაახლოებით 9 საუკუნით უფრო ძველი, ვიდრე ფიქრობდნენ, ეგ მართალია, მაგრამ ბატონი ხუან კაბრერას აღმოჩენა ქვებზე დინოზავრების ნახატებით სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს რომ ნაყალბევია და თავად კაბრერა გაასულელა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომლისგანაც კაბრერა საკმაოდ მაღალ ფასად იძენდა ამ ქვებს, არადა რეალურად თავად ამზადებდა. ხუანს კი ეუბნებოდა რომ ამ ქვებს პოულობდა საიდუმლო გამოქვაბულში, რომლის ადგილმდებარეობასაც არ უმხელდა. კაბრერაც რატომღაც უჯერებდა ამ ადამიანს :)
0 1 6