x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გენდერული უთანასწორობა 21-ე საუკუნის საქართვლოში
დღესდრეისობით გენდერული უთანასწორობა საკმაოდ აქტუალური თემაა როგორც საქართველოს, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ამ შემთხვევაში განვიხილავ საქართველოს მაგალითზე.

image

მიუხედავად დიდი ცვლილებებისა ეს საკითხი კვლავ დიდ კამათს იწვევს. გენდერული უთანასწორობა იგრძნობა როგორც სამსახურში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელსაც ან ვხედავთ და ხმას არ ვიღებთ, ან არ გვსურს რომ დავინახოთ. გენდერული უთანასწორობის მსხვერპლი შეიძლება იყოს ქალიც და კაციც მაგრამ პატრიარქატულ წყობაში, რა თქმა უნდა, უფრო შესამჩნევია ქალის ჩაგვრა. გენდერული უთანასწორობა - ეს არის სურვილი ერთი კონკრეტული სქესის წარმომადგენელისა რომელსაც სურს დაჩრდილოს მეორე. გენდერული დისბალანსის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება რომელიც ნათლად წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც დღეს ქართველი ხალხი დგას. ასევე აღსანიშნავია ძველი წეს-ჩვეულებები, რომლებშიც საკმაოდ იგრძნობა გენდერული უთანასწორობა, თუნდაც მაგალითისთვის ავიღოთ ქონების ბიჭისთვის დატოვება, ხოლო გოგოსთვის ე.წ. "მზითვების" გაყოლება. ეს ყოველივე შემდგომში შეიძლება ფატალურადაც კი დასრულდეს გოგონასთვის. ყველას მოეხსენება, რომ ოჯახის დანგრევის შემდგომ საკუთარ ოჯახში დაბრუნებულ გოგოს უკვე ცუდი სტატუსი აქვს "მიკერებული" და შესაბამისად წასასვლელი არ აქვს, ასევე არ აქვს საკუთარი სახსრები, რომლითაც ოჯახის დანგრევის შემდგომ საკუთარ შვილებს მოუვლის. ამ ყოველივეს გამო, იმის გამო რომ მთელი ქონება ვაჟს რჩება და გოგონა ვალდებულია რომ აიტანოს ქმრის ოჯახში ყველანაირი შეურაცხყოფა და ხშირ შემთხვევაში ძალადობაც კი, ხშირად მივდივართ ფატალურ შედეგამდე. ასეთი ადამიანი მსხვერპლია ტრადიციებისა, სტერეოტიპებისა და ბოლოს მოძალადე ან მოღალატე მეუღლისა.

როდესაც ვახსენებ გენდერულ უთანასწორობას არ მოიაზება მხოლოდ ის, რომ ქალი არის ამის მსხვერპლი. არა, კაცებიც ხშირად განიცდიან გენდერულ დისბალანსს. მაგალითად, როდესაც სახლში რაიმე ტექნიკა ან ნივთი ფუჭდება, აუილებლად მამაკაცზე გადადის პასუხისმგებლობა, რომ ის შეაკეთოს. გარდა ამისა, როდესაც დედას სურს, რომ ნაყოფი მოიცილოს აბორტის შედეგად, მამას არანაირი უფლება არ აქვს ამ ყოველივეში ჩაერიოს, რაც ნამდვილად დიდი უსამართლობაა. ზოგადად აბორტზე დიდი უსამართლობა არ არსებობ, როცა უმწეო არსებას სიცოცხლის საშუალებას არ აძლევ. განსაკუთრებით მაღალი პროცენტულობა ფიქსირდება აბორტებისა იმ მიზეზით რომ ოჯახს არ უნდა გოგონას შეძენა და სურს, რომ გვარის გამგრძელებელი ვაჟი შეეძინოს. არ მინდა რომ ეს ყოველივე ფემინისტობაში ჩამომართვათ. არა, მე მსურს რომ ჰუმანურები ვიყოთ და ნუ ვიაზროვნებთ ისე, როგორც ძველი თაობის წარმომადგენლები. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სქესის არჩევის უფლება არ გვაქვს და ვერ გადავწყვეტთ გოგოდ დავიბადოთ თუ ბიჭად, ნუ შევუზღუდავთ სხვას ცხოვრების თავისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ სქესის გამო, რადგანაც ეს ყოველივე საკმაოდ დიდ ფსიქიკურ აშლილობამდეც კი შეიძლება მივიდეს. ზოგადად ფემინისტები არიან ქალები, რომლებიც ცდილობენ რომ მოიპოვონ იმაზე გაცილებით მეტი უფლებები, ვიდრე კაცებს აქვთ და დადგნენ მათზე მაღლა, ხოლო გენდერული თანასწორობა კი ქალისა და კაცის თანაბარ უფლებებს მოისაზრებს.


აქედან გამოდინარე, ნუ ვეცდებით სხვის დაჩაგვრას და მასზე გაცილებით ზემოთ დადგომას მხოლოდ და მხოლოდ მისი სქესიდან გამომდინარე.


6
118
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევანი გილიგაშვილი
ქეთევანი გილიგაშვილი
118
  
აბა მე რას ვლაპარაკობ სხვას :დ
2018, 11 ივნისი, 8:55
ნამდვილად. თუმცა არის საკითხები სადაც ქალები იჩაგრებიან. მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება თუ არცერთი არ დაიჩაგრება. (ზოგჯერ კაცი იჩაგრება ქალის შეუგნებული ხასიათის გამო :(
შენი ნებაა :დ არის საკითხები რომლებშიც იჩაგრებით და მე პირადად ეგეც მაწუხებს
2018, 11 ივნისი, 8:49
კარგი როგორც გინდა ისე იფიქრე. დავდებ მაგაზე სტატიას (თუ რაში ვართ კაცები დაჩაგრულები) :D
დამიჯერე კაცები არ ხართ დაჩაგრულები... არ გავაგრძელე კიდევ იმდენი რამის თქმა მინდოდა მაგრამ თავი აღარ შგაბეზრეთ... და მასე ნუ ამბობთ რომ ვერ იქნება... გაცილებით ნაკლები ოჯახი დაინგრევა თუკი ოჯახი ანასწორობაზე იქნება ორიენტირებული
2018, 11 ივნისი, 8:24
სტატია ძალიან კარგია და გეთანხმები, განსაკუთრებით აბორტზე, რა მნიშვნელობა აქვს გოგოა თუ ბიჭია, შვილი შვილია..

მაგრამ თანასწორობა ქალსა და კაცს შორის მაინც ვერ იქნება და ხშირ შემთხვევაში ზუსტადაც რომ კაცები ვართ დაჩაგრულები.
0 1 6