x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
უნიკალური ფოტოები, რომლებიც ისტორიას სულ სხვა კუთხით დაგანახვებთ
image


ისტორიული მოვლენების დიდი ნაწილი ჩვენთვის ქრესტომათიული ფოტოებითაა ცნობილი, რომლებიც მყარად ჩაიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში. მაგრამ ზოგჯერ საინტერესოა წარსულის ამა თუ იმ ეპიზოდს სხვა კუთხით შევხედოთ. წარმოგიდგენთ 20 უნიკალურ ფოტოს, რომლებიც საინტერესო კუთხით დაგვანახვებს ყველასათვის კარგად ცნობილ ისტორიულ მოვლენებს.

1. "მე მაქვს ოცნება" - მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლა, 1963 წლის 28 აგვისტო.
image

2. აისბერგი, რომელთან შეჯახებისას, 1912 წლის 15 აპრილს ჩაიძირა "ტიტანიკი".
image

3. ლომის გადაღება 1929 წელს, Metro-Goldwyn-Mayer-ის ქუდისთვის.
image

4. 1909 წლის 4 ოქტომბერს, ნიუ-იორკში დღესასწაულის დროს უილბურნ რაიტმა განახორციელა 33 წუთიანი გაფრენა ქალაქის თავზე და გარშემო შემოუფრინა თავისუფლების ქანდაკება.
image

5. ჟაკლინ კენედი თვალს ადევნებს მეუღლის სატელევიზიო დებატებს ვიცე-პრემიერ რიჩარდ ნიქსონთან, 1960 წ.
image

6. მეორე მსოფლიო ომის დასასრული. ტაიმს სკვერზე, ნიუ-იორკში ხალხი ასე ხვდება ახალ ამბავს იაპონიის კაპიტულაციის შესახებ, 14 აგვისტო, 1945 წ.
image

7. ირანელი მეომრები უყურებენ როგორ იწვის სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის დროს ერაყელი მებრძოლების მიერ გადამწვარი ნავთობის საბადოები, 1990 წ.

image

8. "ჰოლივუდი". ეს ნიშანი 1923 წელს ლოს-აჯელესში ჰოლივუდის გორებზე იქნა დადგმული სარეკლამო მიზნით. თუმცა შემდგომში იგი აშშ-ს კინოინდუსტრიის სიმბოლოდ იქცა.

image

9. 1963 წელს შონებერგის მერიის წინ გამოვიდა აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი თავისი ცნობილი სიტყვით - "მე ბერლინელი ვარ".

image

10. ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულება. ხალხი დგას დივნებზე, სკამებზე, მაგიდებზე იმისათვის, რომ თვალი მოჰკრან ვერსალის ხელშეკრულების ხელმოწერას, რომლითაც ოფიციალურად დასრულდა პირველი მსოფლიო ომი 1919 წლის 28 ივნისს.
image


11. ნორვეგიაში პირველად ჩაიტანეს ბანანი, 1905 წელს.

image

12. ადოლფ ჰიტლერი, 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის გამოცხადების შეტყობისას.
image
13. ვუდსტოკის ფესტივალზე მისული უამრავი მაყურებელი, 1969 წ.

image
14. ბერლინის კედლის მცველი კედლის დანგრევის დღეს ყვავილს აწვდის ნაპრალიდან, 1989 წ.
image
15. ბრანდენბურგის ჭიშკარი. აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთში მიმავალი ავტომობილების საცობი ბრანდენბურგის ჭიშკართან, ბერლინის კედლის დანგრევიდან ერთი კვირის თავზე, 1989 წ. ნოემბერი.

image



16. ინდიელი უყურებს ტრანსკონტინენტური რკინიგზის სულ რამდენიმე ხნის წინ დასრულებულ ნაწილს. ნევადა, აშშ, 1868 წ.

image

17. "ტიტანიკის" უკანასკნელი ფოტო. 1918 წლის აპრილი.

image

18. ჯონ კენედის დაკრძალვა. 1963 წლის 25 ნოემბერს ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში გარდაცვლილთან გამოსამშვიდობებლად 200 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.

image

19. აბრაამ ლინკოლნი და გენერალი ჯორჯ მაკლელანი გენერალ ენტიტემის კარავში მოლაპარაკების დროს. 3 ოქტომბერი, 1862 წ.

image

20. ბავშვები თამაშობენ ფულის დასტებით გერმანიაში ჰიპერინფლაციის პეროდში, 1922 წ.

image


ასევე დაგაინტერესებთ:



1. რატომ აქვთ ძველ ფოტოებზე სხვის მხარზე ხელი დადებული? - საიდუმლო, რომელიც ბევრს აკვირვებსimage


2. 2016 წლის 12 ყველაზე ემოციური ფოტო, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ დაამახსოვრდება!image


3. II მსოფლიო ომის გასაიდუმლოებული ფოტოები - რას უმალავდნენ ხალხსimage


4. თავიდან ვერავინ ხვდება, რატომ აღაშფოთა მნახველები ამ ფოტომ - დააკვირდით!image


5. ვერაფრით მიხვდებით, ვინ არის ამ ფოტოზე! - დააკვირდით მის თვალებს...image

6. ექიმის ფოტო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა და ბევრს რწმენა დაუბრუნაimage


7. 9 სიმბოლო, რომელიც "სიქსტის მადონაზეა" დაშიფრული - რისი თქმა უნდოდა მხატვარსimage

5
422
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
422
  
2018, 22 ივნისი, 11:22
ბმული მოცემულია, შეგიძლიათ იხილოთ: http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=42&t=11884 სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონია. ავტორები არიან: შუქია აფრიდონიძე, იამზე გაგუა, თამარ ვაშაკიძე და სხვ. მგონი არც თუ ისე "იდიოტურია" :)))
2018, 21 ივნისი, 23:01
შეკვეცა რას ჰქვია,თუ იცი შვილო?
2018, 21 ივნისი, 23:00
და სად მოიძიე? რომელი იდიოტის სახელმძღვანელოში?
2018, 19 ივნისი, 16:37
ველოდებოდი ასეთ კომენტარს, ამიტომ წინასწარ მოვიძიე და სწორი ფორმაა "დაანახვებს" და არა "დაანახებს": http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=42&t=11884
2018, 19 ივნისი, 16:02
რა უბედურებაა დაგანახ-ვ-ებთ... დაგანახებთ და მორჩა.
0 1 5