x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83745
  • ვიდეო:334507
  • სურათი:441825
იცით, რისი ფორმა აქვს სინამდვილეში ფეხბურთის ბურთს? - დააკვირდით!

image

ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია და, შესაბამისად, მისი ბურთის ფორმაც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. თუმცა, ალბათ ბევრი არც დაფიქრებულა იმაზე, რომ მას სულაც არ აქვს სფეროს ფორმა. სინამდვილეში, ფეხბურთის ბურთის ფორმა არის შეკვეცილი ოცკუთხედი. ამგვარი ბურთი შედგენილია 32 დეტალისგან, აქედან 20 თეთრი ექვსკუთხედი და 12 შავი ხუთკუთხედია. მათი ერთობა სრულყოფილ სფეროსთან ყველაზე ახლოს მდგომ ფორმას წარმოადგენს. შავი ხუთკუთხედები მოთამაშეებს ეხმარება უფრო კარგად შეიგრძნონ ნებისმიერი გადახვევა ბურთის ფრენის დროს.


image

32 ნაწილიანი ბურთის იდეა აღებული იქნა ამერიკელი არქიტექტორისა და დიზაინერის, რიჩარდ ბაკმინსტერ ფულერისგან. იგი საერთოდ არ ფიქრობდა ფეხბურთზე, უბრალოდ ეძებდა შენობის აგების ახალ ხერხებს, რომლებიც მინიმალური დანახარჯების პირობებში, სფეროსა ან ნახევარსფეროსთან ყველაზე მეტად დაახლოებული ნაგებობის შექმნის საშუალებას მისცემდა. შედეგად კი მიიღო გენიალური სტრუქტურა, რომელიც დღეს ფეხბურთის ნებისმიერი გულშემატკივრისათვის არის ცნობილი.


image

image


"ბაკმინსტერის ბურთის", ე.წ. "Buckyball"-ის მოდელზე შექმნილი პირველი ოფიციალური საფეხბურთო ბურთი გახდა კომპანია Adidas-ის მიერ, 1970 წელს მექსიკაში ფეხბურთის მსოფლიო თასისათვის შექმნილი "Telstar".


image

"Telstar" Adidas - მექსიკა, 1970.


image

შავ–თეთრი ლაქოვანი შეფერილობა შემთხვევით არ იქნა შერჩეული: 1970 წლის ჩემპიონატი პირველად გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ბურთი Telstar (Star of Television "ტელევიზიის ვარსკვლავი") განსაკუთრებით კარგად იყო შესამჩნევი შავ-თეთრ ეკრანებზე. სწორედ ეს ბურთი გახდა მომდევნო თაობების პროტოტიპი.



დღეს კი ყოველი დიდი საფეხბურთო შეჯიბრისთვის ახალ, უნიკალურ ბურთს ქმნიან. ფერებსაც მეტ-ნაკლებად ცვლიან, თუმცა ფეხბურთის ბურთის ტრადიციულ შეფერილობად მაინც შავ-თეთრია აღირებული.


ასევე დაგაინტერესებთ:


1.ყველაზე დიდი ტრაგედია საბჭოთა სპორტის ისტორიაში - ის, რაზეც 7 წელი არ საუბრობდნენimage


2. 8 ყველაზე სკანდალური დამნაშავე ფეხბურთის ისტორიაში - ამბები, რომლებიც ბევრმა არ იცის!image


3. ყველა დროის 10 საუკეთესო ანეკდოტი ფეხბურთის შესახებimage


4. ცნობილი ფეხბურთელების ყველაზე სექსუალური მეუღლეებიimage


5. ყველაზე სექსუალური სპორტსმენი ქალების ათეული - მამაკაცთა ჟურნალის რეიტინგიimage


6. რატომ ჩაიშალა საკავშირო ყრილობა სომხეთის რადიოს წარმომადგენლის გამოჩენაზე - იხალისეთ!image


7. სპინერის ამ საოცარი თვისების შესახებ ბევრმა არ იცის! - როგორ და რატომ უნდა ავარჩიოთ სწორადimage


1
458
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
458
  
13 ივნისი, 23:28
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
0 1 1