x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
იგავი, რომელიც საკუთარი თავის რწმენას დაგიბრუნებთ
image
დიდი პოეტი და მოაზროვნე შამს თებრიზი თავის ბავშვობას იხსენებდა:


„ირგვლივ ყველას, მშობლებსაც კი, უიღბლოდ მივაჩნდი. ჩემი უგერგილობით დამწუხრებულმა მამამ ერთხელ მკითხა: მთლად უჭკუო არა ხარ, საგიჟეში რომ მოგათავსო. მონასტრისთვისაც არა ხარ დიდად მორწმუნე. რა გიყო?


მე ვუპასუხე:


- ერთხელ კრუხს ბუდეში იხვის კვერცხი ჩაუდეს. როცა წიწილები გამოიჩეკნენ, დედამ ისინი წყლის ნაპირთან მიიყვანა. ყველამ ბალახის წიწკნა დაიწყო, იხვის ჭუჭული კი წყალში ჩახტა. საწყალი კრუხი შეშინდა, აკაკანდა, დახმარებას ითხოვდა, რადგან თვითონ ცურვა არ იცოდა.



მომისმინე, მამა, მე პატივს გცემ, როგორც მშობელს. მაგრამ არ მინდა ნაპირზე დარჩენა. მე ოკეანე მიზიდავს, იქ ვიპოვე ჩემი სახლი. განა ჩემი ბრალია, რომ შენ ცურვა არ იცი და არც გინდა ისწავლო?“

1
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
93
  
2018, 10 ივნისი, 23:08
შამს თებრიზი მუსულმანი იყო და მონასტერში რა უნდოდა?
0 1 1