x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
აინშტაინის ტვინი პატარა აღმოჩნდა

imageლონდონში ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში გაიხსნა უჩვეულო „ანატომიური გამოფენა“, რომელიც მთლიანად ეძღვნება ადამიანის ტვინს.


„ტვინი: აზრი, როგორც მატერია“ – ასეთი დევიზით, ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ აჩვენებენ 150-ზე მეტ ექსპონატს – ანატომიურ მოდელებს, ფოტო და ვიდეომასალას, ჩანახატებს, სამეცნიერო ტექსტებს, სამედიცინო ხელსაწყოებს ტვინზე ოპერაციისთვის.


მაგრამ გამოფენის მთავარი ექსპონატია ადამიანის ნამდვილი ტვინი, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენელს ეკუთვნის – ეს არის ალბერტ აინშტაინის ტვინი ფორმალინში. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ იგი არასრულადაა წარმოდგენილი – სახეზეა მხოლოდ ორი ნაჭერი ტვინის 240 ნაწილიდან, რომლებიც საიდუმლოდ „მომზადდა“ პათოლოგანატომების მიერ 1955 წელს, დიდი სწავლულის სხეულის კრემაციის წინ.


გამოფენაზე აინშტაინის ტვინი არაა ერთადერთი „ცნობილი“ – გარდა სხვა ნიმუშებისა წარმოდგენილია, აგრეთვე, მეცხრამეტე საუკუნის მრისხანე მკვლელის, ედვარდ რულოფის ტვინის ნაწილი. რულოფი, რომელსაც თანამედროვენი ბრწყინვალე ფილოლოგად მიიჩნევდნენ, სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, თავისი ოჯახის განადგურებითაც იყო დაკავებული: მან მოკლა ცოლი, ბავშვი და ბიძაშვილი, თუმცა მისი მსხვერპლი მარტო ნათესავები არ იყვნენ.



0
45
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0