x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არ არის საჭირო ბავშვმა ზუსტად ერთსა და იმავე დროს იმეცადინოს - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა კარგად ისწავლოს
image

ბავშვები უფრო წარმატებულები არიან სკოლაში, როცა მშობელები ინტერესს იჩენენ მათი სწავლისადმი.


მშობლების დაინტერესება შვილს აჩვენებს, რომ რასაც ისინი აკეთებ მნიშვნელოვანია და ეს მოტივაციისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.


თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობელი შვილთან ერთად მთელი დღე მერხთან უნდა იჯდეს. მათ ბავშვს უნდა აჩვენონ მაგალითი, თუ როგორ იყვნენ ორგანიზებულები, აუხსნან როგორ გადაჭრან ეს თუ ის პრობლემა, ან თუნდაც უბრალოდ გაამხნევონ და შეისვენონ მათთან ერთად.


გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა კარგად ისწავლოს:



1. აუცილებელია მშობლები ესწრებოდნენ სასკოლო ღონისძიებებს, იცნობდნენ მასწავლებლებს და ჰქონდეთ მათთან ურთიერთობა. ჰკითხონ მათ გაკვეთილების შესახებ.


2. უნდა იზრუნონ კომფორტული და მყუდრო სამეცადინო კუთხის მოწყობაზე. აღჭურვონ ყველანაირი საჭირო ინვენტარით.


3. არ არის საჭირო ბავშვმა ზუსტად ერთსა და იმავე დროს იმეცადინოს. მას არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს, სადილამდე დაიწყოს გავკეთილების მომზადება, თუ სადილის შემდეგ.


4. მშობელი უნდა დაეხმაროს სწავლის დაგეგმვაში. მაგალითად, თუ ბევრი აქვს სამეცადინო. შესთავაზეთ მას საათში ერთხელ 15 წუთიანი შესვენება.


5. შეეცადეთ სახლში იყოს სიჩუმე. არანაირი ტელევიზორი, ხმამაღალი მუსიკა, სატელეფონო ზარები.


6. არ ჩაერიოთ მათ საქმეში. სწავლა მათი საქმეა. თქვენ მხოლოდ გვერდში დაუდექით.


7. იყავით მათი მოტივატორი. საინტერესო ტესტებით, ქვიზებით შეეცადოთ დარწმუნდეთ, რომ საშინაო დავალება შეასრულეს.


8. ბავშვები უკეთ იღებენ მშობლებისგან მაგალითს, ვიდრე რჩევებს. ამიტომ თუ გინდათ შვილმა წიგნები იკითხოს, თქვენ უნდა აჩვენოთ მაგალითი.


9. აუცილებლად აღნიშნეთ მისი წარმატება, თუნდაც მაცივარზე გააკარით მისი კარგი ნიშნების ფურცელი.


10. იამაყეთ მისით.

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0