x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბედის ნიშნები - ანუ რას გვანიშნებს სამყარო სხვადასხვა მოვლენებით
სამყარო ყოველთვის გვაძლევს ნიშნებს. ის ყოველთვის სწორ გზაზე მიგვანიშნებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად ამოვხსნათ ეს მინიშნებები.image

1. დიდი ხნის დაკარგული ნივთი იპოვეთ

დაკარგული ნივთების პოვნასთან ერთად ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ბრუნდება წარსულიდან. თუ საბუთები იპოვეთ ე.ი. თქვენს ცხოვრებაში წესრიგი ბრუნდება. შეგიძლიათ ახალი გარიგებები დადოთ, ისინი წარმატებას მოგიტანენ. შეგიძლიათ, შვებულებაშიც გახვიდეთ და სადმე გაემგზავროთ.

ნაპოვნი ფოტოსურათი, ან ნივთი, რომელიც წარსულ ურთიერთობასთანაა დაკავშირებული, იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა, რომელთანაც ურთიერთობა აღარ გვაქვს, გვაპატია და ჩვენზე ფიქრობს. შესაძლოა, ის მალე ისევ გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში.



2. ერთსა და იმავე სიზმარს ხშირად ხედავთ

სიზმარი, რომელიც მეორდება - ძლიერი ნიშანია. მას ყურადღება უნდა მიაქციოთ და გაშიფროთ, რადგან ის გაფრთხილებას შეიცავს. ყურადღება გაამახვილეთ რა გესმით სიზმარში, რა ადგილებს ხედავთ, ვინ ფიგურირებს სიზმარში და შემდეგ შეეცადეთ, ეს ყველაფერი რეალობას დაუკავშიროთ.image

3. უბედური შემთხვევა

სამყარო ამ გზით გაფრთხილებთ, რომ არასწორ გზაზე დგახართ. ის ადრეც გაძლევდათ მინიშნებებს, რომელთაც ალბათ ვერ გაუგეთ ან ვერ შეამჩნიეთ.

ეს უკიდურესი ზომაა და მათ ეგზავნებათ, ვინც უნდა შეჩერდეს და დაფიქრდეს.

image

4. გვიგზავნის შეტყობინებებს

პირობითად რომ ვთქვათ, მტანჯველ საკითხზე პასუხს ის შეტყობინების სახით გვცემს. თუ წიგნებში, სტატიებში ან სხვადასხვა ჩანაწერებში ხშირად გხვდებათ ერთი და იგივე ფრაზა, იცოდეთ, ეს შემთხვევითი არ არის.

იგივე ფრაზას შესაძლოა სიმღერაშიც ან უცხო პირების საუბარშიც მოჰკრათ ყური. ის მინიშნებად ითვლება, თუ გაუცნობიერებლად ყურადღებას აქცევთ, ან თითქოს თქვენს თავში იბეჭდება.

image

5. ფული მოგპარეს, ძვირფასი ნივთი დაკარგეთ, მანქანა გაგიფუჭდათ

როცა სამყარო რაიმე მატერიალურს გართმევთ, ესეც მინიშნებაა. ფული დაკარგეთ, ე.ი. ფულზე ხართ ჩაციკლული, გენანებათ ვინმესთვის მიცემა და საკუთარ თავსაც ზღუდავთ ფინანსებში. საჭიროა ფულთან თქვენს დამოკიდებულებას გადახედოთ.

ნივთებს აქვთ უნარი, თქვენი ენერგია დააგროვონ. როცა ეს ენერგია უარყოფითია, ჩვენ ამ ნივთებს ვკარგავთ. თუმცა, ეს ერთი მხრივ კარგიცაა, ამ დროს, დაგროვილი უარყოფითი ენერგიის სანაცვლოდ ჩვენ მატერიალურ ნივთს გავცემთ და არა საკუთარ ჯანმრთელობას. ანუ, სამყარო ჩვენზე ზრუნავს კიდეც.image

1
555
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
555
  
2018, 11 ივნისი, 13:11
მანქანა თუ გაგიფუჭდათ ხელოსანთან წაიყვანეთ, ნიშნების ძებნას ნუ დაიწყებთ.
0 1 1