x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
რისგან კვდება 2.5 მილიონი ადამიანი ყოველ წელს
image


ამ საშინელი სტატისტიკის უკან იმალება სიკვდილი, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით, ჩვენს სახლში, უბანში, ჭირსა თუ ლხინში.

საქართველო ღვინის ქვეყანაა, წითელი ღვინის ზომიერი მიღებას ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანი მოაქვს, მაგრამ ალბათ ძნელად თუ მოიძებნება შეზარხოშებული ადამიანი, რომელიც ფიქრობს ალკოჰოლის მავნებლობაზე.

ალკოჰოლის საზიანო გამოყენება წარმოადგენს ჯანმრთელობის სერიოზულ დატვირთვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად ალკოჰოლის საზიანო გამოყენებით დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი კვდება და მათ შორის 320 000, 15-29 წლის ასაკის.


იგი ჯანმრთელობის გაუარესების მესამე წამყვან რისკ-ფაქტორად მოიაზრება და მისი წილი საერთო სიკვდილობაში 4%-ს აღწევს (2004).

ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა ევროპის ქვეყნებში საერთო სიკვდილიანობის დაახლოებით 12%-ს იკავებს (13.9% მამაკაცებში და 7.7% ქალებში).

2010 წლის მონაცემებით ევროპაში ალკოჰოლის საზიანო მოხმარებასთან ასოცირებულია ღვიძლის ციროზის 10 დან 7 შემთხვევა, კიბოს ყველა შემთხვევის 3-5% და ტრავმების 27 % მამაკაცებში (ქალებში-6%).

კიბოს, ღვიძლის ციროზს და ტრავმებს უკავია ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 90%.

2009 წლის მონაცემებით 15+ ასაკის მოსახლეობის მიერ „სუფთა“ ალკოჰოლის წლიური მოხმარების საშუალო მაჩვენებელი ევროპაში შეადგენს 12.5 ლიტრს (ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით), ანუ 27 გრამ „სუფთა“ ალკოჰოლს დღეში (დაახლოებით 3 სტანდარტული ერთეული). 2005 წელს მსოფლიოში 15+ ასაკის მოსახლეობაში ერთ ადამიანზე მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობამ 6, 13 ლიტრი შეადგინა. მთელი რაოდენობის - 28, 6%, ანუ 1, 76 ლიტრი სახლის პირობებში იყო დამზადებული.

ასეთ პირობებში დამზადებული ალკოჰოლის მოხმარება ზრდის ინტოქსიკაციისა და პოტენციურად საშიში ნივთიერებების სასმელში მოხვედრის რისკს.

ალკოჰოლის მოხმარება ორსულობისას იწვევს ნაყოფის ანომალიებს

ალკოჰოლს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიხმარენ დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ასევე არგენტინაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. საშუალოა ალკოჰოლის მოხმარება სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. დაბალია- ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰარას უდაბნოს სამხრეთით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა რეგიონსა და სამხრეთ აზიაში.

ჯანმოს შეფასებით, მოსახლეობის 13% მოიხმარს აღურიცხავ ალკოჰოლს. ასეთია ალკოჰოლი, რომლის წარმოება და რეალიზაცია ხდება სახელმწიფოს კონტროლის გარეშე.

ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომების ცოდნა და შესაბამისად მოქმედება ტრაგედიის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.

როგორია მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნიშნები?

* პაციენტი უგონოდ ან ნახევრად უგონოდაა.

* სუნთქვის სიხშირე მცირდება – ჩასუნთქვა წუთში 8 ან ნაკლებია, ჩასუნთქვიდან ჩასუნთქვამდე პაუზა 8 წამზე მეტხანს გრძელდება.

* კანი ცივია, წებოვანი, ფერმკრთალი ან მოლურჯო.

* ღებინებაც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნიშანია და შესაძლოა დახრჩობა, ასფიქსია და სიკვდილი გამოიწვიოს.

* ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, წესისამებრ, თან ახლავს ალკოჰოლის მძაფრი სუნი.

* გულყრა– სისხლში შაქრის დონე შესაძლოა ისე დაეცეს, რომ გულყრა განვითარდეს.

* ჰიპოთერმია – იმავდროულად, ეცემა სხეულის ტემპერატურა, რომელმაც შესაძლოა ისეთ ნიშნულს მიაღწიოს, რომ გულის გაჩერება გამოიწვიოს.

* ტვინის დაზიანება – ძლიერმა სასმელმა შესაძლოა გამოიწვიოს ტვინის შეუქცევადი დაზიანება.

* სიკვდილი – ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ გართულებას, თუ დროული კუპირება არ მოხდა, შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.


როგორ მოვიქცეთ?

თუ თქვენ გვერდით ვინმეს ერთი ან მეტი ზემოთ აღწერილი სიმპტომი გამოაჩნდა, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო. სანამ სასწრაფო დახმარება მოვა, გადააბრუნეთ პაციენტი რომელიმე გვერდზე – ეს პოზა ყველაზე უსაფრთხოა, ღებინების შემთხვევაში პირნაღები მასა არ გადასცდება. დარჩით მასთან სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.



0
139
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჩე
ნინო ჩე
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0