x
მეტი
  • 21.08.2018
  • სტატია:79634
  • ვიდეო:332370
  • სურათი:436935
ბანდურას თეორია და თვითეფექტურობა

ყველასთვის ცნობილია, რომ გარკვეული სოციალური წრე, ღირებულებები და ნორმები ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის მსოფლმხედველობაზე, ემოციებზე და მის ქცევაზე, თუმცა ამ მოვლენის მეცნიერული შესწავლა დაიწყო 60-იან წლებში ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგის ალბერტ ბანდურას მიერ.

ბანდურას ადამიანის ქცევის ახსნისთვის ურთიერთდეტერმინიზმის ანუ რეციპროკული დეტერმინიზმის ცნება შემოაქვა და ამბობს, რომ შინაგანი დეტერმინატები-რწმენა, მოლოდინები; გარეგანი მოლოინები-განმტკიცება, დასჯა; წარმოადგენს ერთმანეთზე გავლენის მქონე სისტამის ნაწილს და თვლის, რომ ისინი მოქმედებენ არა მარტო ქცევაზე არამედ სისტემის ცალკეულ ნაწილებზე. ბანდურას მიერ შემუშავებული ურთიეთდეტერმინიზმის სამკომპონენტიანი მოდელი ხსნის პიროვნების, გარემოსა და ქცევის ურთიერთშებრუნებულ გავლენას. თვითვეული ცვლადი ზემოქმედებს ერთმანეთზე, თუმცა ამავდროულად აუცილებელი არაა რომ კონკრეტული ქცევის განხორციელებისას სამივე ფაქტორის გავლენა თანაბარი იყოს. ქცევაზე გავლენას ახდენს ის ფაქტორი, რომელიც ყველაზე ძლიერია კონკრეტულ სიტუაციაში.




ურთიერთდეტერმინიზმი


ბანდურას თეორიაში მნიშვლელოვანი ცნებაა თვითეფექტურობა და მისი განმარტების თანახმად თვითეფექტურობა წარმოადგენს ადამიანის რწმენას, რომ მას აქვს უნარი მართოს მის ცხოვრებაზე მოქმედი ფაქტორები. ბანდურა ერთმანეთისაგან განასხვავებს ერთი მხრივ, უნარის ფლობას და მეორე მხვრივ, იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა ან უნარებს რთულ სიტუაციაში თავი მოუყაროს ქცევის შესასრულებლად. ანუ ბანდურას აზრით, თვითეფექტურობა გულისხმობს არა მხოლოდ იმ უნარების რაოდენობას, რომელსაც ვფლობთ არამედ იმას თუ რა გვგონია, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ უნარების გამოყენებით სხვადასხვა სიტუაციაში. თვითეფექტურობას განსაზღვრავს გარემო, ქცევა და თავად ადამიანის პიროვნბა. შესაბამისად, მაღალი და დაბალი თვითეფექტურობა გარემოს ხელსაყრელ და არახელსაყრელ პირობებთან თანხვედრით გავაძლევს ოთხ შესაძლო ვარიანტს:


1. თვითეფექტურობა მაღალია და გარემო პირობებიც ხელსაყრელია-შესაბამისად ადამიანი წარმატებით განახორციელებს ქცევას. 2. თვითეფექტურობა მაღალია, თუმცა გარემო პირობები არახელსაყრელი-ადამიანი აორმაგებს ძალისხმევას, მაგრამ თუ მიზანს მაინც ვერ მიაღწია ან უფრო ხელსაყრელ გარემოს ეძებს ან სტრეტეგიებს ცვლის. 3. თვითებექტურობა დაბალია, მაგრამ გარემო პირობები მაღალია-ადამიანი ხდება დეპრესიული, რადგან მას ისეთი საქმე ეჩვენება რთულად, რაშიც სხვები წარმატებულები არიან. 4. თვითეფექტურობაც დაბალია და გარემო პირობებიც არახელსაყრელი- ადამიანი ხდება აპათიური, რადგან თავს უსუსურად გძნობს, თვლის, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ეგუება თავის სიტუაციას.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0