x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რა გავლენას ახდენს ბეჭედი ჩვენს ბედზე - ექსტრასენსის რჩევები
image

ბეჭედი გაცილებით მეტია, ვიდრე სამკაული. ის სიყვარულის და წარმატების სიმბოლოა, თავისი მფლობელის ენერგეტიკას ინახავს და მის ბედზეც ახდენს ზეგავლენას - ასე თვლიან ექსტრასენსები. სწორედ ამიტომ უკავშირდება ბეჭედს სხვადასხვა ცრურწმენა თუ ჩვეულება.


ექსტრასენსი ალიონა კურილოვა ბეჭდებთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეხედულებებზე გვიყვება:


1. ნაპოვნი ბეჭედი


ბეჭედს ხშირად იყენებენ სხვადასხვა რიტუალებში და მათზე თავისი უიღბლობა, ავადმყოფობა, წარუმატებლობა, უშვილობა თუ სხვადასხვა პრობლემები გადააქვთ. ამ გზით ამ პრობლემებისგან თავისუფლდებიან, მაგრამ ის, ვინც ასეთ ბეჭედს იპოვის და მის ტარებას დაიწყებს, კარგს არაფერს უნდა ელოდოს, ამიტომ, თუ სადმე სამკაულს იპოვით, ხელი არ ახლოთ, უკეთესია იქ დატოვოთ, სადაც დევს.

image

2. მემკვიდრეობით მიღებული ბეჭედი

ბეჭედს ზოგჯერ მემკვიდრეობითაც ვიღებთ. განსაკუთრებით მიღებულია ბებია-პაპების საქორწინო ბეჭდების გადაცემა შთამომავლობაზე. მაგრამ რამდენად სწორი საქციელია ეს?ექსტრასენსის თქმით, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ სანამ ბეჭდის ტარებას დავიწყებთ, სასურველია გავწმინდოთ წინაპრის ენერგეტიკისგან, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი ქორწინება წარმატებული და ბედნიერი არ ყოფილა.

ლითონის გასაწმენდად მისი გადადნობაა საჭირო, ამ გზით ის უარყოფითი ენერგეტიკისგან გათავისუფლდება, მაგრამ უკეთესია თუ ახალდაქორწინებულები მაინც ახალ ბეჭდებს იყიდიან, მათი ოჯახური ცხოვრებისთვის ასე აჯობებს.

image

3. დაკარგული ბეჭედი

ზოგჯერ ბეჭედს ვკარგავთ, თუ ეს ჩვეულებრივი ბეჭედია, რომელიც ბევრს არაფერს ნიშნავდა თქვენთვის, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. მაგრამ როცა ბეჭედ-თილისმას კარგავთ, საჭიროა ეს დანაკარგი შეავსოთ. მის მაგივრად სხვა უნდა იყიდოთ.

ახალი ბეჭედი კარგ დღეს უნდა იყიდოთ, როცა კარგ და მშვიდ ხასიათზე ხართ. ბეჭედში იმდენი უნდა გადაიხადოთ, რომ ხურდა დაგიბრუნონ, რომელსაც ქველმოქმედებაში დახარჯავთ.

image

4.თუ ბეჭედი დავარდა

ეს ის შემთხვევაა, როცა ბეჭედი თავისით წაგძვრებათ თითიდან და ძირს დავარდება. ეს კი ცუდის ნიშანია. არ აიღოთ ასეთი ბეჭედი შიშველი ხელით. აიღეთ პირსახოცით და ერთი დღე-ღამე საყინულეში შედეთ. ასე უამრავ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან.

image

5.თუ ბეჭედი გამუქდა

ვერცხლის გაშავება-ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ როცა ოქროს ბეჭედი იწყებს გაშავებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანზე ბოროტ ძალას აქვს გავლენა. ამ შემთხვევაში ადამიანმა ეკლესიაში უნდა იაროს, ილოცოს და ზიარება მიიღოს.

image

6.ბეჭედი არათითზე

მარჯვენა ხელის არათითს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - მასზე უნდა ატაროთ ბეჭედი, რომელიც სიყვარულის სიმბოლოა. არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოთ ეს ტრადიცია და ისე, უბრალოდ არ გაიკეთოთ ბეჭედი ამ თითზე.

იმ შემთხვევაში, თუ დიდი ხანია ამ თითზე ბეჭედს ატარებთ და ვერ თხოვდებით, საჭიროა ბეჭდის ზემოქმედების ნეიტრალიზება. ამისთვის, სავსემთვარიანობის შუაღამეს ამ თითზე სამჯერ გადაიხვიეთ წითელი ძაფი და დაწექით დასაძინებლად. დილით გაჭერით ძაფი და წყალს გაატანეთ. და ამის შემდეგ, უმიზეზოდ, ამ თითზე ბეჭედი აღარ ატაროთ.



0
304
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0