x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მარნეულის მეფრინველეობის ფერმიდან სანაგვეზე გადაყრილი კვერცხებიდან წიწილები გამოიჩეკა და მოსახლეობამ წაიყვანა

image ბუნებაში ანომალიური მოვლენები, რომ ხდება უჩემოდაც მოგეხსენებათ. ხშირია ადამიანების ჩარევა ბუნებაში ცუდ შედეგებს იღებს, ხშირად პირიქით-დადებითად აისახება ეს ჩარევა.
თუმცა ადამიანები მაინც უძლური ვართ ბუნებასთან ხშირ შემთხვევაში, ბუნება უჩვენოდ აკეთებს თავის საქმეს.
ამ მცირე სტატიაში მინდა მოგითხროთ საქართველოში მომხდარ საოცარ მოვლენაზე, რომელსაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა და ამ მოვლენამ საზოგადოების განცვიფრება და ადგილობრივი მოსახლეობის გახარება გამოიწვია.
საქმე კი შემდეგშია, როგორც"ნეტგაზეთი" იუწყება მარნეულის მერის ბატონი თემურ აბაზოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მარნეულის მეფრინველეობის ფერმიდან სანაგვეზე გადაყარეს ასეულობით კვერცხი, რომელიც ფერმის თანამშრომლებს გაფუჭებული ეგონათ.
ყველას გასაკვირად თბილმა დღეებმა კვერცხებს შესაფერისი გარემო პირობები შეუქმნა და სანაგვეზე გადაყრილი კვერცხებიდან ასეულობით წიწილა გამოიჩეკა, წიწილების წივწივზე მოსახლეობამ მიაშურა სანაგვეს და საოცრება იხილეს, ასობით დამშეული წიწილა წივწივებდა.
მოსახლეობამ სწრაფად დაიწყო წიწილების დაჭერა და საკუთარ სახლებში წაყვანა, მეფრინველეობის ფერმის ხელმძღვანელობას წინააღმდეგობა არავისთვის გაუწევია, ვინაიდან კვერცხები მათ მიერ იქნა სანაგვეზე გადაყრილი, როგორც გაფუჭებული.

1
152
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
152
  
2018, 10 ივნისი, 20:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1