x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81853
  • ვიდეო:333857
  • სურათი:439094
XIX - XX საუკუნეების მიჯნის ლიტერატურული ატმოსფერო და ახალი შემოქმედებითი აზროვნების წინაპირობები

image

XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურულ ლექსს ახალი სული შთაებერა მაშინ, როცა პირველად გაემართა ქართული ლექსი „ევროპული რადიუსით“ და პოეტური უნივერსალიზმისკენ აიღო გეზი. ამ პროცესების შემოქმედნი ქართველი რომანტიკოსი პოეტები იყვნენ. რომანტიკულმა პოეტურმა „ტრაქტატებმა“ მნიშვნელოვნად განსაზღვრეს XXს-ის ქართული პოეტიკის სახეც და მიმართულებაც. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ლირიკულმა ფიქრებმა პოეზიაში ახალი ძალით იჩინეს თავი. რომანტიკოსთან ციურ ფიქრებ ჯერ ილიასა და აკაკის რეალობაზე დაფიქრებული პოეტის ტკივილით ნასაზრდოები „ლირიკული საგნობრიობა“ ჩაენაცვლა, შემდეგ ვაჟას ფილოსოფიურის ჯანი და ამ სახელებმა მეოცე საუკუნის შემოქმედებით აზროვნებასაც მისცეს მსვლელობა. მე-20 საუკუნის ქართული ლექსის ისტორია 10-ანი წლებიდან იწყება. 1910-იან წლებში ქართული მწერლობა ახალ სტადიაში შედის. ამის დამადასტურებელ არგუმენტებს უხვად გვაწვდის მაშინდელ ჩვენს ლიტერატურაში გამოვლენილი შემოქმედებითი სიახლეები. შემოქმედებით ძიებათა გზა კვლავ ილიას, აკაკისა და ვაჟას პოეტურ გაკვეთილებზე გადიოდა. იმდროინდელ პოეტებს სხვა არჩევანი არც კი წარმოედგინათ. ამას, ახალ თაობათა პოეტურ ვარჯიშებს სკეპტიკურად და მკაცრად უყურებდა აკაკი. იყო მეორე მიმართულებაც, ე.წ თბილისური პოეზია, რაც თბილისური ცხოვრების გარითმულ სახეს წარმოადგენდა. იაფფასიანი საფლირტო მიმართვები მაშინ პოპულარული იყო. მესამე კი იყო დასავლური პოეზია- პოეტური ექსპერიმე+ნტები: არალეგალური პირები „რუსი ნაროდნიკების“ კვალში ჩამდგარი ქართველი რევოლუციონერები „პოეტური ხელოვნებისთვის იღვოწდნენ“ და ყველას ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ. ერთმანეთის მიყოლებითთ სამოღვაწეო ასპარესიდან მიდიან დიდი სამოციანელები. 1915 წელს გარდაიცვალა ვაჟა-ფშაველაც. მათი წასვლიტ თითქოს ერთბაშად დაცარიელდაერის სულიერი ცხოვრების ასპარეზი და გაჩნდა უზარმაზარი სიცარიელე. ქართული მწერლობა შემოქმედებითი განახლების აუცილებლობის წინაშე დადგა. ამ უდიდესი მისიის შესრულება იმ თაობის დიდ წარმომადგენლებს ხვდათ წილად, რომლებიც 1910-იან წლებში გამოვიდნენ ლიტერატურულ ასპარეზზე. ეს პერიოდი ევროპეიზაციის ახალ ეტაპს წარმოადგენს. ახალბედები განათლებას საზღვარგარეთ იღებდნენ და იქაურ გამოცდილებას ნერგავდნენ ჩვენს ქვეყანაში. ასე ისახებოდა ქართული მწერლობის განვითარების ახალ-ახალი გზები. ნათელი თვალებითა და „ქართული პატიოსნებთ“ მომავალმა ქუთაისელებმა და სემინარიელებმა, გიმნაზიელებმა პოეზია გადაარჩნეს.
ეს გზა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი, იყო უამრავი სირთულე და წინააღმდეგობა, მძიმე ფიზიკურ და სულიერ ატმოსფეროში მოუხდათ მოსვლა ქართველ პოეტებს. ახალი სიტყვით, სახითა და მიმართლებით მოაზროვნე პოეტებისადმი არაერთგვაროვანი რეაქცია გაჩნდა, მაში ცოტას მოსწონდა.
გალაკტიონმა 2 წელი აგროვა ხელმოწერები თავისი ახალი წიგნის გამოსაცემად, პაოლო იაშვილის ლექსები იუარეს, (ტიციანის ლექსები, ვალერიან გაფრინდაშილის ლექსები ბოდვად მონათლეს), ბიჭები კი თავიანთ საქმეს ნელ-ნელა მიუყვებოდნენ და ხმამაღლა აცხადებდნენ საკუთარ თავებს ახალი ესთეტიკის დამამკვიდრებლად და უნიჭოების მტრებად. მიუხედავად დაბრკოლებებისა, ცისფერყანწელებს მიუძღვით წყვილი ქართული ლექსის ევროპული რადიუსით გამართვაში, რაც არ გულისხმობდა ქართულ ფესვებთან განშორებას. ტიციანი წერდა „ერი ითვისებს იმას რაც მის ეროვნულ თავისებურებებს ეგუება, რასაც იმასთან ახლობელი კავშირი აქვს“.
1932 წელს დაჯგუფება დაიშალა. რაც განპირობებული იყო იმჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკით. 1900-1910-იანი წლების ჩვენი მწერლობა კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა.ჟარობრივი თვალსაზრისით ფართოდ დამკვიდრდა ისეთი ჟანრობრივი სახეობები, როგორებიცაა : ეტიუდი, ესკიზი, მინიატურა, ნოველა. პოეზიაში კი - სონეტი, ტრიოლეტი, ვერლიბრი.

1917 წლის რევოლუციამ გაარღვია იმედი ნანატრი თავისუფლების მოპოვებისა. 1918 წლის 26 მაისი კი ამ ოცნების ახდენის თარიღად იქცა. ეს სულისკვეთება გახდა შთაგონების წყარო პოეტებისთვის, ნათქვამის დასტურად გალაკტიონის „ დროშები ჩქარაც“ კმარა. 1917 წელს შეიქმნა ქართველ მწერალთა კავშირი. თავჯდომარე გახლდათ კ. მაყაშვილი. 1920 წელს საფუძველი ჩაეყარა პოეზიის დღესასწაულს.
10-ანი წლების მეორე ნახევრის ჩვენი მწერლობის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა სიმბოლიზმა იმრესიონიზმმა და ექპრესიონიზმმა. მე-20 საუკუნის პოეტს უმძიმესი ყოფითი ატმოსფერო არგუნა უზენაესმა. მთელი ეს ხანა ადამიანის სულიერი და ფიზიკური თავისუფლების ჩახშობის ხანა იყო.
XX საუკუნის შემოქმედებითი ისტორია პოეტის სულიერი პატიმრობის ისტორიაა. საკუთარ საწერ მაგიდებს მომსხდარნი ისინი წერდნენ, სიტყვებს შორის მთავარი სახელი გაპარებას ცდილობდნენ, მიყიოდნენ მომავალს, რომ ჭეშმარიტი სიტყვის წარმოთქმა არასოდეს არის გვიანი. სწორედ ესაა ნამდვიი მწერლობის მადლი. ისინი ბევრნი იყვნენ, მათი ცხოვრება და ღვაწლი თაობათა ყოფის მაგალითიცაა და საკმაო მიზეზიც მე-20 საუკუნის ქართველი ლირიკოსის სულიერ და ფიზიკურ სიძნელეთა გამოსახატავად.


ნინო გრიგალაშვილი

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი


2
31
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო გრიგალაშვილი
ნინო გრიგალაშვილი
31
  
13 ივნისი, 23:23
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
10 ივნისი, 20:43
EV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
0 1 2