x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კიმ ჩენ ინი ტრამპთან შესახვედრად სინგაპურში გაფრინდა
image
ჩინეთის ავიაკომპანიის თვითმფრინავმა, რომელსიც სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იმყოფება, რეისის კურსი და ნომერი შეცვალა.

ლაინერი Boeing-747-მა, რომელიც ფხენიანიდან მიფრინავდა პეკინში, ჩინეთის დედაქალაქამდე არმისულმა შეიცვალა მიმართულება სინგაპურისკენ.

არ არის ცნობილი იმყოფება თუ არა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბორტზე, მაგრამ სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინი ასეთი გზით მივა დონალდ ტრამპთან სამიტზე.

მანამდე, 10 ივნისს დონალდ ტრამპი კანადაში შვიდეულის სამიტიდან თვითმფრინავით გაემგზავრა სინგაპურში.


ჩრდილოეტ კორეის ლიდერსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს 12 ივნისს სინგაპურში.

თავდაპირველი შეთანხმების თანახმად ეს სამიტი უნდა გამართულიყო 10 მაისს. ორი კვირის მერე დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება ამ შეხვედრის გაუქმების შესახებ, ხოლო, კიდევ ერთი კვირის მერე თეთრი სახლის მფლობელმა განაცხადა რომ შეხვედრა მაინც გაიმართება.


"
0
26
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0