x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ამერიკაში ქალი მკერდის კიბოს უკანასკნელი სტადიისგან განკურნეს
image

ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს მკერდის კიბოს ტერმინალური(უკანასკნელი) სტადიის დამარცხება, თერაპიის სახით ქალის ორგანიზმში შეიყვანეს 90 მილიარდი იმუნური უჯრედი.იუწყება BBC.


ორი წლის წინ ჯუდი პერკინსს ფლორიდიდან განუცხადეს, რომ სამი თვის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი, დღეს კი მის ორგანიზმში კიბოს უჯრედების ნასახიც არ არის.

აშშ-ს კიბოს კვლევის ნაციონალური უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს არის ჯერჯერობით ექპერიმენტი, თუმცა მომავალში შესაძლოა დაინერგოს, როგორც კიბოს განკურნების მეთოდი მთელ მსოფლიოში.


ჯუდის ჰქონდა მკერდის კიბოს ტერმინალური სტადია, რომელიც ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ სტანდარტული მეთოდით მისი განკურნება ძალიან დაგვიანებული იყო.

ჯუდის სხეულში ჩოგბურთის ბურთის ტოლი სიმსივნე იყო, ხოლო მეტასტაზები მთელ სხეულს იყო მოდებული.

"თერაპიის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ მკერდში უკვე ვგრძნობდი, რომ სიმსივნე ზომაში მცირდებოდა, ხოლო ორიოდე კვირაში ის საერთოდ გაქრა"-აცხადებს ჯუდი.

ჯუდი იხსენებს, როდესაც ექიმებმა ტომოგრაფიული სურათი აჩვენეს, ისინი სიხარულისგან ადგილზე ხტუნავდნენ, მაშინ მითხრეს, რომ დიდი ალბათობით მომარჩენდნენ.

დღეს ჯუდი მოგზაურობს, დასეირნობს კაიაკით. ამას წინათ დაასრულა 5 კვირიანი მოგზაურობა ფლორიდაში.

image

ცოცხალი წამალი



ახალ ტექნოლოგიას ეწოდება "ცოცხალი წამალი". პრეპარატი მზადდება საკუთრივ პაციენტის უჯრედებისგან.

"ჩვენ ვსაუბრობთ პერსონალური ტიპის მკურნალობაზე, რომელიც შეიძლება წარმოიდგინოთ", - ამბობს დოქტორი სტივენ როზენბერგი, უნივერსიტეტის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი.

ტექნოლოგია ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია და სანამ უფრო ფართოდ გამოიყენება, საჭიროა ფართომასშტაბიანი ტესტირება. აი, როგორ მუშაობს ის: პირველ რიგში, მტერი უნდა შევისწავლოთ!

თითოეული პაციენტის სიმსივნე განიხილება გენეტიკურ დონეზე, რათა განისაზღვროს ის მუტაციები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ადამიანის იმუნური სისტემისთვის "ხილული" გახდეს კიბოს უჯრედები.

ჯუდის შემთხვევაში მის სიმსივნეში გამოვლინდა 62 გენეტიკური ანომალია, რომელთაგან მეცნიერებმა ოთხი სიმსივნეზე თავდასხმისთვის გამოიყენეს.


მომდევნო ეტაპი ნადირობაა. პაციენტის იმუნური სისტემა ებრძვის კიბოს, მაგრამ მარცხდება. ამიტომ, ექიმები აანალიზებენ სისხლის თეთრ უჯრედებს(ლეიკოციტებს) პაციენტის სისხლში და განაცალკევებენ იმათ, რომლებსაც შეუძლიათ კიბოსთან ბრძოლა.


ამის შემდეგ შემდეგ ლაბორატორიაში იქმნება აურებელი რაოდენობით მსგავსი თეთრი უჯრედები.


49 წლის ჯუდის სხეულში, დაახლოებით 90 მილიარდი ასეთი უჯრედი შეუშვეს.


"მუტაციითვის, რომელიც კიბოს გამომწვევი მიზეზია, ეს აქილევსის ქუსლი გამოდგა", - აღნიშნა დოქტორმა როზენბერგმა.


2
236
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
236
  
2018, 10 ივნისი, 22:17
მომკალით დ არაფრით არ მჯერა ამ შეთქმულების თეორიების..პირიქით ძალზე მაღეზიანებს და ვისაც ეგ გჯერათ ძალიან მიამიტები მეჩვენებით(ან ლეგენდებს იქმნით)..მაშინ ფლემინგი ცეცხლზე უნდა დაეწვათ პირველი ანტიბიოტიკი როცა დაამზადა(პენიცილინი)....სწორედ ანტიბიოტოკებმა დაუდო სათავე იმას რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში უამრავი სასიკვდილო დაავადება დამარცხდა,შავი ჭირი,ქოლერა,ტუბერკულიოზი,პნევმონია,სიფილისი და რომელი ერთი ჩამოვთვალო...ესპანკას გრიპმა ერთ წელიწადში იმდენი ადამიანი ,მოკლა რაც კიბოს არ მოუკლავს 100 წლის განმავლობაში...შიდსი 15 წლის წინ განაჩენი იყო სასიკვდილო,დღეს ცოცხლობს ადამიანი(უბრალოდ მუდმივად წამლები უნდა მიიღოს) ლეიკემია სანახევროდ დამარცხდა,,,,18 წლამდე მოზრდებს დღეს უკვე შველიან..რამდენიმე წელიწადში ალბათ მაგასაც დაამარცხებენ..ამიტომ არ მჯერა რომ თითქოს კიბოს წამალი გამოგონილია და ვიღაცეებს ხელს არ აძლევს ეს..სრული აბსურდია!!! და ნუ ფიქორობთ მასე დამახინჯებულად
2018, 10 ივნისი, 16:18
ამასაც გაასაიდუმლოებენ. ვის აძლევს ხელს დღეს კიბოს წამალი? რათქმაუნდა არა მსოფლიო ფარმაკოლოგიისა და მედიცინის მამებს, ..მათი ასტრონომიული მოგება,სად წავა მაშინ?
0 1 2