x
მეტი
  • 13.12.2018
  • სტატია:83673
  • ვიდეო:334470
  • სურათი:441720
10 ძალიან საინტერესო ფაქტი ბრიუს ლის შესახებ

ბრიუს ლი, ნამდვილი სახელი – ლი ჯუნ ფენი, დაიბადა 27 ნოემბერს, 1940 წელს, სან-ფრანცისკოში. გარდაიცვალა 1973 წლის 20 ივლისს, ჰონგ-კონგში — ჩინელი კუნგ ფუს ოსტატი, ფილოსოფოსი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის, ჯიტ კუნ დოს დამაარსებელი. XX საუკუნის ყველაზე გავლენიანი და სახელოვანი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი. გადაღებულია 36 ფილმში. ჰონ კონგში, ხოლო შემდგომ უკვე ჰოლივუდში, მისი მონაწილეობით გადაღებულმა ფილმებმა 70-იანი წლების ამერიკაში დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩინური საბრძოლო ხელოვნება პოპულარული გახადა. ბრიუს ლის მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა ლო ვეის „დიდი ბოსი“ (1971) და „მრისხანების მუშტი“ (1972), „დრაკონის გზა“ (1972) – რეჟისორი და სცენარის ავტორი ბრიუს ლი, უორნერ ბრაზერსის „დრაკონის გამოსვლა“ (1973), „სასიკვდილო თამაში“ (1978) – რეჟისორი რობერტ კლოუზი.


image


10 საინტერესო ფაქტი ბრიუს ლის შესახებ




10. ბრიუს ლი იყო ცუდი მოსწავლე - სკოლის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში არ ჩაეწერა. რამდენმეთვიანი კოლეჯის განათლების შემდეგ, სწავლას თავი მოარიდა. ბრიუს ლი ყველაზე მეტად ქუჩის ჩხუბებით იყო დაინტერესებული.


9. მშობლებლს ქალიშვილი სურდათ - ბრიუს ლის დაბადებით, მისი მშობლები კმაყოფილები არ დარჩნენ, რათა მათ სურვილი ჰქონდათ, ქალიშვილის ყოლისა.


8. რკინის თითები - ბრიუს ლის შეეძლო ნებისმიერი ქილის, ბოთლის თითით გახვრეტვა. არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინდელი ქილა დღევანდელისგან საკმაო სიმყარით გამოირჩეოდა.


7. იღბალი - ახალგაზრდობის პერიოდში, მამამ ბრიუს ლი სან ფრანცისკოში გაგზავნა, რადგან ჰონგ კონგში დარჩენის შემთხვევაში, გახდებოდა ცნობილი ქუჩის მებრძოლი, რომელსაც ყოველთვის ეყოლებოდა მტერი, პირველ რიგში კი, პოლიცია!

image


6. წამები - 1962 წელს, ბრიუს ლიმ დაამყარა მსოფლიო რეკორდი. მან 11 წამში მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო. 11 წამში მეტოქეს 15–ჯერ ხელით, ხოლო 1–ჯერ ფეხით დაარტყა.


5. როგორც ჩხუბობდა, ასევე ლამაზად ცეკვავდა - ქუჩური ჩხუბის ოსტატი ასევე ძალიან კარგად ცეკვავდა "ჩა–ჩას". 1958 წელს, ჰონგ- კონგში ჩატარებულ ცეკვის ფესტივალზე გაიმარჯვა.


4. მომაკვდინებელი დარტყმა - 2, 5 სანტიმეტრის სიახლოვიდან თუ დაარტყამდა მეტოქეს, მას 5 მეტრის მოშორებით აგდებდა.


image

3. "თუ არ გეტკინება, ვერც წარმატებას იგემებ" - 1970 წელს, ვარჯიშის დროს წელის არეში სერიოზული ტრავმა მიიღო. ექიმებმა მას ყველა სახის ვარჯიში აუკრძალეს, თუმცა ოსტატს ექიმების ნათქვამი საერთოდ არ გაუთვალისწინებია. მან ვარჯიში კვლავ განაგრძო და მას შემდეგ 5 ფილმშიც მიიღო მონაწილეობა.


2. დამოუკიდებლად - ბრიუს ლი აზიდვებს ერთი ხელით, ზოგჯერ კი მხოლოდ ერთი თითის საშუალებით ასრულებდა.


image


1. ფილმის გადაღებისას - ზოგადად დარტყმის ილეთების შესრულების მომენტებს რეჟისორი 34 მილიწამით აჩქარებს, თუმცა ბრიუს ლი იმდენად სწრაფი იყო, რომ რეჟისორს ამ ფუნქციის გამოყენება არც კი დასჭირვებია, პირიქით, მას ხშირად უწევდა კადრის შენელება.


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. 5 გიგანტური ზომის გველი, რომელიც დედამიწაზე ბინადრობდა!

2. რატომ უნდა ჩამოვკიდოთ პლასტიკური ჩანთები ფანჯრებთან?

3. დიდგულა(ანწლი) - გაზაფხულის მიწურულს ყვავილობს, ზაფხულში აუცილებლად მიირთვით!

4. ვლადიმერ პუტინი - ჟურნალმა “ფორბსი'' 2013 წლიდან დღემდე მსოფლიოს ძლიერ ადამიანად დაასახელა

5. "ყველა შვილი რომ მომიკლან, ნაციონალებს მაინც არ დავიხმარ სიმართლის დადგენაშიო…" - რას იხსენებს ირინა სარიშვილი?


1
920
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
920
  
20 ივნისი, 23:42
იმდენს ვარჯიშობდა რო გული კუნთად გადაექცა
0 1 1