x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 გიგანტური ზომის გველი, რომელიც დედამიწაზე ბინადრობდა!

დედამიწაზე დღემდე უამრავი ცხოველი ბინადრობდა, თუმცა ამათგან ადამიანებს ყველაზე მეტად გველები აშინებდნენ. სხვადასხვა წყაროებში გავრცელებულია გიგანტური ზომის გველები, ოღონდ დასაბუთების გარეშე. უმეტესი თქვენთაგანი მიხვდება, რომ ეს უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია, მნახველის მოსაზიდებლად. სამაგიეროდ ჩვენი დღევანდელი სტატია რეალურია და დადასტურებულია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 5 გიგანტური ზომის გველზე, რომელიც ოდესღაც დედამიწაზე ბინადრობდა.


image



5. ბურმის პითონი


image


წყლის მოყვარულები არიან, ძირითადად ბინადრობენ მდინარეებთან, თუმცა ხეებზეც ხშირად გვხვდებიან. 2017 წელს ფლორიდაში დაიჭირეს 9, 90 მეტრიანი ბრუმის პითონი, რომლის წონაც 199 კილოგრამს აღწევდა. ამ გველის ხელში დაკავება 5 მოზარდს შეეძლო მხოლოდ. გიგანტური პითონის დაჭერის შემდეგ, ჩატარდა კვლევები, რომლის თანახმადაც აღმოჩნდა, რომ ეს იყო დედამიწაზე დღემდე არსებული ყველაზე გიგანტური პითონის სახეობა, გარდა ამისა, დადასტურა, რომ ბრუმის პითონი დედამიწაზე მობინადრე, ყველაზე დიდი მეორე გველია.





4. მწვანე ანაკონდა



image


1869 წელს, ჯონ რეიმ მწვანე ანაკონდა საზოგადეობას ასე გააცნო : " ველურ ბუნებში კვლევას ვატარებდა, მოულოდნელად წივილის ხმა გავიგონე, მივირბინე ადგილამდე და ისეთი რაც ვნახე, რაც არასოდეს დამსიზმრებია. ეს იყო გიგანტური ზომის გველი, ამ ქვეწარმავალს ხარი ჰყავდა დაჭერილი და მას ნელ-ნელა კლავდა, ხარის ძვლების ხმა შორიდანაც მესმოდა, გაოცებული ვიყავი გიგანტური მწვანე ანაკონდას მნახველი, ვაღიარებ რომ ძალიან შემეშინდა და ადგილი მალევე დავტოვე". ამ შემთხვევის შემდეგ, ათობით ანაკონდაზე კვლევა ჩატარდა, მათგან ერთ-ერთი განსაკუტრებული თვისებებით გამოირჩეოდა, ეს იყო ლეგენდარული მწვანე ანაკონდა, რომლის სიგრძეც შესაძლებელია 20 მეტრამდე მიაღწიოს. 1992 წელს დაჭერილ იქნა 8, 80 მეტრიანი მწვანე ანაკონდა, რომელიც 227 კილოგრამს იწონიდა. მას შემდეგ, მეცნიერებმა განაცხადეს იმის შესახებ, რომ ვინც ამ ანაკონდას დაიჭერდა, პრემიის სახით 50 000 დოლარს მიიღებდა. ექსპერტების აზრით, ეს გიგანტური ანაკონდა 12 წელიწადში 20 მეტრამდე იზრდება და შესაძლოა ადამიანებზე თავდასხმაც განახორციელოს.





3. ზოოპარკის გიგანტური პითონი


image


2010 წლის 26 ოქტომბერს გინესის რეკორდების წიგნისთვის უცნაური შეთავაზება განხორციელდა. კოლომბუსის ზოოპარკის თანამშორმლებმა განაცხადეს, რომ 7, 60 მეტრის სიგრძის პითონი მათ ზოოპარკში ბინადრობდა და ეს ქვეწარმავალი, მსოფლიოს ყველაზე გიგანტურ გველს წარმოადგენდა. გინესის რეკორდების თანამშრომლები 2010 წელს ზოოპარკს ესტუმრნენ, გაზომეს რა გიგანტური გველი და აღმოჩნდა, რომ რეალურად მისი ზომა 9, 70 მეტრი იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მობინადრე ყველაზე დიდი გველი აღმოაჩინეს. თუმცა ერთი კვირის შემდეგ, სიმსივნური დაადების შედეგად, 28 წლის გიგანტური გველი მოკვდა. მის ნეშტს დღემდე ინახავს კოლომბუსის ზოოპარკი და მნახველებს შეუძლიათ მისი მკვდარი სხეულის დათვალიერება.





2. ჩვეულებრივი მახრჩობელა - მედუსა


image


რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, გინესის რეკორდების წიგნში შესულია გველი, სახელად მედუსა - რომელიც იწონის 158 კილოგრამს და მისი სიგრძე 2011 წლისთვის 7, 67 მეტრია. მედუსას ხელში დასაკავებლად საჭიროა 15 ადამიანის გვერდი-გვერდ დაყენება. 2018 წლისთვის. 17 წლის მედუსა უკვე 11 მეტრის სიგრძისაა და ერთ ჭამაზე შეუძლია 40 კილოგრამშიანი შველის ჭამა.





1. ტიტანობოა


image


გადაშენებული არსება, რომელიც კაცობრიობის ისტორიის ყველაზე საშინელ გველს წარმოადგენდა. სიტყვა-სიტყვით ნიშნავს გიგანტურ ბოას. ცხოვრობდნენ 60-58 მლნ. წლის წინ, პალეოცენურ პერიოდში. ერთადერთი ცნობილი სახეობაა Titanoboa cerrejonensis, რომელიც დღემდე აღმოჩენილ ყველაზე დიდ გველს წარმოადგენს. მისი ნაშთიდან გამომდინარე შესაძლოა დავასკვნათ, რომ სიგრძეში გველი 13 მეტრს აღწევდა, სისქეში 1 მეტრს, წონით კი მიახლოებით 1, 25 ტონა იყო. 2009 წელს, ქვანახშირის საბადოებში, კერეიონში, კოლუმბია აღმოჩენილი იქნა T. cerrejonensis-ის 28 დამოუკიდებელი ნაშთი. ამ აღმოჩენამდე ცოტაოდენი ნაშთი აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკის უძველეს ტროპიკულ გარემოში.


"ტიტანობოას გარეგნობით ბოას ჰგავდა, ხოლო ქცევით ანაკონდას, რომელიც ბინადრობს ამაზონის ჯუნგლებში. ტიტანობოა იყო ჭაობის მცოცავი ბინადარი და უზარმაზარი მტაცებელი, "- სწორედ ასე ხსნიან მეცნიერები ამ ქვეწარმავალს.


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. რატომ უნდა ჩამოვკიდოთ პლასტიკური ჩანთები ფანჯრებთან?

2. დიდგულა(ანწლი) - გაზაფხულის მიწურულს ყვავილობს, ზაფხულში აუცილებლად მიირთვით!

3. ლეგენდა ბრუნდება - ბეჭდების მბრძანებელი 5 სეზონით!

4. "ეშმაკის სამკუთხედები" - იდუმალი ადგილები დედამიწაზე, სადაც ადამიანები გაუჩინარდნენ

5. მოდით ისტორიას ამ კადრებით შევხედოთ! 25 ფოტო, რომელიც ძალიან აგაღელვებთ...(II ნაწილი)

6. ვლადიმერ პუტინი - ჟურნალმა “ფორბსი'' 2013 წლიდან დღემდე მსოფლიოს ძლიერ ადამიანად დაასახელა

7. "ყველა შვილი რომ მომიკლან, ნაციონალებს მაინც არ დავიხმარ სიმართლის დადგენაშიო…" - რას იხსენებს ირინა სარიშვილი?

8. 7 შოკისმომგვრელი დამთხვევა, რომელიც განცვიფრებულს დაგტოვებთ!

9. "მეუღლეს ტურისტულ ავტობუსში ვუღალატე!" - ცნობილი მომღერალის შოკისმომგვრელი აღიარება

10. სარალიძე ჩაგრავდა თანასკოლელებს და დანარჩენებმა მიიღეს საშინელი გადაწყვეტილება" - ლალი მოროშკინა





0
1227
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0