x
მეტი
  • 24.06.2018
  • სტატია:78085
  • ვიდეო:330822
  • სურათი:434093
ნაყოფიერების ღვთაებები ქართულ მითოლოგიაში

image


მითები, გადმოცემები, ანდრეზები - ეს ყოველივე ადამიანებს აინტერესებთ, თუმცა ნაკლებად სწამთ მისი ჭეშმარიტების. მიუხედავად ამისა, არსებობს ტრადიციული საზოგადოება, რომელსაც ეჭვი არ ეპარება მათ დრომდე მოღწეული გადმოცემების სინამდვილეში და დღემდე დიდი სიყვარულით ინახავენ ამ ანდრეზებს.

ქართული და ზოგადად, კავკასიური მითოლოგია დახუნძლულია საინტერესო, მისტიკური, ხშირად დაუჯერებელი ისტორიებით, აქ ვხდებით უამრავ წმინდანს, ქალღმერთს თუ მითოსურ ქმნილებას.

თითოეული ღვთაება თუ წმინდანი მფარველობდა და განაგებდა კონკრეტულ სფეროს, მათ ძალიან ახლო კავშირი ჰქონდათ მოსახლეობასთან. ადამიანებსაც სწამდათ ზეციური ძალების, მათ განადიდებდნენ და პატივს მიაგებდნენ სხვადასხვა რიტუალებით. სჯეროდათ, რომ ბედნიერად ცხოვრება, კეთილდღეობა, თუნდაც მოსავლის სიუხვე და ნაყოფიერება მხოლოდ პიროვნებაზე არ იყო დამოკიდებული და ამ ყველაფერში დიდ როლს თამაშობდნენ წმინდანები და ღვთაებები.

არსებობდა ნაყოფიერების, მოსავლიანობის, მიწათმოქმედების, ოჯახის მფარველი ღვთაებები და ა.შ. მაგალითად, ცნობილია მესაქონლეობის მფარველი ღვთაება – ოჩი, ტყის ღვთაება - ოჩოკოჩი, გარეულ ცხოველთა წინამძღოლი -ოჩოპინტრე და სხვა.

რაც შეეხება ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ ღვთაებებს, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ბარბარე, იგივე ბარბალე. ის არის ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად, როცა ნაყოფიერების პრობლემა იყო, მაშინ შესთხოვდნენ წყალობას ქალები ამ წმინდანს. ხალხური წარმოდგენით, ბარბარე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც საქონლის და ფრინველის, ისე ადამიანის ნაყოფიერებას. აქედან გამომდინარე, ადამინები მას უძღვნიდნენ სხვადასხვა დღესასწაულს, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბარესადმი მიძღვნილ რიტუალებში გამოიყენებოდა მზის განმასახიერებელი საგნები, თვითონ ბარბარეს სახელიც უკავშირდება ბორბალს, მოელვარე ალს. სვანეთში მას ეძახდნენ ბარბარის ან ბარბალის, ხოლო მთიულეთში – ბარბარას ან ბარბალას. ბარბარეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ასევე, ცნობილია, რომ მას შეეძლო ადამიანებისთვის უბედურების და განსაცდელის მოვლენაც. ამ თვისებებით ბარბარე ჰგავს შავი ზღვის პირეთში გავრცელებულ “დედა ღვთაების''კულტს.

საქართველოში ყველასათვის კარგად ცნობილია ბარბალეს ქრისტიანული სახე - წმინდა ბარბარე და როგორც ჩანს, ქრისტიანული წმინდანის სახემ შეიფარა ნაყოფიერების ღვთაება.

დღესდღეობით მისი თაყვანისცემა ყველაზე უკეთ სვანეთშია შემორჩენილი. ბარბოლი ასე უწოდებენ ღვთაებას სვანები. მათი რწმენით, ბარბოლის შეუძლია პირუტყვის გამრავლება და წველის ბარაქის მომატება. მნიშვნელოვანია, რომ მისდამი მიძღვნილ დღესასწაულებში მხოლოდ ქალები მონაწილეობდნენ. ბარბარობის დღესასწაული დეკემბერში ტარდებოდა და ის ბედობის დღედ ითვლებოდა.

image

ბარბარესთან ბევრი საერთო აქვს სვანების მეორე ღვთაებას – ლამარიას, ის ღვთისმშობელთანაა გაიგივებული, დედობის მფარველია, თუმცა ძირითადად მიწისა და მარცვლეულის ბარაქიანობა ეხება.

ქართულ მითოლოგიაში ნაყოფიერებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ცნობილი ღვთაებაა - ბერიკა. იგი გახლავთ ნაყოფიერების და ბუნების გამოფხიზლების საგაზაფხულო აგრარული დღესასწაულის –“ბერიკაობის'' მთავარი პერსონაჟი. ბერიკა როგორც წესი, თხის სახითაა წარმოდგენილი, ამიტომ დღესასწაულის მონაწილეები ცხვრის და თხის ტყავს იცვამდნენ, ჩლიქებს და რქებს იმაგრებდნენ და სახეს შავად იღებავდნენ. ამიტომ ამ რიტუალის დროს იყო თამაში, მხიარულება, მონაწილეები ხალხს ნობათს სთხოვდნენ და ა.შ. ბერიკაობა იმართებოდა სპეციალურად შერჩეულ მოედანზე. ის უძველესი ტრადიციაა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ სოფელში დღემდე ცოცხლობს.

image

ქართველებისთვის ცნობილი წმინდანია თევდორე, ამასთან, ქართულ მითოლოგიაში არსებობს თევდორე-აგრარული ღვთაება.როგორც ჩანს, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღვთაების ხახლური კულტი შეერწყა ქრისტიანული წმინდანის კულტს. ის ცნობილია, როგორც მიწათმოქმედების, ასევე, კონკრეტულად, ცხენების მფარველი.თევდორე ითვლება ძალიან მშრომელ მიწათმოქმედად, ამაზე მეტყველებს მისი ეპითეტი “შავი'' “შავგვრემანი'', რაც მიწის შავ ფერს აღნიშნავს. მას ეძღვნება საგაზაფხულო დღესასწაული “თედორობა'', რომელიც დიდმარხვის პირველი კვირის შაბათს ემთხვევა. ამ დღისთვის საგანგებოდ აცხობდნენ პურს სასოფლო-სამეურნეო იარაღების ან ცხენების გამოსახულებით, აწყობდნენ რიტუალურ თესვას.

ქართულ მითოლოგიაში მოსავლის და ნაყოფიერების ღმერთია ჰარალე.სწორედ ამ სახელიდან მოდის ცნობილი სიმღერის “ჰარი, ჰარალე'' ტექსტი. ჰარალეს კულტი და სახელი სავარაუდოდ ურარტუელებიდან შემოვიდა ჩვენში.

აფხაზურ მითოლოგიაშიც ცნობილია ერთ-ერთი ღვთაება – “ანანა-გუნდა'', რომლის სახელი მეფუტკრეობას და ნადირობას უკავშირდება. ანანა-გუნდა ნიშნავს გუნდის დედას, ამ შემთხვევაში იგულისხმება ფუტკრების ოჯახი, გუნდი. იგი ითვლება შვილოსნობის და გვარის გამრავლების მფარველადაც. მისდამი ლოცვებს აღავლენდნენ გაზაფხულზე ფუტკრების გამრავლების დროს და ზაფხულში თაფლის შეგროვების წინ. მის სახელს უკავშირდება ერთი საინტერსო და საკმაოდ უცნაური ტრადიცია: გათხოვილ ქალს მამის სახლიდან ატანდნენ ძროხას, რომელსაც მანამდე მონიშნავდნენ - ყურის წვერს აჭრიდნენ. მის მოზვერს კი ყოველ წელს წირავდნენ ანანა-გუნდას დღეობის დროს.

მსგავსი გადმოცემები, რომლებიც რიტუალებზე და სხვადასხვა ღვთაებაზე მოგვითხრობს, კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რამდენად ერთგული იყო ადამიანი ტრადიციული ყოფისა და იმდროინდელი რწმენა-წარმოდგენებისა. მსგავსი ტიპის ამბები და ისტორიები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა და საკმაოდ წარმატებითაც, დღეს კი მითები ძირითადად ქართული ზრაპრებიდან ან სხვა ლიტერატურიდანაა ცნობილი და ისინი სულაც არ ტოვებენ რეალურად მომხდარი ამბების შთაბეჭდილებას.

თათია ბუღათრიშვილი

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი.

1
43
1-ს მოსწონს
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
43
  
10 ივნისი, 20:44
EV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
0 1 1