x
მეტი
  • 19.09.2018
  • სტატია:80683
  • ვიდეო:333028
  • სურათი:438244
კაფე-რესტორნების თანამშრომლებმა გაამხილეს,თუ რომელი კერძი არ უნდა შეუკვეთოთ მათ დაწესებულებებში

image

წარმოიდგინეთ, რესტორანში ზიხართ და მენიუს თვალებით ჭამთ, ამ დროს კი ვერც წარმოიდგენთ, რომ ამ სიაში ისეთი კერძებიცაა, რომლებიც არამც და არამც არ უნდა შეუკვეთოთ. წარმოგიდგენთ იმ ჩამონათვალს, რომელიც თავად კაფე-რესტორნების თანამშრომლებმა გაამხილეს სხვადასხვა ფორუმებზე. ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც თავად რესტორნის თანამშრომლები არავითარ შემთხვევაში არ შეუკვეთავდნენ საკუთარი თავისთვის. ღირს, რომ მათი რჩევები გავითვალისწინოთ.


1. სუპი

სუპი საათობით დგას ქვაბში მომზადებული და მას წარამარა აცხელებენ.


2. კოქტეილი, რომელიც ხილითაა გაფორმებული

ხილს, ფორთოხალს, ლაიმას თუ გრეიპფრუტს, რითაც კოქტეილს აფორმებენ, თითქმის არასოდეს რეცხავენ გამოყენებამდე.


3. არაფერი შეუკვეთოთ იქ, სადაც მენიუ 8 გვერდზე მეტია

ეს იმის მანიშნებელია, რომ საკვების უმრავლესობას გაყინულს ინახავენ და უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ ალღვობენ მიკროტალღურში, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.


4.პოპკორნი დილის კინოსეანსებზე

როგორც წესი, დილაობით წინა საღამოდან შემორჩენილ, შემთბარ პოპკორნს ყიდიან.

image

5. ყველის სოუსი

როგორ გემრიელადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს მხოლოდ ცხიმის და ხაჭოს ნარევია, დღიურად მისაღები კალორიების თითქმის ნახევარი.


6.რაიმე, ტრიუფელის ზეთით

როგორც წესი, არავითარ ტრიუფელის ზეთს არ მოგიტანენ. ის, რასაც ტრიუფელის ზეთად შემოგასაღებენ, სინთეტიკური სუნით გამოირჩევა და ნავთობპროდუქტების ფუძეზეა დამზადებული.


7. ყინულიანი სასმელი ფასტ-ფუდში

კვლევების თანახმად, McDonald’s-ში, Burger King-ში, KFC-სა და Starbucks-ში დამზადებულ ყინულშიც კი უფრო მეტი ბაქტერიაა, ვიდრე საზოგადოებრივ ტუალეტში. ყველაფერი კი იმით აიხსნება, რომ ყინულის დასამზადებელ აპარატებს ძალიან იშვიათად ასუფთავებენ.


8.თინუსის სალათა

არ მიირთვათ ასეთი სალათა, თუ ის ძალიან წვნიანია. ეს ნიშნავს, რომ არასწორადაა მომზადებული.


9. კერძი, რომელიც განსხვავებული ინგრედიენტებით მზადდება

“მაგალითად, ჩემს რესტორანში მენიუში გვაქვს ღორის ხორცის ბუტერბროტი. ამასთან, სხვა კერძებში ღორის ხორცს არ ვიყენებთ. რადგანაც ბუტერბროდებს იშვიათად უკვეთავენ, ეს ნიშნავს, რომ მისი შეკვეთის შემთხვევაში ხორცი ნამდვილად არ იქნება ახალი."


10. ფილე-ო-ფიშ მაკდონალდსში

იგივე ვარიანტია. თევზს თითქმის არასოდეს უკვეთავენ და ამის გამო ფილე თვეობით ინახება.

image

რაც არ უნდა იყოს, გახსოვდეთ, რომ ბაქტერიები ყველგანაა, მათ შორის უფრო მეტი, შესაძლოა თქვენს სმარტფონზეც კი იყოს, ამიტომ მათი შიშით არ ღირს საყვარელ კაფესა თუ რესტორანზე უარის თქმა, უბრალოდ, აკვიატებულ მანიად რომ არ გექცეთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები და არ მისცეთ შიშს იმის უფლება, რომ სასიამოვნო ვახშამი ჩაგიშხამოთ.


0
294
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0