x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134373
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
კაცმა გაატარა 17 წელი მკვლელობისთვის ციხეში, რომელიც მას არ ჩაუდენია
ნიუ-იორკში მცხოვრები ჯონ ბანი უდანაშაულოდ ცნეს მკლელობაში, რომელიც სინამდვილეში მას არ ჩაუდენია. მან ამ დანაშაულისთვის ციხეში გაატარა 17 წელი. 1991 წელს პოლიციის ოფიცრები როლანდ ნეიშერი და რობერტ კროსონი მონაწილეობდნენ სროლებში, სადაც კროსონი დაიჭრა, ხოლო მისი მეწყვილე დაიღუპა. დაჭრილმა პოლიციელმა განაცხადა, რომ მათ თავს დაესხნენ მოზარდები, გამოძიება დეტექტივ ლუის კარჩელს დაევალა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მან მტკიცებულება გააყალბა, რის შედეგადაც დააკავეს უდანაშაულო მოზარდი.


image


ბანი ციხიდან გაათავისუფლეს 2009 წელს, მან დააფუძნა ორგანიზაცია პატიმრების დაცვის საქმეში და დაიწყო მისი უდანაშაულობის აღიარება. ბანის საქმის განხილვა დაიწყო 2016 წელს. აღმოჩნდა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ბევრი ხარვეზი. მაგალითად, თითის ანაბეჭდების შეუთავსებლობა, გადა ამისა, დაჭრილი პოლიციელი 20 წლის ბიჭზე საუბრობდა, აგრეთვე აღნიშნავდა, რომ ბიჭი და მისი მეგობარი იყვნენ ფერადკანიანები.


image



შედეგად, ჯონ ბანი დამნაშავე არ აღმოჩნდა, უდანაშაულობის დამტკიცების შემდეგ ცრემლებს ვერავინ იკავებდა, მოსამართლემაც ძლივს მოახერხა ცრემლების შეკავება. აღმოჩნდა, რომ ლუი სკარჩელა მუდმივად იყენებს "ცრუ და შეცდომაში შემყვან მეთოდებს", მისი საქმეების გამოძიება თავიდან დაიწყეს და ბევრი უდანაშაულო ადამიანი გაათავისუფლეს პატიმრობიდან. შედეგად, 70 საქმე უკვე მომზადებულია ხელმეორედ გადასახედად, რომელთა გამოძიებაშიც მონაწილეობდა დეტექტივი.


image





0
294
შეფასება არ არის
ავტორი:ილია გოგალაძეე
ილია გოგალაძეე
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0