x
მეტი
  • 24.06.2018
  • სტატია:78082
  • ვიდეო:330823
  • სურათი:434091
მეოთხე მსოფლიო ომი ქვებით და ჯოხებით იქნება - ვლადიმერ პუტინი

image
ვლადიმერ პუტინმა პირდაპირი ჩართვის დროს შეკითხვაზე, შესაძლო მესამე მსოფლიო ომის შესახებ, გააკეთა განცხადება.

" მე არ ვიცი მესამე მსოფლიო ომი რა იარაღით იქნება, მაგრამ მეოთხე იქნება ქვებით და ჯოხებით"-განაცხადა პუტინმა.

მან განმარტა, რომ მესამე მსოფლიო ომი გახდება ცივილიზაციის დასასრული.

პუტინმა აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე მსოფლიოში შეინიშნება ლოკალური ომები, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ არ არსებობს გლობალური კონფლიქტები.

პრეზიდენტის აზრით, ორმხრივი განადგურების შიში არეგულირებს ქვეყნის ლიდერთა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა ვიპოვოთ ურთიერთქმედების ცივილიზებული ფორმები, რომლებიც დღევანდელ რეალობას უპასუხებენ.

შეგახსენებთ, რომ ტრადიციულ ონლაინ ეთერში გამართულ პირდაპირ ჩართვაში ვლადიმერ პუტინს 2 მილიონზე მეტი კითხვა დაუსვეს. პრეზიდენტი კითხვებს მოსკოვის სატელევიზიო სტუდიიდან პასუხობდა.

1
98
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
98
  
9 ივნისი, 17:42
იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია რუსეთის დუმის წევრები რას ფიქრობენ ამ კონკეტულ საკითხთან დაკავშირებით. წინასწარ გმადლობთ
0 1 1