x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პუტინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეგობრობის ორდენით დააჯილდოეს
image
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ცზინპინმა.

როგორც ცნობილია, ადრე ასეთი ჯილდო არცერთ უცხოეთის ქვეყნის ლიდერს არ მიუღია.

"პრეზიდენტი პუტინი, როგორც დიდი ძალაუფლების მქონე ქვეყნის ლიდერი მსოფლიოში, არის ამჟამინდელი ჩინურ-რუსული ურთიერთობების დამფუძნებელი და ყოველთვის ხელს უწყობს მათ განვითარებას მაღალ დონეზე", - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სი ცზინპინმა.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის განცხადებით, მსოფლიოს ლიდერებიდან, ყველაზე ხშირად ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა ჩინეთს.


კომუნისტური პარტიის ლიდერმა გაიხსენა, რომ 2000 წლიდან ანუ პრეზიდენტობის პირველი ვადის დაწყებიდან პუტინი 19-ჯერ ეწვია ჩინეთს.

პრეზიდენტ პუტინი ჩემთვის საუკეთესო და უახლოესი მეგობარია, " - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0