x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
" არჩილ ტატუნაშვილის წამებაში მონაწილე ასლან ჯიოვი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს!"-დავით ქაცარავა
სამოქალაქო ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს ერთ-ერთი დამფუძვნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ჟურნალისტებს მოუწოდებს, დაინტერსდნენ ასლან ჯიოევის ვინაობით. მისი ინფორმაციით, ჯიოევი ერთ-ერთია იმ პირთაგან, ვინც არჩულ ტატუნაშვილის წამებაში მონაწილეობდა. ქაცარავა წერს, რომ ასლან ჯიოევი ახალგორის მილიციის უფროსის ახლო ნათესავი და ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრია.

image

"მივმართავ ჟურნალისტებს!!!
გთხოვთ დაინტერესდეთ ასლან ჯიოევის ვინაობით, მისი მკურნალობის პროცესით და რა დამსახურებები აქვს ამ ადამიანს საქართველოს წინაშე(თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს ადამიანი იღებდა მონაწილეობას ქართველი ჯარისკაცების წამებაში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჯიოევი გახლავთ ახალგორის მილიციის უფროსის ახლო ნათესავი და ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი. ფილიპ ხაჩიროვის, რომელიც გახლავთ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორი!
მეგობრებო!
თუ თქვენ ღუდუშაურის კლინიკაში ვინმე გეტყვით რომ ასლან ჯიოევი - ასეთი პაციენტი საერთოდ არც ყოფილა მიყვანილი საავადმყოფოში - არ დაუჯეროთ!!!ეს იქნება ტყუილი!!!!
მე გამაჩნია უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ასლან ჯიოევი შეყვანილია კლინიკაში 7 ივნისს და 9 ივნისის დილის 6 საათზე ჯერ კიდევ იმყოფებოდა კლინიკაში.
მე ამ მტკიცებულებას წარმოვადგენ იმ შემთხვევაში, თუ უცებ აღმოჩნდება, რომ პაციენტი ჯიოევი არც არასოდეს ყოფილა მოთავსებული ღუდუშაურის კლინიკაში!
ასევე დარწმუნებული ვარ, ჯიოევს გააჩნია უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. საინტერესო იქნებოდა მისი „გამოკითხვა“ როგორც მინიმუმ...
და ერთიც - რატომ არ სარგებლობს საოკუპაციო ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა იმავე სამედიცინო მომსახურებით, როგორიც აქვს ოს მოსახლეობას ოკუპირებული ტერიტორიიდან?
მადლობა ყურადღებისთვის
#ძალაერთობაშია! "-წერს ქაცარავა


უფრო ადრე კი ქაცარავა სოციალურ ქსელში წერდა:

"ასლან ჯიოევი, ომონელი(ფილიპ ხაჩიროვის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორის პირადი მცველი, ახალგორის დე ფაქტო მილიციის უფროსის ნათესავი)
ა.ჯიოევი იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში.იგი კლინიკაში გადმოიყვანეს 7ივნისს ცხინვალიდან. როგორც ირკვევა, ჯიოევი კატასტროფის ცენტრის მანქანამ გადმოიყვანა თბილისში ავტოავარიის შემდეგ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯიოევი თურმე რიგითი ოსი მოქალაქეა.
ოს, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ხვდებიან თბილისის საავადმყოფოებში, ცოცხალი ჯარი არ იცავს.
ასევე არსებობს საშიშროება, რომ შესაძლოა ჯიოევის საქმე გააქრონ, ესე, მარტივად, მოხვალთ, იკითხავთ ჯიოევს და სისტემაში ჯიოევი აღარ იქნება.
სანდო წყაროები ასევე გვამცნობენ, რომ ჯიოევი უშუალოდ მონაწილეობას იღებდა ქართველი ტყვეების წამებაში.
კითხვები თქვენთვის მომინდვია."

დავით ქაცარავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხით, დროულად დაინტერესებას სთხოვს.

1
394
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
394
  
2018, 9 ივნისი, 15:14
უარესის ღირსი ვართ, რუსლან ქიშმარიასაც თბილისში გაუკეთეს ოპერაცია.
ხელისუფლებავ! ქართველი ერის მოსისხლე მტრები რატომ გადმოგყავთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამკურნალოდ თან უფასოდ, როცა უყურადღებობის და უფულობის გამო ქართველი პაციენტები გვეღუპება?
რატომ არ ვრცელდება მათზე საქართველოს კონსტიტუცია?
0 1 1