x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83748
  • ვიდეო:334507
  • სურათი:441825
მადრიდის "რეალმა" რონალდუს გასაყიდი ფასი დაასახელა

imageმადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ დაასახელა იმ თანხის ოდენობა, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვის შემთხვევაში მიიღებს. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა El Mundo.



გამოცემის ცნობით, კლუბი თავდამსხმელს 200 მილიონ ევროდ გაყიდის. ამასთან, ახალი კონტრაქტის შემთხვევაში კლუბის მხრიდან პირობები არ შეიცვლება. ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2021 წლამდეა. მასში კომპენსაციის ოდენობა 1 მილიარდი ევროა მითითებული.


2 ივნისს გამოცემა Corriere dello Sport იუწყებოდა, რომ რონალდუ იმ შემთხვევაში დარჩებოდა კლუბში, თუ მას ხელფასს გაუზრდიდნენ წელიწადში 80 მილიონ ევრომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს დატოვებდა და კარიერას სხვაგან გააგრძელებდა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალში" 2009 წლიდან თამაშობს, აქამდე მისი ხელფასი წელიწადში 21 მილიონი ევრო იყო, ფეხბურთელს საფრანგეთის "პარი სენ-ჟერმენი" გადასვლის შემთხვევაში 42 მილიონ ევროს სთავაზობს.


imageიხილეთ სხვა სპორტული სიახლეები

1
262
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
262
  
9 ივნისი, 14:45
ადამიანი რომელიც აუპატიურებს ფეხბურთს
0 1 1