x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მადონა 32 წლის მანეკენის ოსტატს მიჰყვება ცოლად
imageმადონამ სოციალურ ქსელში ფოტო დადო, სადაც საპატარძლო კაბაშია გადაღებული.

image

მადონა ორჯერ იყო გათხოვილი, პირველად მსახიობ შონ პენის გაჰყვა ცოლად, მეორედ – გაი რიჩის. ორივე ქორწინება ხანმოკლე გამოდგა. ორი წლის წინ პოპ-დივამ გაიცნო მანეკენის ოსტატი კევინ სამპაიო, ცოტა ხანში კი მასთან ლისაბონში გადასახლდა.

59 წლის მომღერლის თაყვანისმცემლებს სერიოზულად არც მიუღიათ მადონას ეს ნაბიჯი, რადგან ადრეც სპონტანურად მოქმედებდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამჯერად მადონას გადაწყვეტილება ურყევია, პორტუგალიაში გადაიყვანა შვილები და გამოაცხადა, რომ თავის 32 წლის ბოიფრენდზე ქორწინდება.


image

მადონა პოპ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემსრულებელია, "პოპის დედოფლის“ გაყიდული ჩანაწერების საერთო ტირაჟი 300 მილიონს აჭარბებს, იგი ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელ ქალად ითვლება. ამასთნავე, მადონა ცხელი ასეულის სინგლების ჩარტში ყველაზე წარმატებული სოლო შემსრულებელია, საერთო ჯამში კი – The Beatles-ის შემდეგ რიგით მეორე.

იგი აგრეთვე რეკორდსმენია ყველაზე შემოსავლიანი სოლო-ტურნეების მხრივ – 1990 წლიდან გაყიდული ბილეთებიდან შემოსულმა თანხამ 1.31 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.Rolling Stone-მა იგი დაასახელა ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის და სიმღერების 100 უდიდესი ავტორის სიაში. ხოლო VH1-მა – ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ქალ–შემსრულებლად.

3
82
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
82
  
2018, 9 ივნისი, 10:22
რაღაც არა ჰგავს ეს ბიჭი მანეკენის დამამზადებელს...
2018, 9 ივნისი, 10:17
ვინც მანეკენს ამზადებს
2018, 9 ივნისი, 10:14
მანეკენის ოსტატი რას ნიშნავს, ამიხსენით ვინმემ...
0 1 3