x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დიდგულა(ანწლი) - გაზაფხულის მიწურულს ყვავილობს, ზაფხულში აუცილებლად მიირთვით!

ანწლი (Sambucus) - ყვავილოვან მცენარეთა გვარი, ცხრატყავისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, იშვიათად კი, მრავალწლოვანი ბალახები. ანწლის ფოთლები ფრთისებრია, მოპირისპირედ განლაგებული, ყვავილები ხუთწევრიანი, აქტინომორფული, ფარის ან ქოლგის მსგავსად შეკრებილი. ნაყოფი წვნიანი, შავი ან წითელი კენკრაა.


image


გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში (გარდა ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკისა). ცნობილია 40 სახეობა. მათ შორის, საქართველოში ორი: დიდგულა (Sambucus nigra) და საკუთრივ ანწლი (Sambucus ebulus), რომელიც მყრალი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს მედიცინაში იყენებენ.


image



უბრალოდ შეხედვაც კი სიამოვნებას განიჭებთ. ანწლის შესახებ თუ არ ხართ ინფორმირებულნი, აუცილებლად ჰკითხეთ თქვენს უფროსებს, მათ უკეთ იციან ამ მცენარის ჯადოსნური თვისებების შესახებ. არ დაგვავიწყდეს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მედიცინის განხრით: ანწლს კიბოს საწინააღმდეგოდ იყენებენ!


image



შავი ანწლის ნაყოფს ოფლმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, კუჭში შემკვრელიც და გამხსნელიც (გააჩნია, ვის რა აწუხებს), სიცხის დამწევი, ამოსახველებელი, დამამშვიდებელი, კანის დაავადებების მიმართ ორგანიზმის მედეგობის მასტიმულირებელი თვისებები აქვს.
შავი ანწლის ფოთლები და ნაყოფი სისხლს წმენდს, ნაყოფი ააქტიურებს ჰორმონების გამომმუშავებელი ჯირკვლების მუშაობას და დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
ნედლ ანწლს პირღებინების პროვოცირება შეუძლია.


image




სასარგებლო თვისებები:


* დიდგულას და დიდგულას ფოთლების საშუალებით დამზადებული წვენი, ეხმარება მეძუძურ დედებს, ჩვილებს რძის პრობლემა აღარ ექნებათ.

* კუჭის დაავადებების და ტკივილებისთვის, დიდგულა და მისი ფოთლები საკმაოდ სასარგებლოა. გამომდინარე იქიდან, რომ დიდგულა ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია, დაგეხმარებათ კუჭის პრობლემების დაძლევაში.

* ანწლის ხის ნახარშის დალევით, ყაზბობის პრობლემას მოიშორებთ!

* უხვად შეიცავს A, B და C ვიტამინებს.

* ამ ვიტამინების საშუალებით, ძლიერდება იმუნური სისტემა და ნაკლებად დაავადდებით ვირუსებით.

* აქვს შარდმდენი ფუნქცია.

* ხსნის ნახველს.

* ეფექტურია გაციების საწინააღმდეგოდ.

* ანწლი არის დიეტური საკვები პროდუქტი.

* ანწლის ფოთლები სამკურნალოა, ჭრილობების სწრაფად მოშუშებაში დაგეხმარებათ.



image



დიდგულას ყვავილი


დიდგულა ყვავილობს ზაფხულის თვეებში, მწიფდება აგვისტოს შუაწელში და სექტემბერში უკვე ყველგან იყიდება. თუმცა ყველაზე არომატულ გემოს აგვისტოში ფლობს. მცენარის ფოთოლი ასევე ძალიან სამკურნალოა. შეგიძლიათ დაამზადოთ ჩაი, წვენი და სხვადასხვა ნამცხვრის რეცეპტებში გამოიყენოთ.


image



შავ დიდგულასთან შედარებით, წითელი დიდგულა უფრო ნაკლებად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. წითელი ანწლი შეიცავს შხამიან ნივთიერებებს.


image



გისურვებთ ჯანმრთელ ცხოვრებას!










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ივნისში ეს ხილი აუცილებლად უნდა მიირთვათ - მუშმალას ჯადოსნური თვისებები!

2. ლეგენდა ბრუნდება - ბეჭდების მბრძანებელი 5 სეზონით!

3. "ეშმაკის სამკუთხედები" - იდუმალი ადგილები დედამიწაზე, სადაც ადამიანები გაუჩინარდნენ

4. 1923 წელს ბოლშევიკების მიერ ვაკის პარკში დახვრეტილი ქართველი გმირების სია

5. ვლადიმერ პუტინი - ჟურნალმა “ფორბსი'' 2013 წლიდან დღემდე მსოფლიოს ძლიერ ადამიანად დაასახელა

6. ირანელმა ქალმა 6 ტყუპი გააჩინა

7. თუთა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!


1
892
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
892
  
2018, 19 ივნისი, 13:56
ვერ ვიტან :დ
0 1 1