x
მეტი
  • 19.09.2018
  • სტატია:80685
  • ვიდეო:333028
  • სურათი:438244
,,დიდი გეტსბი" - ამბავი კაცისა, რომელსაც ყველაფერი და თან არაფერი ჰქონდა

“დიდი გეთსბი" ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ნაწარმოებია, რომელსაც თავდაპირველად დიდი აღიარება არ ხვდომია წილად, თუმცა მოგვიანებით ამერიკულმა ლიტერატურულმა კრიტიკამ საუკეთესო ნაწარმოებებს შორის დაასახელა. ესაა წიგნი, რომელიც აშიშვლებს მეოცე საუკუნის დასაწყისის, კერძოდ, პოსტ პირველი მსოფლიო ომის ამერიკულ რეალობას. ომისგან დაღლილი ახალგაზრდობა ცხოვრებით ტკბობამ იმდენად გაიტაცა, ყოველგვარ ეთიკას და საზოგადოებაში მანამდე დამკვიდრებულ ქცევის ნორმებს გადააბიჯა. თრობა, გართობა და წვეულებები მათ ერთადერთ ინტერესის საგანს წარმოადგენს, ასევე თვალშისაცემია, მანამდე მიუღებელი, უჩვეულო, თავისუფალი ქცევაც ქალების მხრიდან. ისინი ეწევიან, სვამენ, არიან გაცილებით დამოუკიდებელნი, ვიდრე უფროსი თაობის ქალები. ამერიკელი ახლაგაზრდების უმრავლესობას მხოლოდ ფული და გართობაღა აინტერესებს, მათთვის სულიერი, არამატერიალური ოცნებები აღარ არსებობს, ეს საზოგადოება გამდიდრების ჟინმა, ფაქტობრივად, სულიერ გამოფიტვამდე, შეიძლება ითქვას, დეკადანსამდე მიიყვანა.

image

ნაწარმოების მთვარი გმირი, ჯეი გეტსბი, საიდუმლო გზებით გამდიდრებული ახალგაზრდაა, რომელზეც საყვარელმა ქალმა, დეიზიმ, ხუთი წლის წინ სიღარიბის გამო თქვა უარი. გეტსბიმ კი მიზნად დაისახა, ფული ეშოვა და დეიზის სიყვარული მოეპოვებინა. დაბრუნების შემდეგ კი აღმოაჩენს, რომ ის უკვე სხვისი ცოლია, თანაც ერთი უბრალო, ქარაფშუტა ქალი, რომელმაც არ იცის რა უნდა, ვერ გაუგია, ვინ უყვარს და ვინ-არა. განათლებისგან და აზროვნებისგან სრულიად სტერილური. ამ შეხვედრის შემდეგ გეტსბი, მართალია, თავს იმედგაცრუებულად გრძნობს, მაგრამ წარსულმა მოგონებებმა და დეიზის მომხიბლაობამ სძლია და მისთვის ბრძოლა განაგრძო. იგი ჯიუტად უარყოფდა აწმყოს ახლანდელ მოცემულობას და სურდა დაბრუნებულიყო წარსულში ანუ იმ დროში, როდესაც ეს ქალი მას ეკუთვნოდა.

“დეიზისგან მხოლოდ ერთი რამ სურდა გეტსბის : მისულიყო ტომთან და ეთქვა, არასოდეს მყვარებიხარო. ამის მერე დეიზი თავისი ცხოვრების ოთხ წელიწადს გადაშლიდა და ყველაფერს პრაქტიკულად მიუდგებოდა. განქორწინდებოდა ქმართან, მერე გეტსბი ხელს მოჰკიდებდა, ლუისვილში ჩაიყვანდა და პატარძალს მამის სახლიდან წამოიყვანდა, როგორც ხუთი წლის წინ უნდა მომხდარიყო“

- ასეთი იყო ნაწარმოების მთავარი გმირის ოცნება. ის სთხოვდა დეიზის, რომ ქმრისთვის გაემხილა მათი ურთიერთობის შესახებ, თუმცა, როგორც ნიკი ამბობს (გეტსბის ერთადერთი მეგობარი), ამ ინფანტილურ არსებას შესაძლოა არც გეტსბი უყვარდა და არც - ქმარი. მას მხოლოდ ის სურდა, რაც ამ ორ უმდიდრეს მამაკაცს შეეძლო შეეთავაზებინა, კომფორტი და ფუფუნება.

ტომსა და გეტსბის შორის მოსალოდნელმა კონფლიქტმა იფეთქა, მძიმე ვითარების განსამუხტავად ტომმა ქალაქში გასვლა მოიმიზეზა, სადაც შემხვევით გაგიგო, რომ მის საყვარელს მეუღლე შორს წაყვანას უპირებდა, იმის გააზრებამ, რომ ერთ დღეს შეიძლებოდა დაეკარგა ცოლიც და საყვარელიც, თავზარი დასცა და დეიზის შესანარჩუნებლად უკომპრომისო ბრძოლა დაიწყო, ტრაგედიაც სწორედ ამ დღეს მიხდა – მანქანამ, რომელსაც მისი ცოლი მართავდა, მისი საყვარელი შეიწირა, თუმცა დანაშაული საკუთარ თავზე გეტსბიმ აიღო.


ტომიმ ცნობები შეაგროვა მეტოქის გამდიდრების წყაროებზე, რომელიც უკანონო აღმოჩნდა. იმ საზოგადოებამ, რომელიც მის სახლში ყოველდღიურად იყრიდა თავს, გეტსბის ზურგი აქცია, ზურგი აქცია საყვარელმაც და მეუღლეს გაჰყვა შორს, ისე, რომ არავისთვის გაუმხელიათ, სად მიიმალნენ.

წასვლამდე ტომიმ მოასწრო საყვვარლის მეუღლის ამხედრება გეტსბის წინააღმდეგ. ამ უკანასკნალმა საკუთარ სახლში მოკლა “დიდი“ უფრო სწორად, გამდიდრების შემდეგ განდიდებული გეტსბი. მისმა ერთადერთმა მეგობარმა, ნიკიმ, კი იმ ქალის გზა-კვალსაც ვეღარ მიაგნო, რომელსაც სიცოცხლე შესწირა ჯეიმ, რათა მისი გარდაცვალების შესახებ ეცნობებინა.

image

“ის და მისი ცოლი ხომ უდარდელი, დაუდევარი წყვილი იყო. ორივეს შეეძლო ისე გადაეთელა ადამიანი, როგორც ბალახი და წარბსაც არ შეიხრიდნენ, ხოლო, თუ სადმე შიშს იყნოსავდნენ, გამოსავალს ისევ თავის სიმდიდრეში პოულობდნენ. შეეძლოთ ყველაფერი მიენგრ-მოენგრიათ და მიმალულიყვნენ, თავიანთი ნაგავი კი სხვისთვის დაეტოვებინათ სახვეტად“- წერს ნიკი.

დეიზი და ტომი ისე მოიქცნენ, როგორც ზოგადად ახასიათებთ ადამიანებს, რომლებიც არას და არაფერს დაგიდევენ ფულის და საკუთარი მდგომარეობის გადასარჩენად. საკუთარი გრძნობების მსხვერპლი – გეტსბი, კაცი, რომელიც ათასობით ადამიანს მასპინძლობდა, ცნობილი იყო თავისი წვეულებებით და სტუმართმოყვარეობით, უკანასკნელ გზაზე მხოლოდ ორმა ადამიანმა, - მამამ და ერთგულმა მეგობარმა გააცილეს. მოკვდა ისე, რომ ერთ ცრემლსაც ვერ ეღირსა ქალისგან, რომელსაც სიცოცხლე ანაცვალა და, რომლის დანაშაულიც საკუთარ თავზე აიღო.

“ დიდი გეტსბი/The Great Gatsb“ ანუ სევდიანი ამბავი კაცისა, რომელსაც ყველაფერი და თან არაფერი ჰქონდა, ფილმად რეჟისორმა ბაზ ლურმანმა აქცია. ესაა დრამა ადმაიანისა, ტრაგედია პიროვნებისა, რომელმაც იშოვა დიდძალი ფული, მაგრამ ვერ იყიდა ვერც სიყვარული, ვერც ერთგულება და ვერც ბედნიერება.


0
94
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0