x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გორში ტანსაცმლის მაღაზიიდან ნისიების რვეული მოიპარეს
image

გორში, კომბინატის დასახლებაში, გორგასლის ქუჩაზე, ღამით ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. გავრცელებული ინფორმაციით, მოპარულია ნისიების რვეული. თუმცა მეპატრონე ამბობს, რომ რვეულის დაკარგვა დიდი დანაკლისი არ არის, რადგან ნისიების ნუსხა კარგად ახსოვს. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს მაღაზიის მფლობელის ახლობელმა განუცხადა, რომ მოპარულია ტანსაცმელი. გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1
46
1-ს მოსწონს
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
46
  
2018, 9 ივნისი, 0:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1