x
კრწანისის ბრძოლა
1783 წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი და ქართლ-კახეთის სამეფო ვალდებულებას იღებდნენ, ომის შემთხვევაში ერთმანეთს ჯარით დახმარებოდნენ. ამავე დროს, ქართლ-კახეთს რუსეთთან შეუთანხმებლად სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური კავშირი არ უნდა დაემყარებინა. საქართველოს ისტორიაში ახალი ხანა დაიწყო.

სპარსეთი აღაშფოთა ამ ხელშეკრულების დადებამ და საომარ სამზადისს შეუდგა საქართველოს წინააღმდეგ. ქართველმა ელჩებმა რუსეთის იმპერატორს სასწრაფოდ შეატყობინეს ეს ამბავი, მაგრამ რუსეთი არ ჩქარობდა შეპირებული სამხედრო ნაწილის გამოგზავნას, რადგან იგი საქართველოს საბოლოო დასუსტებას ელოდებოდა. ამასობაში სპარსელთა უზარმაზარი ჯარი აღა-მაჰმად-ხანის მეთაურობით საქართველოსკენ დაიძრა და თბილისს მოადგა. ამ დროს ერეკლე მეფეს მხოლოდ 5 ათასი მეომარი ჰყავდა. მიუხედავად ჯარის მცირერიცხოვნობისა, ერეკლემ ქალაქის ყველა კარიბჭე გაამაგრა, გარდა ჩრდილოეთის მხარისა, სადაც ადიდებული მტკვარი მტრისათვის გადაულახავ დაბრკოლებად ჩათვალა. პირველი შეტაკება ქალაქგარეთ მოხდა და იგი ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. მტერმა იფიქრა, ერეკლეს დიდი ჯარი ჰყავსო და გაბრუნება დააპირა, მაგრამ მოღალატემ გასცა ქართველთა მცირერიცხოვნობის ამბავი და სპარსელებმა სწორედ ჩრდილოეთის მხრიდან შემოუტიეს ქალაქს.



100


თბილისის მისადგომებთან, კრწანისის მიდამოებში, გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა. ალყაში მოქცეული 75 წლის მეფე ერეკლე სხვებთან ერთად თავგამოდებით იბრძოდა, სანამ მისმა შვილიშვილმა, დავით ბატონიშვილმა, ძალით არ გაარიდა სასიკვდილო საფრთხეს.


თბილისის ერთ-ერთ შესასვლელ კარიბჭეს 300 ახალგაზრდა მებრძოლი დარაჯობდა. ყველანი არაგვის ხეობიდან იყვნენ ჩამოსულები. ისინი, 300 სპარტელის მსგავსად, უმტკიცესად იდგნენ, თუმცა კარგად იცოდნენ, ათასჯერ უფრო მრავალრიცხოვან მტერთან გამკლავება არ იქნებოდა იოლი. სამასივე არაგველი გმირულად დაიღუპა, თბილისი დაეცა. მტერმა თბილისი ჯერ გაძარცვა, შემდეგ გადაწვა. ათასობით ადამიანი დაიღუპა იმ საშინელ დღეს. დაღუპულთა შორის იყვნენ სამეფო დასის მსახიობებიც, რომლებიც საზეიმო მუსიკის თანხლებით შეეგებნენ სიკვდილს.

ჩვენი მამაცი მეფე და მასთან ერთად ქართველი ხალხი დამარცხდა. საქართველო დაისაჯა, რადგან მიენდო უზარმაზარ რუსეთის იმპერიას, რუსეთმა კი პირობა არ შეასრულა. მალე ერეკლე მეფე გარდაიცვალა.

8
355
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
355
  
2018, 18 ივნისი, 19:50
ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ვრცლად ვერ შემოგთავაზეთ სტატია, გავითვალისწინებ თქვენს კრიტიკას და შევეცდები უფრო განვავრცო შემდგომში
2018, 18 ივნისი, 17:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურაბ ლუხავა-ის კომენტარზე
2018, 18 ივნისი, 12:33
ბატონო ინდიქტო, ნაწილობრივ მართალი ბრძანდებით,რომ ამბობთ -თუ ასეთ თებას ეხება ავტორი მაშინ უფრო სრულად უნდა გადმოსცეს მთელი პერიპეტიები,მაგრამ თვითონ სტატიის ცნების მცირე შესაძლებლობების გამო,ეს ვერ ხერხდება.მარიამ აქვს მცდელობა,ხშირად გაგვაცნოს საქართველოს ისტორიის ნიუანსები და ეს მისასალმებელია.
2018, 15 ივნისი, 7:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 15 ივნისი, 7:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 15 ივნისი, 7:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 15 ივნისი, 7:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 9 ივნისი, 0:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8