x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81852
  • ვიდეო:333858
  • სურათი:439118
კრწანისის ბრძოლა

1783 წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი და ქართლ-კახეთის სამეფო ვალდებულებას იღებდნენ, ომის შემთხვევაში ერთმანეთს ჯარით დახმარებოდნენ. ამავე დროს, ქართლ-კახეთს რუსეთთან შეუთანხმებლად სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური კავშირი არ უნდა დაემყარებინა. საქართველოს ისტორიაში ახალი ხანა დაიწყო.

სპარსეთი აღაშფოთა ამ ხელშეკრულების დადებამ და საომარ სამზადისს შეუდგა საქართველოს წინააღმდეგ. ქართველმა ელჩებმა რუსეთის იმპერატორს სასწრაფოდ შეატყობინეს ეს ამბავი, მაგრამ რუსეთი არ ჩქარობდა შეპირებული სამხედრო ნაწილის გამოგზავნას, რადგან იგი საქართველოს საბოლოო დასუსტებას ელოდებოდა. ამასობაში სპარსელთა უზარმაზარი ჯარი აღა-მაჰმად-ხანის მეთაურობით საქართველოსკენ დაიძრა და თბილისს მოადგა. ამ დროს ერეკლე მეფეს მხოლოდ 5 ათასი მეომარი ჰყავდა. მიუხედავად ჯარის მცირერიცხოვნობისა, ერეკლემ ქალაქის ყველა კარიბჭე გაამაგრა, გარდა ჩრდილოეთის მხარისა, სადაც ადიდებული მტკვარი მტრისათვის გადაულახავ დაბრკოლებად ჩათვალა. პირველი შეტაკება ქალაქგარეთ მოხდა და იგი ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. მტერმა იფიქრა, ერეკლეს დიდი ჯარი ჰყავსო და გაბრუნება დააპირა, მაგრამ მოღალატემ გასცა ქართველთა მცირერიცხოვნობის ამბავი და სპარსელებმა სწორედ ჩრდილოეთის მხრიდან შემოუტიეს ქალაქს.



100


თბილისის მისადგომებთან, კრწანისის მიდამოებში, გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა. ალყაში მოქცეული 75 წლის მეფე ერეკლე სხვებთან ერთად თავგამოდებით იბრძოდა, სანამ მისმა შვილიშვილმა, დავით ბატონიშვილმა, ძალით არ გაარიდა სასიკვდილო საფრთხეს.

თბილისის ერთ-ერთ შესასვლელ კარიბჭეს 300 ახალგაზრდა მებრძოლი დარაჯობდა. ყველანი არაგვის ხეობიდან იყვნენ ჩამოსულები. ისინი, 300 სპარტელის მსგავსად, უმტკიცესად იდგნენ, თუმცა კარგად იცოდნენ, ათასჯერ უფრო მრავალრიცხოვან მტერთან გამკლავება არ იქნებოდა იოლი. სამასივე არაგველი გმირულად დაიღუპა, თბილისი დაეცა. მტერმა თბილისი ჯერ გაძარცვა, შემდეგ გადაწვა. ათასობით ადამიანი დაიღუპა იმ საშინელ დღეს. დაღუპულთა შორის იყვნენ სამეფო დასის მსახიობებიც, რომლებიც საზეიმო მუსიკის თანხლებით შეეგებნენ სიკვდილს.

ჩვენი მამაცი მეფე და მასთან ერთად ქართველი ხალხი დამარცხდა. საქართველო დაისაჯა, რადგან მიენდო უზარმაზარ რუსეთის იმპერიას, რუსეთმა კი პირობა არ შეასრულა. მალე ერეკლე მეფე გარდაიცვალა.

8
266
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
266
  
18 ივნისი, 19:50
ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ვრცლად ვერ შემოგთავაზეთ სტატია, გავითვალისწინებ თქვენს კრიტიკას და შევეცდები უფრო განვავრცო შემდგომში
18 ივნისი, 17:32
არ მითქვამს,რომ ცუდი რამ ჩაიდინა მარიამმა. ჩემი აზრი გამოვთქვი უბრალოდ და მისი ნებაა გაითვალისწინებს თუ არა. ისტორია ისეთი რამაა,რომ მცირე დეტალსაც არევა შეუძლია ყველაფრის. ამიტომაა,რომ ერეკლეს ქართველთა ნაწილი "დებილს" ეძახის,რადგან მეფემ რუსული არ იცოდა და მათ ავიწყდებათ,რომ მთელი ახალგაზრდობა ირანში გაატარა და შემდეგ ბრძოლებში. ეგრე არაა რო რახან მეფე ხარ ყველა ენა უნდა იცოდეს. დღემდე არაა გამოკვლეული,რა დამსახურებისთვის მოუნათლა შვილი იმპერატორმა გარსევან ჭავჭავაძეს და თუ რატომ გადაწყვიტა სამეფო ტახტის გადაცემის საკითხის შეცვლა(მის შვილებზე უდა გადასულიყო მეთოდურად და არა ერთი შვილის მემკვიდრეებზე). სტატიაში ნახსენებია ღალატი,მაგრამ არაფერი წერია რატო ყავდა 5 ათასი მებრძოლი კრწანისში და რატომ მიაცილებდა 12000 მხედარი თელავიდან მცხეთაში მეფის ცხედარს. ერეკლეს თავისი წილი შეცდომები ჰქონდა,მაგრამ მას თავისი ქვეყნისთვის არაფერი დაუშურებია. თუ ვინმეს ჰგოია,რომ ეს მარტო ისტორიაა სცდება,რადგან დღესაც ბევრი მოღალატეა ქვეყანაში. საქართველოში ბევრს ჰგონია,რომ ერეკლე დარეჯანმა დაღუპა და ზვიადი მანანამ. ამიტომაა საჭირო მეტი კონკრეტიკა საჭირო. არ მინდა ისტორია დამახინჯებული სახით გავრცელდეს საზოგადოებაში და სულ ესაა ჩემი მოტივაცია
18 ივნისი, 12:33
ბატონო ინდიქტო, ნაწილობრივ მართალი ბრძანდებით,რომ ამბობთ -თუ ასეთ თებას ეხება ავტორი მაშინ უფრო სრულად უნდა გადმოსცეს მთელი პერიპეტიები,მაგრამ თვითონ სტატიის ცნების მცირე შესაძლებლობების გამო,ეს ვერ ხერხდება.მარიამ აქვს მცდელობა,ხშირად გაგვაცნოს საქართველოს ისტორიის ნიუანსები და ეს მისასალმებელია.
15 ივნისი, 7:29
როცა მისალოცი გექნებათ რამე,შედეგ შეგიძლიათ დაწეროთ ერეკლეზე. მისალოცი კი არაფერია,სხვა რა გითხრათ,რით გაგახაროთ
15 ივნისი, 7:25
როცა კრწანისზე წერას იწყებს ადამიანი,მან უნდა შეამზადოს სიტუაცია,რომ გადმოსცეს მთელი სიტუაცია და უფრო ნათელი გახადოს ბრძოლის პერიპეტიები
15 ივნისი, 7:24
საქართველოში მძიმე პერიოდი იდგა. ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა,ქვეყანა განადგურების პირას იდგა. მეფები ქრისტიანული წესით უკვე დიდი ხანი აღარ იღებდნენ მეფობას. ამ დროს ქვეყანას მოევლინა ერეკლე თეიმურაზის ძე ბაგრატიონი. ბავშობა ტყვეობაში გაატარა უფლისწულმა ერეკლემ და უკვე 16 წლისა ბრძოლაშიც მიიღო მონაწილეობა. ის იზრდებოდა ირანული ტრადიციებით და სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა ირანულს ქუდს. მიუხედავად ყველაფრისა,მას არ უღალატია საკუთარი ქვეყნის რელიგიისთვი და 1744 წელს დიდი პაუზის შედეგ კახეთში გამეფდა ქრისტიანული წესით მეფე. რა თქმაუნდა ამ ყველაფერმა განარისხა ნადირ ხანი,მაგრამ როცა შურისძიებას გეგმავდა ქართლის მეფე თეიმურაზზე და კახეთში ერეკლეზე,მაშინ ჩვენ ენაზე რევოლუცია მოუწყეს და გაისტუმრეს იმ ქვეყანაში ნადირი. იმ წუთის შემდეგ მამა-შვილი ერთად აწარმოებდნენ ბრძოლებს ქვეყნის განმტკიცებისათვის,მაგრამ მტერი მრავალ რიცხოვანი იყო და სხვადასხვა. ამიტომ გადაწყვიტეს ეპოვათ ქვეყანა,რომელთანაც გამონახავდნენ საერთო ენას და ერთად აწარმოებდნენ ბრძოლას.იპოვეს ასეთი რუსეთის სახით და სწორედ მოსალაპარაკებლად მიმავალი თეიმურაზი 1762 წელს გარდაიცვალა. აქედან მოყოლებული ერეკლე გახდა უკვე ქართლ-კახეთის ბატონი,რომელმაც იმერეთის მეფე სოლომონთან გააფორმა ხელშეკრულება,რომელიც გულისხმობდა ერთიანი ძალებით ბრძოლას,ერთმანეთის დახმარებას. ფაქტიურად საქართველო სიტყვიერად გაერთიანებული იყო. ერეკლემ 1770 წელსვე იგრძნი,რომ რუსების დიდი იმედი არ უნდა ქონოდა,მაგრმა ლეკიანობა და მუსლიმანური სამეზობლო უფროდაუფრო ძლიერდებოდა. ლეკიანობის თავის დაღწევის მიზნით შექმნა მორიგე ჯარი,რომელიც ოპერატიულად მოახერხებდა მობილიზებას და მტერზე იერიშის მიტანას და მას მისი შვილი ლევანი ჩაუდგა სათავეში,რომელიც ზოგიერთი წყაროზე დაყრდნობით მოიაზრებოდა ერეკლეს პირველ მემკვიდრედ. 1783 წელს კი ერეკლეს ისევ უღალატეს და ამჯერად გარსევან ჭავჭავაძემ და არ გააცნო გერგიევსკის ტრაქტატი მეფეს სრულყოფილად.რადგანაც ერეკლემ რუსული არ იცოდა ენდო თავის მოძმეს,რომელმაც უღალატა და რომელსაც რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ შვილი ალექსანდრე მოუნათლა,რა დამსახურებისთვის მიხვდებით. 1784 წელს გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს ლევან ბატონიშვილი,რომელ
15 ივნისი, 7:00
ასე პატარა სტატიაში ასეთი ბრძოლის "მოკვარახჭინება" ცოტა რთულია. მარიამს დაავიწყდა,რომ 5 ათასი მეომარი ყავდა ერეკლეს და როცა გარდაიცვალა თელავიდან მცხეთამდე 12 ათასი მხედარი მიასვენებდა მის ცხედარს. ჯერ ერთი ქართლ-კახეთი დაისაჯა არა იმის გამო,რომ რუსეთთან კავშირი დამყარა,არამედ მუსლიმანებისთვის ერეკლე მეორე დიდი ხნის მოუშორებელი ჭირივით იყო. ირანს არ აწყობდა რეგიონში ძლიერი ქრისტიანი სახელმწიფო.რუსეთმა დაარღვიეს ტრაქტატის პირობები,ნუ ის პირობები მაინც,რაც ცნობილი იყო და არა გასაიდუმლოებული. ქართველთა სენი,რომელიც სტატიის ავტორიც დავადებულია. აქცენტი გადატანილია რუსებზე და მოღალატეზე,მაგრამ რეალურად მაშინდელი თავადაზნურობა იყო მოღალატენი. მათ არ მოსწონდათ ერეკლე,რადგან დაბალ ფენასთან კარგი ურთიერთობით გამოირჩეოდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ რუსების ღალატის აპელირება,მაშინ როცა ქართველებმაც უღალატეს მხცოვან მეფეს უადგილოა და გაუმართლებელია. ისტორიის შესწავლისას სწორი აქცენტები უნდა დაისვას და არა მიკერძოებულად გადაბრალება სხვა მხარისთვის იმის,რაც თვითონ ქართველებმა დავმართეთ ჩვენივე ქვეყანას.220 წელი გავიდა ერეკლეს გარდაცვალებიდან და რა შეგვიძლია ვთქვათ,როცა სვეტიცხოველში მის საფლავზე მივალთ ან რითი შეგვიძლია ვიტრაბახოთ,რომ მისი თავგანწირვა დაუფასებელი არ დარჩენილა. საწუხაროდ არც არაფრით.
9 ივნისი, 0:25
SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
0 1 8