x
მარკო პოლო და ეპისკოპოსი ჟაკ დე ვიტრი (ვიტრიუსი) საქართველოს შესახებ
“ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამის მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი) ... საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსად არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც ... აქ ბევრია მთა, ხევი, და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა.''




მარკო პოლო, მოგზაური (1254-1324 წწ.)

მარკო პოლო



“ცხოვრობს აღმოსავლეთში ქრისტიანი ხალხი - ომის მოყვარული და ბრძოლებში გამოცდილი. მას ჰყავს უამრავი მებრძოლი. მეტად დაშინებული ჰყავს სარკინოზნი და თავდასხმების დროს დიდ ზარალს აყენებს სპარსელებს, მიდიელებსა და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრეთაც ცხოვრობს, ვინაიდან გარშემორტყმულია ურჯულოებით. მათ ეწოდებათ ქართველები ...


როდესაც ისინი მიდიან ქრისტეს საფლავის თაყვანისსაცემად, წმინდა ქალაქში შედიან გაშლილი დროშებით, ბაჟის გადახდის გარეშე. რაც შეეხება სარკინოზებს, ისინი ვერ ბედავენ მათ შეწუხებას, რათა უკან დაბრუნებისას ქართველებმა ჯავრი არ იყარონ მათ მეზობლად მცხოვრებ სარკინოზებზე. ქართველები ძალზე აღშფოთებულნი არიან და ემუქრებიან ორადინუსს, დამასკოს პრინცს იმის გამო, რომ მან განიზრახა იმათი სურვილის გარეშე იერუსალიმის კედლების დანგრევა მაშინ, როდესაც ლათინნი დამიეტას იღებდნენ.





ეპისკოპოსი ჟაკ დე ვიტრი (ვიტრიუსი)

XIII საუკუნე



vitriusi

2
126
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
126
  
2018, 8 ივნისი, 19:05
რას გულისხმობ?
2018, 8 ივნისი, 16:23
აბა მერე რა ჯანდაბა გვეტაკა.
0 1 2