x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაგეთ, რატომ სთხოვს ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას შვილის ბიოგრაფიის გამოქვეყნებას

image

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს და მისი შვილის ბიოგრაფიის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ვრცელდება ინფორმაციები, რომ მისი შვილი მოძალადე იყო და ამიტომ მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას, რათა თქვან, რამდენად რეალურია ეს ინფორმაციები. სარალიძის თქმით, თუკი დაადასტურებენ, რომ მისი შვილი მოძალადე იყო, ამ შემთხვევაში სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
"ვრცელდება „ფეისბუქზე“ და სხვა წყაროებით, რომ ჩემი შვილი არის გამომძალველი, ვიღაც-ვიღაცებს ტუალეტში აყოფინებდა თავს და ა.შ. მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოააშკარაონ ჩემი შვილის ვინაობა, თუ იყო მოძალადე, თქვან, არ დამალონ არაფერი. თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო და ამ სკოლაში ძალადობა ხდება, მეთანხმებით ალბათ, რომ 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა დგება. თუ არ იყო მოძალადე, ადგნენ და გამოააშკარაონ ყველაფერი. ვერ ვხედავ ვერც ერთ ნაბიჯს, რომ ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

0
97
1-ს მოსწონს
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0