x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
გაიგეთ, რის გამო მოერია ტოჩინოშინს ცრემლები და რას ამბობს ის ქართველ გულშემატკივრებზე

image

"ძალიან ბედნიერი ვარ, ამდენი გაღიმებული სახე რომ დავინახე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მთელი ერი, მთელი საქართველო ბაშოს მიმდინარეობის დროს 15 დღე ჩემ გვერდით იყო. ვიდეოებს და სხვადასხვა ჩანაწერს ვნახულობდი, რომელმაც გულწრფელად მომცა ძალა. ბევრჯერ ისეთი სიტყვებიც წამიკითხავს, ცრემლებიც მომრევია. დიდ მადლობას ვუხდი მთელ ერს, მთელ საქართველოს გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის", - განაცხადა ქართველმა ოძეკმა, ტოჩინოშინმა.

image


რაც შეეხება ოძეკის სტატუსის მიღების შემდეგ დამატებით ვალდებულებებს, ლევან გორგაძის განმარტებით, აქამდე რა ვალდებულებებიც ჰქონდა, კიდევ ორი ამდენი დაემატება.

"ძალიან ფართო თემაა და ახლა ვერ მოგიყვებით, მაგრამ რაც დღემდე მევალებოდა ალბათ, ორი იმდენი მევალება იაპონიაში დაბრუნების შემდეგ. შევეცდები, ჩემი მოვალეობები - სპორტული იქნება თუ ტრადიციული, ვატარო ისე, როგორც მე შემეფერება", - განაცხადა ტოჩინოშინმა.

image

0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0