x
მეტი
  • 22.06.2018
  • სტატია:78039
  • ვიდეო:330796
  • სურათი:434015
გულის შეტევის 6 ნიშანი ქალებში,რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ

გულის შეტევა ქალებში უფრო საშიშია, ვიდრე მამაკაცებში. პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ქალები უფრო გვიან აკითხავენ ექიმს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ქალებში გულის შეტევის ნიშნები განსხვავებულია.

ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ ტკივილი მკერდის არეში, რომელიც ხელს და ზურგს გადაეცემა, საშიშია თავისი ბუნებით, მაგრამ ქალების შემთხვევაში ხშირად გულის შეტევას სხვა, ერთი შეხედვით, უვნებელი სიმპტომები უძღვის ხოლმე წინ.


ტკივილი და დაწოლის შეგრძნება მკერდის არეში

image
ეს გულის შეტევის მეტნაკლებად გავრცელებული სიმპტომია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ქალების შემთხვევაში სხვანაირად იჩენს თავს. ამ დროს ქალები დამწოლ ტკივილებს შიგნიდან გრძნობენ, თანაც ტკივილი აუცილებლად მარცხნივ, გულის მხარეს როდია ლოკალიზებული. ის შესაძლოა გულმკერდის უჯრედის ნებისმიერ მონაკვეთში იგრძნობოდეს.


ზურგის, ხელის, კისრის და ყბის ტკივილი

imageეს სიმპტომები ქალებში უფროა გავრცელებული. ტკივილი შესაძლოა თანდათან გაძლიერდეს ან მოულოდნელად აღმოცენდეს. შესაძლოა თანდათან შესუსტდეს და მოულოდნელად ისევ ახალი ინტენსივობით აღმოცენდეს. ამიტომ, თუ მოულოდნელი ტკივილები დაგეწყოთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.


მუცლის ტკივილი

imageძალიან ხშირად, მუცლის ტკივილს, რომელიც გულის შეტევას უძღვის წინ, ადამიანები გულძმარვაში, გასტრიტში ან წყლულში ურევენ.

კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც ამ დროს აღინიშნება, თითქოს ვიღაც მძიმე და დიდი მუცელზე დაგაჯდათ.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს ამ სიმპტომის გაჩენისთანავე.


ქოშინი და გულისრევის შეგრძნება

imageთუ მოულოდნელად, განსაკუთრებული მიზეზის გარეშე სუნთქვის პრობლემები დაგეწყოთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. განსაკუთრებით, თუ ქოშინს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეც ახლავს თან.

გულისრევის შეგრძნება, რომელიც რამდენიმე დღეს არ გშორდებათ, შესაძლოა ასევე მოსალოდნელ გულის შეტევას უკავშირდებოდეს.


გაძლიერებული ოფლის გამოყოფა

imageთუ ცივი ოფლი გასხამთ, თან უხვად, ეს შესაძლოა მოსალოდნელ გულის შეტევას უკავშირდებოდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისე ოფლიანობთ, თითქოს კი არ ივარჯიშეთ, არამედ დიდი სტრესი გადაიტანეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, გაძლიერებული ოფლის გამოყოფა უკვე საკმარისი მიზეზია, რომ ექიმს მიმართოთ.


დაღლილობა

imageბერვი ქალი, რომელთაც გულის შეტევა გადაიტანეს, აღნიშნავს, რომ შეტევამდე ძლიერ, უმიზეზო დაღლილობას გრძნობდნენ.

დაღლილობა მაშინაც ნარჩუნდებოდა, როცა ეს ადამიანები საერთოდ არ მოძრაობდნენ. ამიტომ, თუ უმიზეზო დაღლილობას განიცდით, საჭიროა ექიმს მიმართოთ.

0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0