x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
როგორია ადამიანის როლი და პასუხისმგებლობა დედამიწის მომავლის განსაზღვრაში? - ენციკლოპედია ”დედამიწის” მე-5 ტომი გაყიდვაშია

image

როგორია დედამიწისადმი დამიანების დამოკიდებულება და რა გავლენას ახდენს მასზე ადამიანის სოციალური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობები? - ამ საინტერესო და მეტად აქტუალურ კითხვაზე ენციკლოპედია ”დედამიწის” მე-5 ტომი ”ადამიანი” მოგითხრობთ. ენციკლოპედიის ხუთტომეული გამომცემლობა ”პალიტრაL-მა” მოამზადა.

სერიის მეხუთე ტომის შეძენა, 11 ივნისიდან გაზეთ ” კვირის პალიტრასთან” ერთად იქნება შესაძლებელი. მისი სპეციალური ფასი 18, 5 ლარია, გაზეთთან ერთად კი, 20 ლარი.

სერიის პირველი 4 ტომი უკვე გამოცემულია. მათი თემატიკა შემდეგნაირი იყო: და­ბა­დე­ბა, ხმე­ლე­თი, ჰა­ე­რი, წყა­ლი. პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რის, ანი თოდ­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, წიგ­ნებ­ში მკი­თხვე­ლი უხ­ვად იპო­ვის რო­გორც დე­და­მი­წი­სა და მისი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ისე, ვი­ზუ­ა­ლუ­რად მიმ­ზიდ­ველ უამ­რავ სუ­რათს.


"იყო დრო, რო­დე­საც დე­და­მი­წა სამ­ყა­რო­სა და, სა­ზო­გა­დოდ, ყვე­ლაფ­რის ცენ­ტრად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ახალ­მა კვლე­ვებ­მა და აღ­მო­ჩე­ნებ­მა წარ­მოდ­გე­ნე­ბი შეც­ვა­ლა − ახლა ჩვე­ნი პლა­ნე­ტა მა­ტე­რი­ის პა­წა­წი­ნა ფრაგ­მენ­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ისე­დაც უკი­დე­გა­ნო და უსას­რუ­ლო სამ­ყა­როს „სა­ზღვრე­ბი“ კი­დევ უფრო „გა­ფარ­თოვ­და“. სად არის დე­და­მი­წის ად­გი­ლი ამ უსას­რუ­ლო­ბა­ში? სამ­ყა­როს გა­ფარ­თო­ე­ბამ ხომ არ დაჩ­რდი­ლა მისი უნი­კა­ლუ­რო­ბა? რა შე­იც­ვა­ლა მას­ზე „და­ბა­დე­ბი­დან“ დღემ­დე? რო­გო­რია მისი მო­მა­ვა­ლი და ამ მო­მავ­ლის გან­სა­ზღვრა­ში ჩვე­ნი - ადა­მი­ა­ნე­ბის როლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი? - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე პა­სუხს ხუთტომეულიდან მიიღებთ. უკვე ხუთივე ტომი ხელმისაწვდომია და მკითხველს შეუძლია სრული ინფორმაცია მიიღოს დედამიწის შესახებ, შესანიშნავად ილუსტრირებული 5 წიგნიდან. ეს არის საუკეთესო კოლექცია, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის და ასევე, საუკეთესო საჩუქარია ახლობლებისა და მეგობრებისთვის, ” - განმარტავს ანი თოდრია.

რაც შეეხება, სერიის წინა წიგნებს:

წიგ­ნი 1 "და­ბა­დე­ბა" − მოგ­ვი­თხრობს, რო­გორ იზ­რდე­ბო­და და ფარ­თოვ­დე­ბო­და სამ­ყა­რო 13, 7 მი­ლი­არ­დი წლის წინ მომ­ხდა­რი დიდი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ და რო­გორ გა­და­ე­ცა დე­და­მი­წას, ჯერ კი­დევ ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში, მზის­გან კო­ლო­სა­ლუ­რი სიმ­ხურ­ვა­ლე, რო­მელ­საც ჩვე­ნი პლა­ნე­ტა დღემ­დე „ინა­ხავს“;

წიგ­ნი 2 "ხმე­ლე­თი" – გვიყ­ვე­ბა, რო­გორ ყა­ლიბ­დე­ბო­და და რო­გო­რია ახლა დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი თუ წი­ა­ღი;

წიგ­ნი 3 "ჰა­­რი" - მოგ­ვი­თხრობს, რო­გორ ფორ­მირ­დე­ბა ატ­მოს­ფე­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი;

წიგ­ნი 4 "წყა­ლი" − ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის უნი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ზე: მსოფ­ლი­ოს ოკე­ა­ნე­ებ­ზე, მდი­ნა­რე­ებ­სა და ტბებ­ზე;

0
11
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0